4. (
ხშ. to) 1) მიწვდენა (
˂მი
˃წვდება), მიღწევა; მიხვედრა, გაგება (
რისამე); the forest came to the bank ტყე მდინარის ნაპირამდე აღწევდა; does the railway come right to the town? რკინიგზა მიდის / აღწევს ქალაქამდე? the dress comes to her knees კაბა მუხლებამდე სწვდება; through the open window came the sounds of music ღია ფანჯრიდან მუსიკის ჰანგები ისმოდა / იღვრებოდა; it came to me / to my ears that ... გავიგე, რომ ..., ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ...; it came to me at last that, როგორც იქნა მივხვდი / გავაცნობიერე, რომ ... [
შდრ. აგრ. 6 1)];
2) ʘ უდრის, შეადგენს; his earnings come to £1000 a year მისი შემოსავალი წელიწადში 1000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს;
3) რაიმეთი დასრულება (˂და˃სრულდება); რაიმე შედეგის ქონა; to come to nothing / to naught / უქმად ჩავლა, არარად ქცევა, ნულამდე დაყვანა; his embassy had come to naught მისმა მისიამ უქმად ჩაიარა, მის მისიას წარმატება არ ჰქონია;
4) რისამე მიღწევა (˂მი˃აღწევს); რისამე მიღება (მაგ. გადაწყვეტილებისა და ა.შ.); to come to an understanding შეთანხმება, მორიგება, ურთიერთგაგების მიღწევა; to come to terms (with smb.) შეთანხმება, მორიგება (ვინმესთან); to come to a decision გადაწყვეტილების მიღება; to come to an end დასრულება, დამთავრება; to come to an untimely end უდროოდ გარდაცვალება;
5. 1) დადგომა (˂და˃დგება), მოსვლა; spring came გაზაფხული დადგა, გაზაფხულდა; a crisis is coming კრიზისი ახლოვდება; his turn came მისი ჯერი / რიგი დადგა / მოვიდა; ill luck came to me ბედმა მიმუხთლა; the time will come when ... დადგება დრო, როდესაც ...; success is yet to come წარმატება წინაა;
2) : the time to come მომავალი; the years to come შემდგომი წლები; the life to come მომავალი ცხოვრება; for three months to come მომდევნო სამი თვის განმავლობაში;
3) (when it comes-ის ნაცვლად) : it'll be a year come Monday since he left მომდევნო ორშაბათს ერთი წელი გახდება მისი გამგზავრებიდან;
6. 1) წარმოშობა (წარმოიშობა), აღმოცენება, წარმოქმნა; an idea came into his head აზრი დაებადა; inspiration came to him შთაგონება მოუვიდა; it came to me ა) აზრი დამებადა; ბ) მოვიგონე, გავიხსენე [შდრ. აგრ. 4 1)]; a smile came to her lips ბაგეებზე ღიმილი გამოუკრთა; his colour came and went იგი ხან წითლდებოდა, ხან ფითრდებოდა;
2) ʘ არის; on what page does it come? რომელ გვერდზეა ეს?
7. მოხდომა (˂მო˃ხდება); ʘ შედეგად მოსდევს; this comes from disobedience აი, რა მოსდევს დაუჯერებლობას; how did it come that you quarrelled? როგორ მოხდა, რომ იჩხუბეთ? no harm will come to you შენ არაფერი დაგიშავდება; be ready for whatever comes ყველაფრისათვის მზად იყავი, ყველაფერს უნდა ელოდე;
8. გამოსვლა (გამოვა, გამოუვა); it will come all right in the end საბოლოოდ ყველაფერი მოწესრიგდება; nothing came of the matter ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა; no good will come of it ეს კარგს არაფერს მოიტანს; the butter came very quickly today კარაქი დღეს სწრაფად აიდღვიბა; the dress would not come as she wanted კაბა ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მას უნდოდა;
9. ʘ წარმოშობისაა, წარმომავლობისაა; this word comes from Latin ეს სიტყვა ლათინური წარმოშობისაა; he comes from London იგი წარმოშობით ლონდონიდანაა; ის ლონდონელია; she comes from a well-known family იგი ცნობილი ოჯახიდანაა; იგი ცნობილი ოჯახის შვილია;
10. წილად რგება (ერგება); the house is coming to his son after his death მისი სიკვდილის შემდეგ სახლი მის ვაჟს დარჩება;
11. ამოსვლა (ამოვა), აღმოცენება, გაღივება; the corn comes ხორბალი ამოდის;
12. მოძვ. ʘ ჰგონია, ფიქრობს; he comes the great man თავი დიდი ვინმე / დიდი კაცი ჰგონია;
13. (აგრ. on, now) შორისდ. მნიშვნ. გამოხატავს 1) მოწოდებას, წაქეზებას ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად აბა! მიდი! come on! კარგი რა! დროზე! გაინძერი! მიდი! come out with it, sir! თქვით რაღა, სერ!
2) საყვედურს, პროტესტს რას ამბობ! რას ბრძანებთ! კარგი(თ) ერთი! what? Candy mad too! Oh! Come, come, come როგორ? კენდიც გაგიჟდა? კარგით ერთი!
3) შეგონებას, დამშვიდებას კარგი! კმარა! come, come, you shouldn't speak like that! კარგით, კმარა, ასე ნუ ლაპარაკობთ! come now! be patient! კარგით! ცოტაც მოითმინეთ! მოთმინება იქონიეთ! come, come, don't be so foolish! კმარა, ნუ სულელობ!
