1. დახურვა (˂და˃ახურავს), დაფარვა, გადაფარება; to cover a saucepan ქვაბისთვის თავსახურის დახურვა; to cover one's head ქუდის დახურვა; to remain covered ქუდმოუხდელად დგომა;
2. დაცვა (˂და˃იცავს), დაფარვა; he covered his friend from the blow with his own body სხეულით აეფარა მეგობარს და აარიდა იგი დარტყმას; to cover a retreat დაცვა უკან დახევისას; the warships covered the landing of the army სამხედრო გემები იცავდნენ არმიას ხმელეთზე გადმოსვლისას;
3. დამალვა (˂და˃მალავს), დაფარვა; to cover one's face with one's hands სახეზე ხელების აფარება; სახის ხელებში ჩამალვა; the enemy were covered from our sight by woods მოწინააღმდეგეს ვერ ვხედავდით, ტყე გვეფარებოდა; to cover one's shame [confusion, annoyance, anxiety, mistake] სირცხვილის [დაბნეულობის, გაღიზიანების, მღელვარების, შეცდომის] დამალვა; to cover (up) one's tracks კვალის დაფარვა (აგრ. გადატ.);
4. : to cover oneself with shame თავის შერცხვენა (
˂შე
˃ირცხვენს), თავის მოჭრა; to cover oneself with glory სახელის განთქმა, დიდების მოხვეჭა;
5. (with) 1) დაფარვა (˂და˃ფარავს); you are covered with dust მტვრით ხარ(თ) დაფარული;
2) გადაკვრა (˂გადა˃აკრავს); გაკვრა; to cover the seat of a chair with leather სკამის საჯდომზე ტყავის გადაკვრა; to cover with wallpaper შპალერის გაკვრა;
6. გავრცელება (˂გა˃ვრცელდება), განფენა; enemy troops covered the whole country მტრის ჯარი მთელ ქვეყანას მოედო; მტრის ჯარმა მთელი ქვეყანა დაიკავა; the floods covered a large area წყალდიდობა დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა; წყალდიდობამ დიდი ტერიტორია მოიცვა; the city covers ten square miles ქალაქი ათ კვადრატულ მილზეა გადაჭიმული;
7. მოცვა (მოიცავს); შეხება; his researches cover a wide field მისი გამოკვლევები ფართო სფეროს მოიცავს;
8. 1) კომერც. დაფარვა (˂და˃ფარავს); to cover one's expenses [losses] ხარჯების [ზარალის] დაფარვა;
2) დაზღვევა (˂და˃აზღვევს);
9. 1) გავლა (გაივლის), დაფარვა (რაიმე მანძილისა); he covered the distance in an hour მან ეს მანძილი ერთ საათში გაიარა / დაფარა;
2) სპორტ. დისტანციის გარბენა (გაირბენს) / დაფარვა;
10. გათვალისწინება (˂გა˃ითვალისწინებს) ითქმის ინსტრუქციების, პუნქტების, ხელშეკრულების მუხლების და ა.შ. შესახებ; the rules cover all cases წესები ყველა შემთხვევას ითვალისწინებს;
11. ამერ. საუბ. პრესისათვის მასალის მიწოდება (˂მი˃აწვდის); the editor gave him the assignment of covering the theatres რედაქტორმა თეატრალური ცხოვრების გაშუქება დაავალა;
12. კვერცხებზე ჯდომა (ზის);
13. დედალ ცხოველთან შეწყვილება (შეწყვილდება) უპირატ. ითქმის ცხენების შესახებ;
▭ to cover in ხვრელის და ა.შ. მიწით ამოვსება (˂ამო˃ავსებს);
to cover over გადაფარება (˂გადა˃აფარებს); to cover over a hole in the roof სახურავის დაზიანებული ადგილის შეკეთება;
to cover up 1) შეხვევა (˂შე˃ახვევს); გახვევა; to cover up a baby ბავშვის გახვევა / შეხვევა;
2) ვისიმე დანაშაულის და მისთ. საგულდაგულოდ დაფარვა (˂და˃ფარავს).