1. ცენტრში ან ცენტრთან ახლოს მდებარე; ცენტრალური; central cross ჯვარედი; central line ღერძის ხაზი, ღერძი; ცენტრალური ხაზი; central nippers ანატ. საჭრელი კბილები (ცხენისა); central parking ქუჩის შუაში მდებარე ავტომობილების სადგომი; Central Asia ა) ისტ. შუა აზია; ბ) ცენტრალური აზია; our house is very central ჩვენი სახლი შიგ ქალაქის ცენტრში მდებარეობს;
2. 1) ძირითადი, მთავარი; ყველაზე მნიშვნელოვანი, წამყვანი; central idea ძირითადი აზრი; central figure ა) ცენტრალური ფიგურა; ხელმძღვანელი; გამოჩენილი მოღვაწე; ბ) გმირი, მთავარი მოქმედი პირი (პიესისა, რომანისა); central failure / inadequacy / ა) მთავარი ნაკლი; ძირითადი სისუსტე; ბ) წარუმატებლობა ყველაზე მნიშვნელოვან რამეში; central texts მნიშვნელოვანი ნაწარმოებები; to be central to smth. : this is central to his criticism ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია მის კრიტიკაში; ეს მისი ძირითადი კრიტიკული დებულებაა;
2) ცენტრალური; central catalogue კრებსითი კატალოგი (ცენტრალური ბიბლიოთეკის და მისი ფილიალებისა); central station ცენტრალური სადგური; central storage სპეც. ა) ცენტრალიზებული შენახვა; ბ) ცენტრალური საწყობი.