14. არსებ. მნიშვნ. : the to come მომავალი;
II ბ
1. to come across smb., smth. ვისიმე, რისამე შემთხვევით ნახვა (ნახავს), წაწყდომა, შეხვედრა; he came across the man in the street ამ კაცს შემთხვევით შეხვდა ქუჩაში; I came across a very interesting book ძალიან საინტერესო წიგნი ჩამივარდა ხელთ;
2. to come across with smth. ამერ. ანგარიშის გასწორება (˂გა˃უსწორებს) / გადახდა; ʘ გაუსწორდა; I'll make him come across with the money მე მას ვაიძულებ ფული დამიბრუნოს; მე მას ფულს მოვაცემინებ;
3. to come after smb., smth. ʘ ეძებს, ეძიებს, ცდილობს მოიხელთოს ვინმე, რაიმე; დასდევს; to come after a situation ადგილის / სამსახურის ძებნა;
4. 1) to come against smb. ვინმეზე თავდასხმა (თავს ˂და˃ესხმის), იერიშის მიტანა; the enemy now came against us in larger numbers ამჯერად მოწინააღმდეგე უფრო დიდი ძალებით გადმოვიდა იერიშზე;
2) to come against smth. რისამე წაწყდომა (˂წა˃აწყდება), შეჩეხება; one does not often come (up) against experience of this nature ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ / ვერ წააწყდები;
5. to come at smb., smth. 1) ვინმეზე, რამეზე თავდასხმა (თავს დაესხმის), მივარდნა, ცემა; the dog came at the boy ძაღლი ბიჭს ეცა; he came at me in fury ის გააფთრებული მომვარდა / მეცა;
2) დაჯახება (˂და˃ეჯახება), შეჯახება; he came at the fence at full speed მთელი სიჩქარით / მთელი ძალით შეეჯახა ღობეს;
3) ამერ. გულისხმობა (გულისხმობს), გადაკვრით / ნართაულად თქმა; what are you coming at? რას გულისხმობთ? რისი თქმა გინდათ?
4) მიგნება (˂მი˃აგნებს), მიკვლევა; to come at the truth სიმართლის გამომჟღავნება / გამოაშკარავება;
5) მიღება (˂მი˃იღებს), მოპოვება, შოვნა; money was very hard to come at ფულის შოვნა მეტისმეტად ჭირდა;
6) ვინმესთან მოხვედრა (˂მო˃ხვდება), შეღწევა; if only I could come at his secretary რომ მომეხერხებინა მისი მდივნის ნახვა;
6. to come into smth. 1) რისამე მემკვიდრეობით მიღება (˂მი˃იღებს); he came into some money [a property, an estate] მემკვიდრეობით მიიღო ცოტაოდენი ფული [უძრავი ქონება, მამული]; he came into an inheritance მემკვიდრეობა მიიღო;
2) თანამდებობის და ა.შ. დაკავება (˂და˃იკავებს); to come into office თანამდებობის დაკავება; ხელისუფლების სათავეში მოქცევა; he came into power ხელისუფლების სათავეში დადგა / მოვიდა;
3) რაიმეში მონაწილეობის მიღება (˂მი˃იღებს); მიერთება, შეერთება, მიმხრობა; to come into a scheme პროექტის შედგენაში მონაწილეობის მიღება; would you like to come into it? ხომ არ შემოგვიერთდებოდით? ხომ არ გნებავთ ამაში მონაწილეობის მიღება?
4) ხმარებაში, გამოყენებაში, ჩვევაში და ა.შ. შე(მო)სვლა (შევა, შემოვა); to come into use ʘ ხმარებაში შემოვიდა / გავრცელდა; to come into disuse ხმარებიდან გასვლა;
5) ძალაში და ა.შ. შესვლა (შევა); to come into effect / force / ძალაში შესვლა; to come into operation ამოქმედება; ძალაში შესვლა; to come into fashion / vogue, wear / მოდაში შემოსვლა;
6) წარმოშობა (წარმოიშობა), წარმოქმნა; to come into being / existence / წარმოქმნა; to come into the world დაბადება; to come into conflict კონფლიქტში შესვლა; ʘ კონფლიქტშია; to come into collision შეჯახება;
7) : to come into notice ყურადღების მიპყრობა (˂მი˃იპყრობს); to come into the public eye საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მოქცევა; he came into prominence სახელი გაითქვა;
8) : to come into flower / bloom / აყვავება (აყვავდება), გაფურჩქნა, გაშლა (აგრ. გადატ.); to come into ear თავთავის დასხმა, თავთავის ამოღება;
7. to come upon smb., smth. 1) ვისიმე, რისამე შემთხვევით ნახვა (ნახავს), წაწყდომა, შემთხვევით შეხვედრა; we came upon them in Paris ჩვენ შემთხვევით შევხვდით მათ პარიზში;
2) ვინმეზე თავდასხმა (თავს ˂და˃ესხმება), იერიშის მიტანა; the enemy came upon us unawares მოწინააღმდეგე მოულოდნელად დაგვესხა თავს;
8. to come upon smb. თავში მოსვლა (მოუვა) აზრისა და ა.შ.; ქონა (წინათგრძნობისა და მისთ.); it came upon me that calamity lay ahead გული ცუდს / უბედურებას მიგრძნობდა; it came upon me that I had seen this man before მომეჩვენა, რომ ეს კაცი ადრე მყავდა ნანახი;
9. to come upon smb. for smth. რისამე თაობაზე ვინმესთვის მოთხოვნის / პრეტენზიის წაყენება (˂წა˃უყენებს); to come upon smb. for £200 damage ʘ მოთხოვნა წაუყენა, გადაეხადათ 200 გირვანქა სტერლინგი მიყენებული ზარალისათვის;
