1. 1) ახლო, ახლოს მდებარე; the house is close to the station სახლი სადგურთან ახლოსაა; close proximity უშუალო სიახლოვე; close combat სამხ. ა) ახლო ბრძოლა; ბ) ხელჩართული ბრძოლა [იხ. აგრ. 8 1)]; close reconnaissance სამხ. ახლო მიდამოთა დაზვერვა; close support [defence] უშუალო მხარდაჭერა [დაცვა];
2) გულითადი, ახლობელი; ინტიმური; he is a close friend of mine ჩემი ახლო მეგობარია;
3) მჭიდრო, ახლო; close contact [alliance] მჭიდრო კონტაქტი [კავშირი]; there is a close resemblance between them მათ შორის დიდი მსგავსებაა; close cooperation მჭიდრო თანამშრომლობა;
2. 1) კომპაქტური, მჭიდრო; close texture მჭიდროდ ნაქსოვი ქსოვილი; close thicket ტევრი, გაუვალი / უღრანი ტყე; close working სივიწროვეში მუშაობა; close formation სამხ. მიჯრილი მწყობრი; close march სამხ. მიჯრილი მწყობრით სიარული; close finish ფინიშთან ჯგუფური მისვლა (ველოსპორტი); close planting მჭიდრო თესვა, ახლოს დარგვა (მცენარეებისა);
2) კარგად მორგებული, მჭიდრო; close lid კარგად მორგებული სახურავი; close bonnet თავზე მჭიდროდ მორგებული ქუდი;
3) ტანზე მომდგარი / შემოტმასნილი (ითქმის ტანსაცმლის შესახებ);
3. 1) მოკლე და შინაარსიანი, ლაკონიური (აგრ. ითქმის სტილის შესახებ); close statement ლაკონიური განცხადება;
2) წვრილი, მიჯრილი (ითქმის ხელწერის და მისთ. შესახებ); close print მიჯრილი ასოებით ნაბეჭდი;
4. დახშული, დახუთული; close air მძიმე / დახუთული ჰაერი; close day დახუთული დღე; close room ჰაერდახშული ოთახი;
5. 1) გულმოდგინე, გულდასმითი, საგულდაგულო; close investigation საგულდაგულო გამოძიება; close analysis დაწვრილებითი / გამოწვლილვითი ანალიზი; close attention დაძაბული ყურადღება; close check ტექ. მკაცრი კონტროლი;
2) ზუსტი; close translation ზუსტი თარგმანი;
6. ძირზე მოჭრილი, დაბალზე მოჭრილი; close mowing დაბალზე მოჭრილი (ბალახი, ყანა და ა.შ.); he had a close shave სუფთად იყო გაპარსული [შდრ. აგრ. ◇];
7. ძუნწი, ხელმოჭერილი; he is close with his money ძუნწია, კაპიკს ვერ გააგდებინებ;
8. 1) თითქმის თანაბარი (ითქმის შესაძლებლობების და მისთ. შესახებ); close combat ა) შეჯიბრება, რომელშიც ძალები თითქმის თანაბარია; ღირსეულ მოწინააღმდეგეთა შეჯიბრება; ბ) შეუპოვარი ბრძოლა არჩევნებში [იხ. აგრ. 1 1)];
2) საუბ. ძნელად მოსაპოვებელი, ძნელად საშოვნი; money is close ფულის შოვნა ძნელია;
9. მოძვ. მკაცრი, პირქუში; close mourning ძაძა, შავები; მკაცრი სამგლოვიარო ტანსაცმელი;
◇ close shot კინ. წინა პლანი; close vote კანდიდატის "სასარგებლოდ" და "წინააღმდეგ" ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა (არჩევნებში); close district ამერ. საარჩევნო ოლქი, სადაც გამარჯვება მოპოვებულია უმნიშვნელო უპირატესობით; a close shave / thing ამერ. call / სახიფათო მდგომარეობა; ≅ ბეწვზე კიდია [შდრ. აგრ. 6].