1. 1) ხასიათი, ზნე;
2) მტკიცე ხასიათი, ნებისყოფა; a man of character მტკიცე ხასიათის / ნებისყოფიანი ადამიანი; he has no character at all სუსტი ხასიათის / უნებისყოფო კაცია;
2. თვისება, ხასიათი, ბუნება; the character of the northern plains is different from that of the South თავისი ხასიათით ჩრდილოეთის ვაკე ადგილები განსხვავდება სამხრეთის ვაკეებისაგან; to see a thing in its true character საგნის ჭეშმარიტი არსის დანახვა; to be in character (with) შესაბამისობა (რაიმესთან); to be out of character (with) შეუსაბამობა (რაიმესთან); შეუთავსებლობა (რაიმესთან); that is quite in character with the man ეს მის ბუნებას შეესატყვისება, ეს მისთვის დამახასიათებელია;
3. მდგომარეობა; სტატუსი, ღირსება, წოდება, რანგი; he spoke in the character of lawyer იგი გამოდიოდა როგორც ვექილი; under the character of როგორც, სახელით;
4. დამახასიათებელი ნიშანი; განმასხვავებელი ნიშანი; თვისება; innate [acquired] characters
ბიოლ. თანდაყოლილი [შეძენილი] ნიშან-თვისებები;
5. 1) რეპუტაცია, სახელი; he has an excellent character for honesty მას უმწიკვლო კაცის სახელი აქვს, იგი განთქმულია თავისი პატიოსნებით; he has gained the character of a miser მან წუწურაქის სახელი მოიხვეჭა; he was left without a shred of character სახელი გაუტყდა; at the expense of his character თავისი რეპუტაციის ხარჯზე; to redeem one's character პატიოსანი კაცის სახელის აღდგენა / დაბრუნება;
2) წერილობითი რეკომენდაცია (უპირატ. მსახურისათვის მიცემული); დახასიათება; ატესტაცია; the servant came with a good character მოსამსახურე მოვიდა კარგი დახასიათებით; she gives you a bad character ის თქვენ ცუდად გახასიათებთ;
6. 1) პიროვნება, ფიგურა; public character საზოგადო მოღვაწე; he was a great character in his day თავის დროზე დიდი ფიგურა / დიდი კაცი იყო; a bad character ბნელი პიროვნება;
2) საუბ. თავისებური / უცნაური / ახირებული ადამიანი; quite a character დიდი უცნაური ადამიანია; a bit of a character უცნაური / ახირებული კაცი;
7. 1) ლიტ. გმირი, პერსონაჟი; ტიპი; სახე; მოქმედი პირი;
2) როლი (პიესაში); to play the character of Macbeth მაკბეთის როლის შესრულება;
8. 1) იეროგლიფი; ასო; ლიტერი;
2) ციფრი; ნიშანი; პირობითი აღნიშვნა;
3) შრიფტი;
4) ხელწერა;
5) უპირატ. pl ანბანი, დამწერლობა, გრაფიკა; Chinese characters ჩინური იეროგლიფიკა; runic characters რუნიკული / რუნული დამწერლობა;
6) სიმბოლო (კომპიუტერულ ენაში);
9. ამოსაცნობი ნიშანი; დამღა; ბეჭედი;
10. კოდი, შიფრი; კრიპტოგრაფია;
⌇ character building აღმზრდელობითი მუშაობა; ბავშვის და ა.შ. ხასიათის, ზნეობის ფორმირება; character certificate სამხ. სამხედრო პირზე გაცემული სერტიფიკატი, ატესტაცია; character rating ამერ. სამხედრო მოსამსახურეზე გაცემული დახასიათება; character actor სახასიათო მსახიობი, სახასიათო როლების შემსრულებელი; character sketch ა) ლიტ. დახასიათება; სახე; ბ) თეატრ. სახასიათო როლების შესრულება, სახასიათო სახის შექმნა.