10. to be coming to smb. ამერ. საუბ. ʘ ერგება, ეკუთვნის; a small sum of money was coming to him მას ფულის მცირე თანხა ერგებოდა; you will get what's coming to you ა) მიიღებ იმას, რაც გერგება / რაც გეკუთვნის; ბ) ანგარიშს გაგისწორებ, სამაგიეროს გადაგიხდი;
11. to come to do smth. ამა თუ იმ მოქმედების დაწყება (˂და˃იწყებს); to come to love smb. ვისიმე შეყვარება; later I came to know him better შემდგომში მე იგი უკეთ გავიცანი; to come to pass მოხდომა; how did you come to hear of it? როგორ მოხდა, რომ ეს ამბავი გაიგეთ? როგორ შეიტყვეთ ეს? to come to stay ფესვის გადგმა, ფეხის მოკიდება, დანერგვა; mechanization has come to stay მექანიზაციამ მკვიდრად მოიკიდა ფეხი; this material has come to be used in many branches of industry ამ მასალის გამოყენება მრეწველობის მრავალ დარგში დაიწყეს;
12. to come to a condition ამა თუ იმ მდგომარეობაში ჩადგომა (ჩადგება), აღმოჩენა; to come to a sudden stop უეცრად გაჩერება; to come to a standstill ა) ʘ გაჩერდა; ბ) გადატ. ʘ ჩიხში მოექცა; to come to the fore [იხ. fore I ◇];
13. to come out of a condition ამა თუ იმ მდგომარეობიდან გამოსვლა (გამოვა); he came out of his reverie ფიქრებიდან / ოცნებებიდან გამოერკვა;
III ა
როგორც საერთი ზმნა
1. შედგენილ სახელად შემასმენელში 1) გახდომა (˂გა˃ხდება); she is coming fifteen იგი მეთხუთმეტე წელიწადშია; to come of age ʘ სრულწლოვანი გახდა; to come undone გახსნა, ახსნა; your shoelaces have come undone / untied, loose / ფეხსაცმლის ზონრები გაგეხსნათ; to come true განხორციელება; some day your dream will come true ოდესმე თქვენი ოცნება ახდება; to come unstuck საუბ. ჩაშლა, ჩაფუშვა;
2) ʘ არის; to come natural (to smb.) ʘ დამახასიათებელია, ბუნებრივია; იოლია (ვინმესთვის); to come easy (to smb.) ʘ ეხერხება, ადვილად გამოსდის (ვინმეს); it came as a surprise ეს (ჩემთვის) სრულიად მოულოდნელი იყო; it will come very cheap [expensive] to you ეს ძალზედ ძვირი [იაფი] დაგიჯდებათ;
2. მომდევნო აწმყო დროის მიმღეობასთან ერთად გამოხატავს მიმღეობით აღნიშნულ მოქმედებას: he came riding იგი ცხენით მოვიდა; he came running (up) მოირბინა, სირბილით მოვიდა; the rain came pouring (down) წვიმამ დაუშვა;
▭ to come about 1) მოხდომა (˂მო˃ხდება), შემთხვევა; it came about this way ეს შემდეგნაირად მოხდა;
2) ზღვ. სხვა ჰალსზე მობრუნება (˂მო˃ბრუნდება);
3) მოძვ. მიმართულების შეცვლა (˂შე˃იცვლის) ითქმის ქარის შესახებ;
to come after 1) ʘ მოსდევს, მოჰყვება; after Monday comes Tuesday ორშაბათს სამშაბათი მოსდევს, ორშაბათის შემდეგ სამშაბათი მოდის; after Anne comes George I დედოფალ ანას შემდეგ ჯორჯ I მეფობდა;
2) მემკვიდრეობით მიღება (˂მი˃იღებს); to come after one's father მამის მამულის მემკვიდრეობით მიღება;
to come again 1) დაბრუნება (˂და˃ბრუნდება);
2) საუბ. გამეორება (˂გა˃იმეორებს);
3) საუბ. ლაპარაკის გაგრძელება (˂გა˃აგრძელებს);
to come along 1) ვინმესთან ერთად წასვლა (მიდის); come along! წავედით! I want you to come along (with us) მინდა, რომ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ;
2) ʘ მიდის (რისამე გასწვრივ / გაყოლებით), მიჰყვება, დაუყვება; to come along the street ʘ ქუჩაში მიდის, ქუჩას მიჰყვება;
3) რაიმეზე დათანხმება (˂და˃ეთანხმება);
4) ʘ მიდის (ითქმის საქმეების შესახებ); how are you coming along? როგორ მიდის თქვენი საქმეები?
5) მოხდომა (მოხდება);
6) გამოჩენა (გამოჩნდება); if another customer comes along and offers a better price თუ სხვა მყიდველი გამოჩნდება და უკეთეს ფასს შემოგვთავაზებს;
to come asunder ნაწილებად დაშლა (˂და˃იშლება);
to come away 1) წასვლა (წავა); come away from there – you are in danger წადით მანდედან / გაეცალეთ მანდაურობას, საფრთხეში ხართ; you're too near the stove, come away! ძალიან ახლოს ხართ ღუმელთან, გაიწიეთ!
2) მოტყდომა (მოტყდება), მომტვრევა, მოძრობა; the handle came away in her hand სახელური მოტყდა / მოძვრა და ხელში შერჩა;
3) აღმოცენება (აღმოცენდება), გაზრდა (ითქმის მცენარის შესახებ);
to come at ავსტრალ., ახ.-ზელანდ. საუბ. რაიმეს წამოწყება, ʘ რაიმე საქმეს შეუდგა; I told you before I wouldn't come at that again უკვე გითხარით, რომ ამას ხელახლა არ მოვკიდებ ხელს;
to come back 1) დაბრუნება (˂და˃ბრუნდება); at what time will he come back? როდის დაბრუნდება?
