1. 1) რწმუნება, რწმუნებულება, უფლებამოსილება; to hold a commission from the government სამთავრობო უფლებამოსილებათა ქონა; to act within one's commission უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედება; to go beyond one's commission უფლებამოსილებათა გადამეტება; in commission უფლებამოსილების მქონე, უფლებამოსილი;
2) დავალება; to carry out a commission successfully დავალების წარმატებით შესრულება;
3) შეკვეთა (განსაკ. მხატვრისათვის მიცემული);
2. კომერც. საკომისიო, საკომისიო გასამრჯელო / ჯილდო; buying [selling] commission საკომისიო გასამრჯელო შესყიდვისათვის [გაყიდვისათვის] (სავაჭრო აგენტისთვის გადასახდელი); to work [to sell] on commission მუშაობა [გაყიდვა] საკომისიო ანაზღაურების საფუძველზე; commission for banking services საბანკო მომსახურების საკომისიო; to charge 5% commission თანხის 5%-ის დაკავება საკომისიო გასამრჯელოს სახით (კომპანიის და ა.შ. მიერ);
3. კომისია, კომიტეტი; commission of conciliation შემთანხმებელი კომისია; commission of inquiry საგამოძიებო კომისია; permanent commission მუდმივი კომისია; interim commission დროებითი კომიტეტი; to appoint / to establish, to constitute / a commission under Mr. Smith კომისიის შექმნა ბ-ნ სმითის თავმჯდომარეობით; to sit on the government commission მთავრობის კომისიის სხდომაში მონაწილეობა;
4. მთავრობის მიერ გაცემული ოფიციალური საბუთი ოფიცრის წოდების მინიჭების თაობაზე;
5. მომრიგებელ მოსამართლედ და ა.შ. დანიშვნა (პატენტის გაცემის გზით); მომრიგებელი მოსამართლისთვის და ა.შ. გაცემული თანამდებობაზე დანიშვნის პატენტი; commission of the peace მომრიგებელ მოსამართლედ დანიშვნა ან დანიშვნის პატენტი; on the commission მომრიგებელ მოსამართლედ და ა.შ. დანიშნული;
6. სამხ. 1) ოფიცრის წოდება; he resigned his commission მან ოფიცრის წოდებაზე უარი თქვა, იგი ოფიცრობიდან გადადგა;
2) ოფიცრის პატენტი (დოკუმენტი, რომლის ძალითაც სამხედრო მოსამსახურეს ოფიცრის წოდება ენიჭება);
7. ჩადენა (დანაშაულისა); commission of murder მკვლელობის ჩადენა;
8. ზღვ. გემის მწყობრში / ექსპლუატაციაში შეყვანა; გემის სანაოსნოდ აღჭურვა; a ship in commission სანაოსნოდ გამზადებული გემი; to come into commission მწყობრში ჩადგომა (გემისა); out of commission გაუმართაობა, უწესივრობა;
⌇ commission fee / charge / კომერც. საკომისიო გადასახადი.