1. ტვირთი; ჩატვირთვა; charge of surety სპეც. დასაშვები დატვირთვა; additional charge სპეც. დამატებითი დატვირთვა; reactivity charge სპეც. რეაქტიულობის მარაგი;
2. სპეც. 1) მუხტი; fast-moving charge ფიზ. სწრაფად მოძრავი დამუხტული ნაწილაკი; negative [positive] ელექტრ. უარყოფითი [დადებითი] მუხტი;
2) დამუხტულობა (ბატარეისა, აკუმულატორისა);
3) დამუხტვა, დატენა (ბატარეისა, აკუმულატორისა); to put smth. on charge რაიმეს დასატენად ჩართვა / შეერთება;
3. ზრუნვა, მზრუნველობა, ზედამხედველობა; დაცვა, შენახვა; to be in charge of ა) ვინმეზე ზრუნვა; რაიმეს შენახვა, დაცვა; I leave you in charge of him მე მას თქვენს ანაბარა ვტოვებ; ბ) ვინმეს მზრუნველობის / მფარველობის ქვეშ ყოფნა; children left in charge of a nurse ძიძისთვის ჩაბარებული ბავშვები; I leave this in your charge ამას თქვენ გაბარებთ; to be in charge პატიმრობაში ყოფნა [შდრ. აგრ. 5]; to take in charge დაპატიმრება, პატიმრობაში აყვანა; to give smb. in charge ვისიმე გადაცემა პოლიციისათვის; to give smb. charge over smth. ა) ვინმესთვის რაიმეს მინდობა, დავალება; ბ) ვინმესთვის სრული უფლებამოსილების მიცემა რაიმე საქმეში;
4. 1) პირი, რომელიც ვინმეს მზრუნველობის ქვეშ არის; სამეურვეო; აღსაზრდელი; her little charges მისი პატარა აღსაზრდელები; he became a public charge საზოგადოებამ იკისრა მასზე ზრუნვა;
2) ეკლ. სამწყსო, მრევლი;
3) საუბ. დაპატიმრებული, პატიმარი;
5. მოვალეობანი; პასუხისმგებლობა; ხელმძღვანელობა; to be in charge ა) (of) მართვა, ხელმძღვანელობა (რაიმესი); I am in charge of this office მე ვხელმძღვანელობ ამ დაწესებულებას; he is in sole charge of the matter იგი ამ საქმეზე ერთპიროვნულად აგებს პასუხს, იგი ერთპიროვნული პასუხისმგებელია ამ საქმეზე; ბ) უფროსობა (ჯგუფისა და ა.შ.), სათავეში დგომა; who is in charge here? საუბ. ვინ არის აქ უფროსი? ვის მივმართო? გ) მორიგეობა (სადმე); officer in charge მორიგე ოფიცერი; დ) ვინმეს გამგებლობაში ყოფნა [შდრ. აგრ. 3]; this office is in my charge ეს დაწესებულება მე მექვემდებარება / ჩემს გამგებლობაშია; to put in charge უფროსად დანიშვნა; to have over-all charge საერთო ხელმძღვანელობის გაწევა;
6. 1) დავალება; მოთხოვნა; ბრძანება; მითითება;
2) იურ. ნაფიც მსაჯულთა დარიგება სასამართლოს თავმჯდომარის მიერ;
3) ეკლ. ეპისკოპოსის ეპისტოლე (მრევლისადმი);
7. იურ. ბრალდება; to lay smth. to smb.'s charge ვისიმე დადანაშაულება რაიმეში; ვინმესთვის რაიმეში ბრალის დადება; to bring / to press, to proffer / a charge / charges / against smb. ვინმესთვის დანაშაულში ბრალის დადება; ვინმეს დადანაშაულება; to meet the charge ბრალდების უარყოფა / უკუგდება; to be acquitted of the charge ʘ გაამართლეს, ბრალდება მოუხსნეს; he was arrested on a charge of murder იგი დააპატიმრეს მკვლელობის ბრალდებით; what is the charge against him? რა ბრალდებას უყენებენ მას? რაში სდებენ ბრალს? to convict on a charge of smth. მსჯავრის დადება რაიმე ბრალდების საფუძველზე;
8. 1) საფასური, ფასი, გადასახადი (ხშ. მომსახურებისათვის); free of charge უფასოდ; no charge for admission შესვლა უფასოა; charge for admittance შესასვლელი გადასახადი; charge for haulage / porterage / გადატანის / მიტანის ფასი; extra charge დამატებითი გადასახადი; railway charges რკინიგზით გადაზიდვის საფასური; to lower the postal charge on smth. საფოსტო გზავნილებზე ფასის შემცირება;
2) უპირატ. pl ხარჯები, დანახარჯები; at his own charge(s) მის ხარჯზე; bill of charges ხარჯების ანგარიში; overhead charges ზედნადები ხარჯები; charges forward ხარჯები ტვირთის მიმღებმა უნდა გადაიხადოს;
3) ანგარიშზე შეტანა; the sum has been placed to your charge თანხა თქვენს ანგარიშზე / დებეტზეა შეტანილი / დარიცხული;
9. გადასახადი; გამოსაღები; დარიცხვა; there is a small charge for registering the deed აქტის რეგისტრაციისათვის მცირე გამოსაღების გადახდაა საჭირო; port charges საპორტო გადასახადები;
10. თამასუქი, სავალო ვალდებულება, იპოთეკა; დატვირთულობა (უძრავი ქონებისა და ა.შ.); დებეტი; floating charge მოკლევადიანი სახელმწიფო სესხი;
11. სამხ. 1) იერიში, შეტევა; შტურმი; to rush to the charge იერიშზე გადასვლა; to return to the charge იერიშის განახლება;
2) მოძვ. იერიშის სიგნალი;
3) თავდასხმა (ნადირისა და ა.შ.); იერიში, შეტევა (ფეხბურთში და ა.შ.);
12. ჩანაწერი მკითხველის ბარათში წიგნის გაცემის შესახებ;
13. მოძვ. მნიშვნელობა;
14. 1) ტექ. კაზმი;
2) მეტალ. კერძი;
15. ტექ. საწვავი ნარევი;
16. სამთ. შპურის მუხტი;
17. ჰერალდ. ფიგურა;
18. სლ. სიგარეტი მარიხუანით;
19. ამერ. სლ. სასიამოვნო აღელვება / აგზნება; სიამოვნება; to get a charge out of smth. რაიმესაგან სიამოვნების მიღება;
⌇ charge account კომერც. მყიდველის ანგარიში მაღაზიაში; charge sales ნისიად გაყიდვა; charge man სამხ. დამტენი; charge file = charging file; charge slip = charging slip.