1. ʘ სწრაფად მირბის, მიქრის; საითკენმე გავარდნა, გაქანება და ა.შ.; to dash from / out of / the room ოთახიდან გავარდნა; he suddenly dashed into the street სასწრაფოდ ქუჩაში გავარდა; he dashed along the street კისრისტეხით მიქროდა ქუჩაში; I'm sorry but I must dash away now უკაცრავად, ახლა უნდა გავიქცე;
2. სპორტ. 1) წინ გაჭრა (გაიჭრება), სპურტის გაკეთება (სირბილისას);
2) დაცვის გარღვევა (˂გა˃არღვევს) ფეხბურთი და ა.შ.;
3. 1) (into, on, to, against) მთელი ძალით დაგდება (˂და˃აგდებს), დახეთქება, მინარცხება, მოსროლა; to dash smb. to the ground ვისიმე ძირს / მიწაზე დანარცხება; to dash smth. on the floor რისამე იატაკზე დახეთქება; to dash a ship against the rocks გემის კლდეზე მინარცხება;
2) (ჩვეულ. away, down, upon) ჩამოგდება (˂ჩამო˃აგდებს), გადმოგდება, ჩამობერტყვა, გადაყრა (აგრ. გადატ.); to dash away one's tears ʘ ცრემლები სწრაფად მოიწმინდა;
4. 1)
რაიმეზე მიხეთქება (მიახეთქებს), მიჯახება; დამსხვრევა, ნამსხვრევებად ქცევა (
აგრ. გადატ.); to dash smth. to pieces რისამე ნამსხვრევებად ქცევა; the flowers were dashed by the rain წვიმამ ყვავილები გადააწვინა; to dash smb.'s hopes ვისიმე იმედების დამსხვრევა;
2) დაჯახება (˂და˃ეჯახება), მინარცხება, მიხეთქება; waves dashed against the rocks ტალღები კლდეებს ეხეთქებოდა;
5. შესხმა (˂შე˃ასხამს), შესხურება, შეშხეფება; to dash water in(to) smb.'s face ვინმესთვის სახეში წყლის შესხმა; a passing car dashed muddy water all over my clothes მიმავალმა მანქანამ ტანსაცმელზე ტალახიანი წყალი შემომასხა; dashed with blood სისხლის წვეთებით მოსვრილი;
6. გაზავება (˂გა˃აზავებს), შერევა; to dash wine with water ღვინოში წყლის გარევა; to dash truth with fiction ʘ მართალსა და ტყუილს ერთმანეთში ურევს; her joy was dashed with pain ეს ტკივილნარევი სიხარული იყო მისთვის;
7. ʘ დამთრგუნველად მოქმედებს (ვინმეზე), გულს უმძიმებს; საგონებელში აგდებს; to dash smb. / smb.'s spirits / ʘ ვინმეზე დამთრგუნველად მოქმედებს; to be dashed with terror ʘ შიშითაა შეპყრობილი; that information dashed him a little ამ ამბის შეტყობამ, ცოტა არ იყოს, საგონებელში ჩააგდო;
8. 1) (აგრ. off, down) სწრაფად დაწერა (˂და˃წერს), სახელდახელო ესკიზის / წინასწარი ჩანახატის გაკეთება; I'll dash off a few lines სასწრაფოდ ორიოდე სიტყვას დავწერ / მივწერ; his essay seemed to be dashed off in seconds მისი ესე / ნარკვევი ნაჩქარევად დაწერილის შთაბეჭდილებას ტოვებდა;
2) (აგრ. out) იშვ. წაშლა (˂წა˃შლის), გადახაზვა;
9. ხაზის გასმა (˂გა˃უსვამს), ტირეს დასმა;
10. (damn II 6-ის ევფ.) dash it (all)! ჯანდაბას! ჭირსაც წაუღია ყველაფერი! dash you! ჭირსაც წაუღიხარ! ჯანდაბას შენი თავი (და ტანი)! თავში ქვა გიხლია! dash my buttons! დალახვროს ეშმაკმა!
▭ to dash round სირბილისას გასწრება (˂გა˃უსწრებს), ვისიმე უკან მოტოვება.