2) გახსენება (˂გა˃ახსენდება), მოგონება; the tune came back to me მე გავიხსენე ეს მელოდია;
3) დაბრუნება (˂და˃უბრუნდება) ადრინდელ / ძველ მდგომარეობას, პროფესიას და ა.შ.; the actress has come back after a two-year absence ორწლიანი შესვენების შემდეგ მსახიობი კვლავ დაუბრუნდა სცენას;
4) საუბ. გონს მოსვლა (მოვა), ცნობიერების დაბრუნება;
5) ამერ. საუბ. შეპასუხება (˂შე˃ეპასუხება); he came back with a witty remark პასუხად გონებამახვილური შენიშვნა შეაგება;
to come before 1) ʘ ყველაზე მნიშვნელოვანია; your health comes before თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია; the commonweal comes before everything საზოგადოებრივი კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია;
2) წარდგომა (წარდგება); when he comes before the court როდესაც იგი სასამართლოს წინაშე წარდგება;
3) ʘ განხილვას ექვემდებარება, განსახილველია; this case comes before a conciliation court ეს საქმე განსჯადია მომრიგებელ სასამართლოში;
to come between ჩარევა (ჩაერევა), ვინმეს შორის / შუა ჩადგომა; theirs was a happy home until her mother came between them ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ მათ შორის სიდედრი არ ჩადგა / მათ საქმეებში სიდედრი არ ჩაერია;
to come by 1) გვერდზე ჩავლა (ჩაუვლის); I will wait here until he comes by აქ დავიცდი, სანამ ის არ ჩამოივლის;
2) მიღება (˂მი˃იღებს), მოპოვება, შოვნა; this book is difficult to come by ამ წიგნის შოვნა ძნელია;
3) მემკვიდრეობით მიღება (˂მი˃იღებს) სახის ნაკვთებისა, ხასიათისა და ა.შ.;
4) ამერ. დიალ. შევლა (შეივლის), გავლა; next time you're over this way, come by შემდეგში, როცა აქეთ მოხვდებით, შემოიარეთ;
to come down 1) ჩამოსვლა (ჩამოვა), დაშვება; ჩამოწოლა; please ask him to come down თუ შეიძლება, სთხოვეთ დაბლა ჩამოვიდეს; the plane came down safely თვითმფრინავი მშვიდობიანად დაჯდა / დაეშვა; the curtain came down ფარდა დაეშვა; the fog has come down ნისლი ჩამოწვა;
2) დაცემა (˂და˃ეცემა), დავარდნა; he came down on his nose ცხვირით დაეცა; how the rain is coming down! რა კოკისპირულად წვიმს!
3) ჩამოფენა (ჩამოეფინება), ჩამოყრა; her hair comes down over her shoulders თმა მხრებზე აყრია;
4) ნგრევა (ინგრევა); წაქცევა; when the tree came down როცა ხე წაიქცა; these houses are coming down soon ამ სახლებს მალე აიღებენ;
5) შემცირება (შემცირდება), დაკლება; დაწევა; prices came down ფასებმა დაიკლო, ფასებმა დაიწია;
6) მოშვება (მოეშვება), დაცემა, საზოგადოებაში მდგომარეობის / ავტორიტეტის დაკარგვა; he had come down to begging მათხოვრობაც იკადრა;
7) ტრადიციით, მემკვიდრეობით და ა.შ. გადასვლა (გადავა); დღემდე მოღწევა; the custom has come down to us ამ ტრადიციამ ჩვენამდე მოაღწია;
8) (to) ʘ დაიყვანება; the whole problem comes down to this მთელი პრობლემა დაიყვანება შემდეგზე;
9) (with) ამერ. საუბ. ავად გახდომა (˂გა˃ხდება); he came down with the grip იგი გრიპით გახდა ავად; 10) საუბ. ფულის ჩუქება (აჩუქებს) / გადახდა, ხელგაშლილობის გამოჩენა;
11) (on, upon) საუბ. ვისიმე გაჯორვა (გაჯორავს), დატუქსვა; he came down on the boy for his carelessness ბიჭი უყურადღებობისათვის დატუქსა;
12) (on, upon) საუბ. უეცრად / მოულოდნელად თავდასხმა (თავს ˂და˃ესხმება); the treacherous enemy came down upon a sleeping village მტერი ვერაგულად დაესხა თავს მძინარე სოფელს;
13) პერიფერიაში ჩა(მო)სვლა (ჩა˂მო˃ვა), ცენტრიდან გარეუბანში წასვლა, უნივერსიტეტიდან შინ მისვლა; he is coming down from Oxford at Easter სააღდგომოდ ოქსფორდიდან ჩამოდის;
14) ავსტრალ., ახ.-ზელანდ., სამხრ.-აფრ. ნაპირების დატბორვა (დატბორავს) მდინარის მიერ;
to come forth გამოსვლა (გამოვა), გამოჩენა; come forth! მოძვ. გამოდით! მომიახლოვდით!
to come forward 1) წინ გამოსვლა (გამოვა) რიგიდან, მწკრივიდან და ა.შ.; volunteers, come forward მოხალისეებო, ნაბიჯი წინ!
