მდაბ.
1. უემოციო; არანაირ გრძნობას რომ არ გამოხატავს (ითქმის გამოხედვის / სახის გამომეტყველების შესახებ); he gave his accusers a deadpan stare თავის ბრალმდებელთ გაყინული მზერა შეაგება;
2. ვითომდა სერიოზული (ითქმის ლაპარაკის, თავის დაჭერისა და ა.შ. შესახებ); deadpan humour იუმორი / ხუმრობა სერიოზული სახით; deadpan mockery ვისიმე გამასხარავება სერიოზული იერის შენარჩუნებით;
3. აუღელვებელი, უგრძნობელი, გულგრილი (განსაკ. სხვათა გასაჭირის, სატკივრისა და ა.შ. მიმართ); a deadpan narrative style თხრობის აუღელვებელი მანერა / სტილი.