1. 1) თარიღი, რიცხვი, დღე; რაიმე მოვლენის დოკუმენტურად დამოწმებული თარიღი; to bear a date ʘ დათარიღებულია; date of birth დაბადების თარიღი; up to the date when იმ დღემდე, როცა; what's the date today? რა რიცხვია დღეს? what's the date of this discovery? როდის გაკეთდა ეს აღმოჩენა?
2) წერილის, ოფიციალური დოკუმენტის და ა.შ. თავში ან ბოლოში მითითებული თარიღი და ადგილი;
2. 1) დრო; ვადა, პერიოდი; ხანა, ეპოქა; Roman date ძველი რომის ეპოქა; the date of youth ახალგაზრდობის წლები, სიყმაწვილის ხანა; at that date იმ დროს, იმ ხანებში;
2) ასაკი; his date is thirty იგი ოცდაათი წლისაა;
3. ამერ. იგივე დღე; "The New York Times" of date იმავე დღის "ნიუ-იორკ ტაიმსი";
4. 1)
წინასწარ დანიშნული შეხვედრა; პაემანი; to go out on dates პაემნებზე სიარული; to make a date with smb.
ʘ ვინმეს შეხვედრას / პაემანს დაუნიშნავს; I have (got) a date with him მას უნდა შევხვდე; პაემანზე უნდა წავიდე;
2) ვისთანაც შეხვედრა / პაემანია დანიშნული; my date is meeting me this evening ჩემი შეყვარებული ამ საღამოს მხვდება;
5. არქ. დასასრული; all has its date ყველაფერს დასასრული აქვს;
◇ out of date მოძველებული, ყავლგასული; ძველმოდური, მოდიდან გამოსული; to go out of date მოძველება; მოდიდან გამოსვლა; a lot of new words go out of date very soon ბევრი ახალი სიტყვა სწრაფად გამოდის ხმარებიდან; to date დღემდე, ამ დრომდე; up to date ა) თანამედროვე, უახლესი; თანამედროვე მოთხოვნების დონეზე მყოფი; ბ) ახალი ამბების / მოვლენების კურსში მყოფი; უახლეს ინფორმაციას რომ ფლობს; გ) ბუღ. ბოლო დღემდე / დღევანდლამდე მიყვანილი / წარმოებული (ითქმის თავდავთრის, ანგარიშისა და ა.შ. შესახებ); to bring smth. up to date რისამე განახლება / გაუმჯობესება / სრულყოფა; to bring smb. up to date ვისიმე საქმის კურსში ჩაყენება / არსებულ ვითარებაში გარკვევა; to keep smb. up to date ვისიმე საქმის კურსში ყოლა; to keep smth. up to date ა) რისამე გაუმჯობესება; ბ) რისამე უახლესი მონაცემებით შევსება.