2) რაიმე წინადადებით და ა.შ. გამოსვლა (გამოვა); Smith then came forward with his evidence მაშინ სმითი გამოვიდა თავისი ჩვენებით; he came forward as a candidate მან თავისი კანდიდატურა წამოაყენა;
3) დახმარების შეთავაზება (შესთავაზებს); გამოხმაურება; nobody came forward to help me არავინ არ დამეხმარა / მომეშველა;
4) წარმატების მიღწევა (˂მი˃აღწევს), პოპულარობის მოპოვება; მოდაში შემოსვლა;
to come in 1) შემოსვლა (შემოვა); come in! შემოდით! ask him to come in სთხოვეთ შემოვიდეს;
2) ჩამოსვლა (ჩამოვა), მოსვლა; what time does the train come in? როდის ჩამოდის მატარებელი? the mail comes in at eight ფოსტა რვა საათზე მოდის;
3) სპორტ. ფინიშთან მისვლა (მივა); to come in a close second მეორე ადგილის აღება / მოპოვება;
4) მოდაში შემოსვლა (შემოვა); lawn tennis was then just coming in ჩოგბურთი მაშინ სწორედ მოდაში შემოდიოდა; this fashion is coming in again ამგვარი ტანსაცმელი ისევ შემოდის მოდაში;
5) კომპანიონად გახდომა (˂გა˃ხდება) რაიმე საქმეში;
6) თანამდებობის დაკავება (˂და˃იკავებს); ხელისუფლების სათავეში მოქცევა; the government came in with a big majority მთავრობა ხელისუფლების სათავეში მოვიდა ხმების დიდი უმრავლესობით;
7) ʘ დაკავშირებულია (რაიმესთან); where do I come in? მე რა შუაში ვარ? ეს რა ჩემი საქმეა?
8) (between) ჩარევა (˂ჩა˃ერევა) ვინმეს ურთიერთობაში; she is always trying ro come in between us იგი ყოველთვის ცდილობს ჩვენ შორის ჩადგეს / ურთიერთობა გაგვიფუჭოს;
9) დამწიფება (˂და˃მწიფდება), შემოსვლა; these apples don't come in till August ეს ვაშლები აგვისტომდე არ მწიფდება; 10) ამერ. ა) კვიცის, ხბოს და მისთ. მოგება (მოიგებს); ბ) მძუვნობის / ხურაობის პერიოდში ყოფნა (არის);
11) (for) რაიმეს წილად რგება (ერგება); the eldest son came in for everything ყველაფერი უფროს ვაჟს ერგო წილად;
12) (upon, on) იშვ. აზრის დაბადება (დაებადება); რისამე აკვიატება; an idea came in upon his mind აზრი დაებადა;
13) იშვ. დათანხმება (˂და˃ეთანხმება), დათმობა;
to come off 1) ჩამოსვლა (ჩამოვა), ჩამოძრომა; he came off the train მატარებლიდან ჩამოვიდა; come off the grass! ნუ დადიხარ(თ) ბალახზე! ნუ დადიხარ(თ) გაზონზე! [იხ. აგრ. ◇];
2) მოწყდომა (მო˂ს˃წყდება), მოგლეჯა, მოძრობა (ითქმის ღილის და ა.შ. შესახებ); the handle came off სახელური მოტყდა / მოძვრა;
3) ამოსვლა (ამოვა), მოშორება, მოცილება (ითქმის ლაქის შესახებ);
4) დაცვენა (დასცვივდება) ითქმის თმის, კბილების და ა.შ. შესახებ;
5) გამოსვლა (გამოვა); the experiment did not come off ექსპერიმენტი / ცდა არ გამოვიდა;
6) შედგომა (შედგება); the bargain didn't come off ეს გარიგება არ შედგა; the marriage came off after all ქორწინება როგორც იქნა შედგა;
7) : to come off victorious გამარჯვება (გაიმარჯვებს); to come off with honour ღირსეულად გამოსვლა (რაიმე მდგომარეობიდან); he came off cheap საუბ. იოლად გადა(უ)რჩა; to come off clear თავის დაძვრენა;
to come on 1) დადგომა (დადგება), მოსვლა, მოახლოება, დაწყება; night was coming on ღამდებოდა; a terrible storm came on საშინელი ქარიშხალი ამოვარდა; it suddenly came on to rain უეცრად გაწვიმდა; he felt a bad cold coming on იგრძნო, რომ საშინლად გაცივდა;
2) შეჩეხება (˂შე˃ეჩეხება), წაწყდომა; we shall come on it sooner or later ადრე თუ გვიან შევეჩეხებით ამას;
3) წამოჭრა (წამოიჭრება) ითქმის საკითხის შესახებ; when his question came on როდესაც მასზე ჩამოვარდა საუბარი;
4) მოსმენა (˂მო˃ისმინება) სასამართლოში; my case comes on before the judge tomorrow ჩემს საქმეს ხვალ მოისმენენ / განიხილავენ სასამართლოში;
5) წინ წაწევა (წაიწევს), წარმატების მოპოვება / ქონა; he is coming on well in his studies წარმატებები აქვს / წინ მიიწევს სწავლაში;
6) საუბ. დამწიფება (˂და˃მწიფდება), შემოსვლა; the crops are coming on nicely მოსავალი სიმწიფეში შედის;
7) პირველად გამოჩენა (გამოჩნდება), გამოსვლა, დებიუტირება (სცენაზე, ტელეეკრანზე, რადიოში);
8) სლ. შთაბეჭდილების მოხდენა (˂მო˃ახდენს) აგრ. to come on strong; he comes on gruff and laconic კუშტი და სიტყვაძუნწი ყოფილა;
to come out 1) გამოსვლა (გამოვა); to come out of the house სახლიდან გამოსვლა; to come out action ა) სამხ. ბრძოლიდან გამოსვლა; ბ) გადატ. მწყობრიდან გამოსვლა; he came out of his shell ხატოვნ. იგი გაიხსნა, თავისი თავი დაგვანახა;
