![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. დახურვა (˂და˃ხურავს; ˂და˃იხურება); to close a door [shutters, one's mouth, drawer] კარის [დარაბების, პირის, უჯრის] დახურვა [შდრ. აგრ. ◇]; to close a hole ნახვრეტის ამოვსება / ამოგლესა; to close a gap ხარვეზის / სიცარიელის შევსება; the window won't close ფანჯარა არ იხურება; many flowers close at night ღამით ბევრი ყვავილი პირს იკრავს / იხურება; the shops close at six მაღაზიები ექვს საათზე იკეტება; the wound closed ჭრილობამ პირი შეიკრა, ჭრილობა მოშუშდა; 2. შეერთება (˂შე˃აერთებს; ˂შე˃ერთდება); his arms closed tightly round her მკლავები შემოაჭდო (ქალს); 3. ელექტრ. შერთვა (˂შე˃რთავს), შეკვრა (წრედისა); ▭ to close down 1) დაკეტვა (˂და˃კეტავს), მუშაობის შეწყვეტა; the schools are closed down by the influenza epidemic სკოლები გრიპის ეპიდემიის გამო დახურეს; 2) დახურვა (˂და˃ხურავს; ˂და˃იხურება); ლიკვიდაციის მოხდენა (საწარმოსი); to close down a factory ფაბრიკის დახურვა; the theatre closes down თეატრი იხურება / წყვეტს არსებობას; 3) რეპრესიების ჩატარება (˂ჩა˃ატარებს); ჩახშობა; to close up 1) დალუქვა (დალუქავს) წერილისა; 2) პირის შეკვრა (˂შე˃იკრავს), მოშუშება (ითქმის ჭრილობის შესახებ); 3) თავის მჭიდროდ დახურვა (˂და˃ახურავს), დაგმანვა; 4) ჩაკეტვა (ჩაკეტავს); გამოკეტვა; დალუქვა; the house has been closed up for several years უკვე რამდენიმე წელია სახლი გამოკეტილია; ◇ to close the door to / upon / smth. რაიმე საქმისათვის ხელის შეშლა / დაბრკოლებათა შექმნა; გზის გადაკეტვა [შდრ. აგრ. 1]; to close one's eyes to რაიმეზე თვალის დახუჭვა; to close one's parent's eyes მშობლისათვის თვალის დახუჭვა, მშობელთან ყოფნა მისი სიკვდილის წუთებში; to close smb.'s eye ვინმესთვის თვალის დაშავება / დალურჯება; to close one's ear (to) წაყრუება, რისამე უგულებელყოფა, ვისიმე თხოვნის, გასაჭირის და ა.შ. ყურად არღება; to close one's mouth ენისათვის კბილის დაჭერა, პირში წყლის ჩაგუბება, გატვრენა [შდრ. აგრ. 1]; to close one's purse (to) ვინმესთვის ფულის მიცემაზე უარის თქმა. |
||||
![]() |
![]() |
|||
| close¹ II | close² I |