ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

charm¹ II verb
[tʃɑ:m]
ბეჭდვა

1. მოხიბვლა (˂მო˃ხიბლავს), მოჯადოება; I am charmed with your children მოხიბლული ვარ თქვენი ბავშვებით; she charmed everybody მან ყველა მოხიბლა / მოაჯადოვა;

2. 1) მოჯადოება (˂მო˃აჯადოებს); the witch charmed the princess and she felt asleep ჯადოქარმა მოაჯადოვა პრინცესა და მას დაეძინა;

2) ავადმყოფობის, დაღუპვის გამოლოცვა (გამოულოცავს); შელოცვა; a charmed life უვნებლობა, მოუწყვლელობა (ისრისგან, მახვილისგან და ა.შ.);

3) მოშინაურება (იშინაურებს); მიჩვევა (გველისა);

3. 1) გაფანტვა (˂გა˃უფანტავს); გაქარვება; only his daughter had the power of charming this black brooding from his mind მხოლოდ ქალიშვილს შესწევდა ძალა, გაეფანტა მისი შავი ფიქრები; she charmed his grief ნაღველი, სევდა გაუქარვა;

2) დამშვიდება (ამშვიდებს), დაცხრომა; she charmed his rage with calm answers მისი რისხვა მშვიდი პასუხებით დააცხრო;

to charm away 1) გაქარვება (˂გა˃უქარვებს), გაფანტვა (თითქოსდა ჯადოსნობით); she charmed away his sorrow დარდი, ნაღველი გაუქარვა;

2) მყისვე გაყუჩება (˂გა˃უყუჩებს) ტკივილისა (ითქმის წამლის შესახებ);

to charm out დატყუება (დასტყუებს), თქმევინება (ეშმაკობით, პირფერობით);

charmed ძალიან სასიამოვნოა, ფრიად მოხარული ვარ; I'll be charmed to meet your family ფრიად მოხარული ვიქნები თქვენი ოჯახის გაცნობით.

charm¹ I charm²

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0226