2) ამოსვლა (ამოვა), გამოჩენა; გაშლა; გამოყრა; the moon has come out მთვარე ამოვიდა; the rose is coming out ვარდი იშლება; the rash has come out კანზე გამონაყარი გაჩნდა; the outlines of dark roofs came out sharper than before სახურავების მუქი კონტურები უფრო მეტად გამოიკვეთა;
3) გამოსვლა (გამოვა) ითქმის წიგნის და ა.შ. შესახებ; the book came out in June ეს წიგნი ივნისში გამოვიდა;
4) გამომჟღავნება (გამომჟღავნდება), გამოაშკარავება; his secret came out მისი საიდუმლოება გამოაშკარავდა;
5) საზოგადოებაში გასვლა (გავა); სამეფო კარზე გამოჩენა; she is coming out this season წელს იგი პირველად გამოდის საზოგადოებაში;
6) გამოსვლა (გამოვა) აგრ. ითქმის ფოტოსურათის შესახებ; her sums would never come out right ამოცანები სწორად არასდროს გამოსდიოდა / სწორად ვერასოდეს გამოჰყავდა; the crossword puzzle came out easily კროსვორდი ადვილად ამოიხსნა / გამოვიდა; he always comes out well ფოტოსურათზე ის ყოველთვის კარგად გამოდის, ფოტოგენურია;
7) დაცვენა (და˂ს˃ცვივდება) ითქმის თმის, კბილების და ა.შ. შესახებ; my tooth is aching, the stopping has come out კბილი მტკივა, ბჟენი / პლომბი ამომივარდა;
8) ამოსვლა (ამოვა), მოცილება, გაქრობა (ლაქისა და მისთ.); I've washed this shirt twice and the ink still hasn't come out ორჯერ გავრეცხე ეს პერანგი, მელნის ლაქა კი მაინც არ ამოვიდა;
9) (ხშ. with) გამოსვლა (გამოვა) რაიმე წინადადებით, განცხადებით, მტკიცებით და ა.შ.; he came out with the whole story იგი ყველაფერს მოყვა; he came out with a joke იხუმრა; to come out in support მხარდამჭერი სიტყვით გამოსვლა; 10) : to come out (on strike) გაფიცვა (გაიფიცება);
11) (of) ʘ გამომდინარეობს, შედეგია, მოჰყვება; no good will come out of it ამას კარგი არაფერი მოჰყვება; ეს კარგს არ გვიქადის;
12) გამომჟღავნება (გამოამჟღავნებს), ʘ აღარ მალავს (განსაკ. ჰომოსექსუალობას); ისეთი რამის აშკარად კეთება, რაც საზოგადოებრივ მორალს ეწინააღმდეგება;
to come over 1) დაუფლება (˂და˃ეუფლება), შეპყრობა; sadness came over his spirit სევდამ შეიპყრო, დანაღვლიანდა; a fit of dizziness came over her თავბრუ დაეხვა; whatever has come over you to speak like that? რა დაგემართათ, ასე რა გალაპარაკებთ?
2) საუბ. ვისიმე ჯობნა (სჯობნის), დაჯაბნა; მოტყუება; you are not going to come over me in this manner ასეთნაირად ჩემთან ვერაფერი გაგივათ;
3) (to) ვინმეს მხარეზე გადასვლა (გადავა), მიმხრობა; to come over to smb.'s opinion ვისიმე აზრის გაზიარება;
4) შე(მო)ვლა (შე˂მო˃ივლის), გა(მო)ვლა; come over any time, we're always in როცა გინდა გამოიარე, ყოველთვის შინ ვართ;
5) გახდომა (˂გა˃ხდება); she came over all queer ძალიან უცნაური გახდა; the sky came over dark ცა მოიქუფრა; I came over ill, so I had to lie down ავად გავხდი და ჩაწოლა მომიხდა;
to come round 1) გარს შემოვლა (˂შემო˃უვლის), მოვლა (მოუვლის); I had to come round by the village შორი გზით შემოვლა და სოფლის გავლა მომიხდა;
2) შე(მო)ვლა (შე˂მო˃ივლის), გა(მო)ვლა; she came round last night გუშინ საღამოს შემოიარა;
3) საუბ. გონს მოსვლა (მოვა), ცნობიერების დაბრუნება (გულის წასვლის შემდეგ); გამომჯობინება, გამოკეთება (ავადმყოფობის შემდეგ);
4) მიმართულების შეცვლა (˂შე˃იცვლის); the wind came round at dawn განთიადისას ქარმა მიმართულება იცვალა;
5) (to) აზრის ან შეხედულების შეცვლა (˂შე˃იცვლის); sooner or later he'll come round to our point of view ადრე თუ გვიან ის ჩვენს თვალსაზრისზე გადმოვა;
6) უკეთესობისაკენ შეცვლა (˂შე˃იცვლება), გამოსწორება; I had confident expectations that things would come round დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა; leave him alone and he'll come round აცალეთ და დაწყნარდება;
7) (to) დაბრუნება (˂და˃უბრუნდება) საუბრის თემას და ა.შ.;
8) საუბ. მოტყუება (˂მო˃ატყუებს), გაცურება; მოთაფვლა; he is certain to come round his uncle იგი უეჭველად გააცურებს ბიძამისს;
to come through 1) შეღწევა (˂შე˃აღწევს), ʘ ატანს რაიმეში; the rain has come through his clothes წვიმაში ერთიანად გაილუმპა; no chink of light came through the closed shutters დახურული დარაბებიდან სინათლის სხივიც არ ატანდა;
2) გადატანა (გადაიტანს), ატანა, გამოვლა; to come through an illness ავადმყოფობის გადატანა; she has come through the anaesthetic remarkably well მან მშვენივრად აიტანა ანესთეზია; to come through trials ʘ მრავალ განსაცდელს გაუძლო; he had come through the war ომს გადაურჩა;
