1. 1) კუთხე; in the corner of the room ოთახის კუთხეში; at the corner of the street ქუჩის კუთხეში; round the corner ა) კუთხის იქით, მოსახვევში; ბ) სულ ახლოს, გვერდით; გ) მალე; to turn the corner კუთხეში შეხვევა [იხ. აგრ. ◇]; to cut off a corner გზის მოჭრა, უმოკლესი გზით წასვლა [იხ. აგრ. ◇]; four corners გზაჯვარედინი [შდრ. აგრ. 3]; to watch smb. out of the corner of one's eyes ჩუმად თვალის დევნება;
2) სპეც. კუთხე; corner of dive ავ. პიკირების კუთხე;
2. საიდუმლო ადგილი / კუთხე-კუნჭული; murky corners "ბნელი" ადგილები, საიდუმლო თავშესაფრები; done in a corner ჩუმად / მალულად გაკეთებული; in quiet corner წყნარ / მყუდრო ადგილას;
3. ნაწილი, რაიონი; the four corners of the earth ქვეყნის ოთხი მხარე [შდრ. აგრ. 1 1); იხ. აგრ. four ◇];
4. სპორტ. 1) მოედნის კუთხე;
2) კუთხური (დარტყმა, მიწოდება);
5. კომერც. საქონლის შესყიდვა სპეკულაციური მიზნებით;
◇ tight corner მძიმე / სახიფათო მდგომარეობა; to be round the corner ʘ სამშვიდობოსაა; to turn the corner ა) სამშვიდობოს გასვლა; ბ) გამომჯობინება (ავადმყოფობის შემდეგ და ა.შ.); he has been seriously ill but has turned the corner now მძიმე ავადმყოფი იყო, მაგრამ ახლა გამომჯობინდა; გ) სამხ. სლ. დეზერტირობა [იხ. აგრ. 1 1)]; to drive / to put / smb. into a corner ვინმეს კუთხეში მომწყვდევა / გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენება; to have a corner in smb.'s heart ვისიმე გულის მონადირება; hole and corner transactions ბნელი საქმეები, მაქინაციები; to cut corners საუბ. ა) რისამე უადვილესი გზით, წესების უგულებელყოფით და ა.შ. გაკეთება; ბ) გზის მოჭრა, უმოკლესი გზით წასვლა (აგრ. to cut off a corner) [იხ. აგრ. 1 1)]; გ) უკანონოდ მოქმედება; დ) ჯიქურ მოქმედება.