I
1. შეცვლა (˂შე˃ცვლის; ˂შე˃იცვლება); გადაკეთება; to change the course ზღვ. კურსის შეცვლა (აგრ. გადატ.); to change one's address მისამართის შეცვლა, სხვაგან გადასვლა საცხოვრებლად; to change one's mind რაიმეს გადაფიქრება, გადაწყვეტილების / აზრის შეცვლა; to change colour გაწითლება ან გაფითრება; to change countenance სახის გამომეტყველების შეცვლა; ʘ სახე შეეცვალა; to change the hand მიმართულების შეცვლა (საცხენოსნო სპორტში); success changed him წარმატებამ შეცვალა იგი, წარმატებამ ის სხვა ადამიანად აქცია; that has changed my ideas ამან შემაცვლევინა ჩემი შეხედულებანი; we changed the room by making a new window ახალი ფანჯრის გაჭრით ოთახს სახე შევუცვალეთ; to change step / foot, feet / ფეხის შეცვლა [შდრ. აგრ. 3 1)]; the weather changes very often ამინდი ხშირად იცვლება; times change დრონი იცვლებიან; the wind has changed from north to east ჩრდილოეთის ქარი აღმოსავლეთისამ შეცვალა; how he has changed! როგორ შეცვლილა! they are changing from their old ideas თავიანთ ძველ შეხედულებებს უარყოფენ; I could not wish it changed ვისურვებდი, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს;
2. 1) გაცვლა (გაცვლის), გამოცვლა; take the hat back to the shop and change it წაიღე ქუდი მაღაზიაში და გამოცვალე;
2) ერთმანეთისათვის გაცვლა (გაუცვლიან); to change places (with smb.) ვინმესთვის ადგილის გაცვლა [იხ. აგრ. ◇]; shall we change seats? ხომ არ გაგვეცვალა ადგილები? (თეატრში);
3. 1) ტანსაცმლის გამოცვლა (გამოიცვლის); to change for dinner ტანსაცმლის გამოცვლა სადილისათვის; to change in a new suit ძველის ნაცვლად ახალი კოსტიუმის ჩაცმა; he changed his clothes მან ტანსაცმელი გამოიცვალა; she changed her feet საუბ. მან სხვა ფეხსაცმელები ჩაიცვა [შდრ. აგრ. 1];
2) თეთრეულის, ბავშვის სახვევების და ა.შ. გამოცვლა (გამოცვლის); to change a bed ლოგინის თეთრეულის გამოცვლა; I have to change him საუბ. ბავშვს სახვევები უნდა გამოვუცვალო;
4. 1) გაფუჭება (
˂გა
˃ფუჭდება); this colour changes ეს საღებავი / ეს ფერი ხუნდება / ფერს კარგავს;
2) საუბ. წახდენა (წახდება), გაფუჭება; the milk is changed რძე აიჭრა / ამჟავდა;
5. ახალ ფაზაში გადასვლა (გადავა) ითქმის მთვარის შესახებ; the moon will change on the fourteenth თოთხმეტში ახალმთვარეობაა;
II ა
1. 1) ფულის დახურდავება (˂და˃ახურდავებს); to change a cheque ჩეკით ნაღდი ფულის მიღება; to change a pound note ერთი გირვანქა სტერლინგის ბანკნოტის დახურდავება;
2) გადაცვლა (გადაცვლის) სხვა ვალუტაზე; გადახურდავება;
2. გადაჯდომა (გადაჯდება), ტრანსპორტის გამოცვლა; to change from one train to another ერთი მატარებლიდან მეორეზე გადაჯდომა; we change at Manchester [at the next stop] ჩვენ გადაჯდომა მანჩესტერში [შემდეგ გაჩერებაზე] გვიწევს; all change! ბოლო გაჩერებაა! მატარებელი აღარ მიდის!
▭ to change for გაცვლა (გაცვლის), გადაცვლა (რაიმეზე); შეცვლა (რაიმეთი);
to change into გადაქცევა (გადააქცევს; გადაიქცევა); გარდაქმნა; the magician changed a watch into a rabbit ილუზიონისტმა საათი კურდღლად აქცია; caterpillars change into butterflies მუხლუხები პეპლებად იქცევიან; to change into a bird ჩიტად ქცევა, ფრინველად გარდაქმნა; he changed into a miser გაძუნწდა, წუწურაქი გახდა;
to change over 1) ადგილების შეცვლა (იცვლიან); during the dance, they had to change over ცეკვის დროს ისინი ადგილებს უცვლიდნენ ერთმანეთს;
2) (to) გადასვლა (გადავა) რაიმეზე; to change over to Hindi ჰინდის ენაზე გადასვლა; to change over from summer to winter uniform სამხ. ტანსაცმლის საზაფხულო ფორმიდან ზამთრისაზე გადასვლა;
◇ to change hands ხელიდან ხელში გადასვლა; სხვის მფლობელობაში გადასვლა; the house has changed hands four times სახლმა ოთხჯერ გამოიცვალა მფლობელი; to change places (with smb.) სხვის ადგილას აღმოჩენა; (ვინმესთან) როლების გაცვლა (ხშ. უარყოფით წინადადებებში) [იხ. აგრ. 2 2)]; I wouldn't change places with him არ ვისურვებდი მის ადგილზე ყოფნას; to change one's ways ცხოვრების წესის / ქცევის შეცვლა; she changed her skin ისე შეიცვალა, რომ ვეღარ იცნობ; ფერი იცვალა; to change sides მოწინააღმდეგის ბანაკში გადასვლა; საკუთარი მრწამსის / რწმენის შეცვლა; to change one's note / tune / ტონის შეცვლა, სხვანაირად ალაპარაკება; to change horses in midstream ცხენების შეცვლა მდინარის გადალახვისას; ≅ დიდი გარდაქმნების ჩატარება სახიფათო პერიოდში.