1. 1) გადაცემა (გადასცემს), ჩაბარება; to deliver a bill to smb. ვინმესთვის ანგარიშის წარდგენა; he delivered himself up to the enemy მტერს ჩაბარდა; to deliver smb. into the enemy's hands ვისიმე მტრის ხელში ჩაგდება / მტრისთვის გადაცემა;
2) ჩამოტარება (ჩამოატარებს); to deliver letters ადრესატებისათვის წერილების დატარება / შინ მიტანა;
2. წარმოთქმა (წარმოთქვამს); წაკითხვა; to deliver a lecture [a course of lectures] ლექციის [ლექციების კურსის] წაკითხვა; to deliver a speech სიტყვის წარმოთქმა; to deliver oneself of a speech სიტყვის წარმოთქმა; to deliver oneself of an opinion აზრის გამოთქმა;
3. 1) ანგარიშის და ა.შ. წარდგენა (წარადგენს);
2) იურ. ოფიციალურად გადაცემა (გადასცემს); მფლობელობაში შეყვანა; to deliver smth. up / over / to smb. ვინმესთვის რისამე ოფიციალურად გადაცემა; რაიმეზე უარის თქმა ვისიმე სასარგებლოდ;
4. 1) ტყორცნა (ტყორცნის); სროლა; to deliver a harpoon ჰარპუნის / ბარჯის ტყორცნა; to deliver fire
სამხ. ცეცხლის გახსნა;
2) გადატანა (გადაიტანს), გადაყვანა; to deliver by air თვითმფრინავით გადაყვანა / გადატანა / ტრანსპორტირება;
3) სპორტ. ბურთის გადაცემა (გადასცემს), ჩაწოდება;
4) დარტყმა (˂და˃არტყამს); to deliver a blow / a stroke / დარტყმის მიყენება;
5. 1) წიგნ. განთავისუფლება (გაათავისუფლებს), დახსნა; to deliver smb. from captivity ტყვეობიდან ვისიმე განთავისუფლება / დახსნა; to deliver smb. from death ვინმეს სიკვდილისაგან გადარჩენა; to deliver smb. from the necessity of doing smth. ვისიმე განთავისუფლება რაიმეს გაკეთების აუცილებლობისაგან;
2) ბიბლ. ხსნა (იხსნის), გადარჩენა; and the Lord will deliver me from every evil work და დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან; he who takes warning shall deliver his soul ვინც გაფრთხილდება – თავს გადაირჩენს;
6. 1) უპირატ. pass შობა (შობს), დაბადება; მომშობიარება, მოლოგინება; to deliver a child ბავშვის შობა; to be delivered of a child მომშობიარება, მოლოგინება;
2) მომშობიარება (˂მო˃ამშობიარებს); they delivered the woman ქალი ამშობიარეს;
7. იშვ. ქალაქის, ციხესიმაგრის ჩაბარება (ჩააბარებს), დათმობა;
8. თავის მხარეს მიმხრობა (მიიმხრობს); წარმატების უზრუნველყოფა; to deliver the ward vote რაიონში ამომრჩეველთა ხმების უზრუნველყოფა / გარანტირება;
9. 1) მომარაგება (მოამარაგებს), მიწოდება;
2) გამოშვება (გამოუშვებს) ქარხნიდან;
10. ტუმბოთი დაჭირხნა (დაჭირხნის);
11. ტექ. 1) ფორმიდან / ყალიბიდან ადვილად ამოსვლა (ამოვა);
2) ფორმიდან ამოღება (ამოიღებს);
12. არქ. გემის გადმოტვირთვა (გადმოტვირთავს) / გადმოცლა;
13. ამერ. მოლოდინის / იმედების გამართლება (გაამართლებს); რაიმესთვის თავის კარგად გართმევა; to deliver on one's pledge ნაკისრი ვალდებულების შესრულება; they failed to deliver on their promises დაპირებები ვერ შეასრულეს; he will have to deliver to retain his edge უპირატესობის შესანარჩუნებლად თავისი საუკეთესო თვისებების გამოჩენა მოუხდება; to deliver spectacularly დიდი / თვალსაჩინო წარმატების მიღწევა;
14. უპირატ. იურ. გამოტანა (გამოიტანს) გადაწყვეტილების, მსჯავრისა და ა.შ.; to deliver judgement [a verdict] გადაწყვეტილების [ვერდიქტის / მსჯავრის] გამოტანა; to deliver justice მართლმსაჯულების აღსრულება;
◇ to deliver an attack შეტევაზე გადასვლა; შეტევის დაწყება; to deliver (a) battle ბრძოლის გამართვა; ბრძოლაში ჩაბმა; to deliver the goods ნაკისრი ვალდებულების / პირობის შესრულება [იხ. აგრ. goods ◇]; stand and deliver! ≅ ან ფული, ან სული!