3) ამერ. რაიმესთვის თავის გართმევა (˂გა˃ართმევს); მიზნის მიღწევა; I am sure he'll come through დარწმუნებული ვარ, თავისას გაიტანს; to come through to the final ფინალში გასვლა;
4) ამერ. საუბ. : they are sure to come through with the money ისინი აუცილებლად გადაიხდიან საჭირო თანხას;
5) ამერ. დანაშაულის აღიარება (აღიარებს); he won't come through ის დანაშაულს არ აღიარებს;
to come to 1) გონს მოსვლა (მოვა), ცნობიერების დაბრუნება (აგრ. to come to oneself); it was many hours before he came to დიდი ხნის შემდეგ მოვიდა გონს;
2) ღუზის ჩაშვება (˂ჩა˃უშვებს);
3) : when it comes to politics I know nothing როდესაც საქმე პოლიტიკას ეხება, აღარაფერი მესმის;
4) გახსენება (˂გა˃ახსენდება); suddenly the words of the song came to me უცებ სიმღერის სიტყვები გამახსენდა;
5) რგება (ერგება); the house came to me on my father's death სახლი მამაჩემის სიკვდილის შემდეგ მივიღე;
to come together 1) შეკრება (˂შე˃იკრიბებიან); გაერთიანება; the ellections compelled the parties to come together არჩევნებმა აიძულა პარტიები გაერთიანებულიყვნენ;
2) დაახლოება (დაუახლოვდება), სიახლოვის დამყარება (ითქმის ქალის და მამაკაცის შესახებ);
to come under 1) ʘ შეესატყვისება (რუბრიკას, კლასიფიკაციას და მისთ.); it comes under another section ეს სხვა განყოფილებაში შედის;
2) : to come under smb.'s influence ვისიმე გავლენის ქვეშ მოქცევა; to come under smb.'s notice ვისიმე ყურადღების მიპყრობა; it comes under the penalty of the law ეს კანონით ისჯება;
to come up 1) ასვლა (ავა), ამოსვლა; I saw him coming up the hill დავინახე, როგორ ადიოდა მთაზე; the curtain came up ფარდა აიწია;
2) მისვლა (მივა), მიახლოება; a man came up to us ვიღაც კაცი მოგვიახლოვდა;
3) ამოსვლა (ამოვა), ზედაპირზე გამოჩენა; the diver came up at last მყვინთავი როგორც იქნა, გამოჩნდა ზედაპირზე; to come up on the horizon ჰორიზონტზე ამოსვლა;
4) გაღივება (˂გა˃ღივდება), ამოსვლა (მცენარისა);
5) გაზრდა (˂გა˃იზრდება), ამაღლება; prices came up ფასები ავარდა / გაიზარდა;
6) (to) მიღწევა (˂მი˃აღწევს); the price will come up to £500 ფასი 500 გირვანქა სტერლინგს მიაღწევს / 500 გირვანქა სტერლინგამდე ავა; the water came up to my knees წყალი მუხლამდე მომწვდა;
7) (to) შესაბამობა (შეესაბამება), გატოლება, შედარება; his talents do not come up to yours იგი ნიჭით თქვენთან ვერ მოვა / ვერ შეგედრებათ; the goods do not come up to sample საქონელი ნიმუშს არ შეესატყვისება; to come up to the mark ა) ʘ სათანადო დონეზეა; ბ) გადატ. ʘ მოწოდების სიმაღლეზეა; ამართლებს თავის დანიშნულებას;
8) მოხდომა (მოხდება); წამოჭრა; this question has never yet come up ეს საკითხი ჯერ არ წამოჭრილა; something has come up რაღაც მოხდა;
9) (with) დაწევა (˂და˃ეწევა), მიწევა; let's go slowly so that others may come up with us ნელა წავიდეთ, რათა სხვები დაგვეწიონ; 10) იურ. სასამართლოს წინაშე წარდგომა (წარდგება) განაჩენის მოლოდინში;
11) დიალ. ≅ აჩუ! (მიმართვა ცხენებისადმი);
12) დედაქალაქში ჩამოსვლა (ჩამოვა), უნივერსიტეტში მისვლა; გარეუბნიდან ქალაქში ან პერიფერიიდან ცენტრში ჩამოსვლა; they came up to London a week ago ისინი ერთი კვირის წინ ჩამოვიდნენ ლონდონში; to come up (to the university) სწავლის დაწყება (ოქსფორდში, კემბრიჯში და ა.შ.);
to come within ʘ შედის (ვისიმე კომპეტენციაში / მოვალეობაში); to come within the terms of reference ʘ კომპეტენციაში / გამგებლობაში შედის; to doesn't come within my duties [my jurisdiction] ეს ჩემს მოვალეობაში [კომპეტენციაში] არ შედის;
