1. 1) (with, to) შეერთება (˂შე˃აერთებს; ˂შე˃უერთდება); დაკავშირება; to connect the two banks of a river by a bridge მდინარეზე ხიდის გადება; he is connected with a banking firm საბანკო ფირმასთანაა დაკავშირებული; connected to earth ელექტრ. დამიწებული, ჩამიწებული; to connect in parallel [in series] ელექტრ. პარალელურად [თანამიმდევრულად] ჩართვა;
2) შეწყობა (˂შე˃ეწყობა), შეხამება, შეფერება; this sentence does not seem to connect with the context ეს წინადადება არ ეხამება კონტექსტს / ამოვარდნილია კონტექსტიდან;
2. ნათესაობა (ენათესავება), დანათესავება; we are distantly connected შორეული ნათესავები ვართ; he is connected with the Smiths by marriage სმითები მისი მოყვრები არიან; სმითებს ცოლის მხრით ენათესავება;
3. მიზეზობრივად დაკავშირება (˂და˃უკავშირებს); ასოციაციით დაკავშირება; doctors connected crime with insanity ექიმები დანაშაულს სიგიჟეს უკავშირებენ / დანაშაულის მიზეზად შეშლილობას თვლიან;
4. მატარებლების, გემების და მისთ. განრიგის შეთანხმება (
˂შე
˃უთანხმდება)
ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე გადაჯდომის თვალსაზრისით; this train connects with the other at Birmingham ეს მატარებელი ხვდება მეორე მატარებელს ბირმინგემში;
5. სამხ. უშუალო კავშირის დამყარება (˂და˃ამყარებს);
6. მიზანში მოხვედრა (მოხვდება) ითქმის დარტყმის შესახებ;
7. ამერ. სლ. ვინმესთან შეხვედრა (შეხვდება), კავშირის გაბმა (განსაკ. ნარკოტიკების საშოვნელად);
8. ამერ. სლ. რისამე შოვნა (იშოვის), მოპოვება (ბინის გატეხით ქურდობის შედეგად).