◇ to come in handy / useful / გამოდგომა; to come home ა) მიზანში მოხვედრა; ბ) წყენინება [იხ. აგრ. I 1 1)]; to come home to smb. ა) ვინმეს შეგნებამდე მიღწევა; ბ) ვინმესთვის გულის აჩუყება; come home to roost ≅ მასვე დაუბრუნდა, მასვე შემოუბრუნდა; სხვისთვის გათხრილ ორმოში თავად ჩავარდა; to come to good კარგი შედეგის გამოღება; to come to no good ცუდად დამთავრება; to come up smiling გაჭირვების მედგრად ატანა; to come off with flying colours იხ. colours ◇; to come off second best დამარცხება, წაგება; to come off a loser ʘ წაგებული აღმოჩნდა; to come out on top ა) სპორტ. ასპარეზობაში / შეჯიბრებაში გამარჯვება; ბ) ʘ ბედი სწყალობს; to come to grief ა) წაქცევა, დაშავება; ბ) გასაჭირში ჩავარდნა; გაკოტრება; to come to a handsome / pretty / pass ხათაბალაში გაბმა; to come short of smth. ა) ʘ დააკლდა, გაუთავდა, შემოაკლდა (რაიმე); ბ) ʘ არ ყოფნის; her money came short of her expenditure მისი ფული ხარჯებს არ სწვდებოდა; გ) ʘ არ შეესატყვისება; მოლოდინი / იმედები ვერ გაამართლა; this comes short of accepted standards ეს არ შეესატყვისება / ბევრად ჩამორჩება მიღებულ ნორმებს; to come to head ა) მომწიფება, თავის გაკეთება (ითქმის ჩირქოვანი მუწუკის შესახებ); ბ) მომწიფება, სრული განვითარების მიღწევა; to come to life გონს მოსვლა, ცნობიერების დაბრუნება (გულის წასვლის შემდეგ); to come to one's senses ა) გონს მოსვლა, ცნობიერების დაბრუნება (გულის წასვლის შემდეგ); ბ) დაჭკვიანება, ჭკუაში ჩავარდნა; to come to light გამომჟღავნება, გამოაშკარავება; to come in(to) sight / into view / გამოჩენა; to come into one's own ა) ჯეროვანი მდგომარეობის დაკავება; ბ) აღიარების მოპოვება; to come in view (of) ა) დანახვა; ბ) ʘ დაინახავენ; to come to blows მუშტი-კრივზე / ხელჩართულ ბრძოლაზე გადასვლა; to come to the point ა) საქმის არსზე ლაპარაკი; ბ) ნაბულის გაკეთება (ითქმის ძაღლის შესახებ); to come down to bedrock / brass tacks / საქმის არსის ჩაწვდომა; to come into play ა) ამოქმედება; ბ) ʘ სასარგებლოა, გამოსადეგია; to come (out) into / in / the open ა) საკუთარი აზრის გამხელა, ღიად / გულწრფელად ლაპარაკი; ʘ საკუთარ გეგმებს არ მალავს, გულახდილია; ბ) გამომჟღავნება; ʘ ცხადი გახდა; to come clean ამერ. ა) სიმართლის თქმა, გულწრფელად აღიარება / გამოტყდომა; ბ) კურსის წარმატებით დამთავრება; to come to pieces ა) ნამსხვრევებად ქცევა; ბ) ჯანის გატეხა, საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება; გ) მწყობრიდან გამოსვლა; დაღუპვა; to come to heel ა) ʘ ვინმეს კვალში უდგას, ფეხდაფეხ მისდევს (ითქმის ძაღლის შესახებ); ბ) დამორჩილება, ≅ კუდში მისდევს; to come out / through / with clean hands ʘ სუფთად გამოვიდა; უდანაშაულო აღმოჩნდა; to come it strong სლ. ა) მეტისმეტად გაზვიადება; ბ) ʘ მეტისმეტი ქნა, შორს შეტოპა; that is coming it a little too strong ეს უკვე მეტისმეტია! to come out strong ა) საქვეყნოდ გატანა, თავის გამოჩენის მიზნით რისამე კეთება; ბ) დიდი შთაბეჭდილების მოხდენა; გ) ფულის ფლანგვა / ფანტვა, ხელგაშლილად ცხოვრება; to come the old soldier over smb. ა) ვისიმე დამოძღვრა / დარიგება, ვინმეზე უფროსობა; ბ) ვისიმე გაცურება / მოტყუება; come quick! რად. სიგნალი "ყველას!"; come one's way / ამერ. ways / წილად ხვდომა (განსაკ. ითქმის რაიმე სასიამოვნოს / სასურველის შესახებ); to come to hand ა) მოსვლა (განსაკ. წერილისა); ბ) გამოჩენა; new evidence came to hand გამოჩნდა ახალი დამამტკიცებელი საბუთი; to come to bat ამერ. დიდი სირთულის ან გამოცდის წინაშე აღმოჩენა; to come out flat-footed (for) ამერ. ვისიმე ან რისამე თავგამოდებით მხარდაჭერა; to come (up) to scratch მოქმედებისათვის / ბრძოლისათვის მზად ყოფნა [იხ. აგრ. I 3]; to come to / under / the hammer ʘ აუქციონზე გაიყიდა; oh, come off it! ამერ. ვულგ. მოკეტე! მორჩი! გეყოფა! come off your perch / your high horse /! ნუ ყოყოჩობ! ნუ დიდგულობ! ცხვირს ნუ იბზეკ! come off the grass! ა) სხვის საქმეში ნუ ერევი(თ)! [იხ. აგრ. to come off 1)]; ბ) იხ. grass I ◇; you have come to the wrong shop მისამართი შეგშალა(თ); come out of that! ნუ ყოფ ცხვირს! how come? რატომ? ეს რანაირად? to come a long way წარმატების მიღწევა [შდრ. აგრ. I 1 2)]; to come from Missouri ამერ. ≅ მხოლოდ საკუთარ თვალებს უჯერებს, თვითონ თუ არ ნახა არ დაიჯერებს; light come light go ≅ ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო; to come back as wise as one went ≅ ხახამშრალი / პირში ჩალაგამოვლებული დაბრუნდა; to come away none the wiser ≅ ვერაფერს მიაღწია, ხახამშრალი / პირში ჩალაგამოვლებული წავიდა; everything comes to him who waits ≅ ვინც მოითმენსო, ის მოიგებსო; აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამიაო; it's come day, go day with him მისთვის ყველაფერი სულ ერთია; დღევანდელი დღით ცხოვრობს; after dinner comes the reckoning ვინც ჭამსო, ის ზღავსო; ≅ თევზის დაჭერა თუ გინდა, ფეხიც უნდა დაისველოო.