(
caught)
I
1. 1) ბურთის, თევზის, გაქცეულის და ა.შ. დაჭერა (˂და˃იჭერს);
2) წასწრება (წაასწრებს); თავს წადგომა; გამოჭერა; I caught him at it დანაშაულზე წავასწარი / გამოვიჭირე; to catch in a lie ტყუილში გამოჭერა; to catch in a word სიტყვაზე დაჭერა; a rat was caught in the trap ვირთხა ხაფანგში გაება; to catch smb. red-handed / in the act / ვინმეს დანაშაულზე წასწრება; to catch smb. napping / off guard / მოულოდნელად თავს წადგომა;
3) მოსწრება (მოუსწრებს), მოხვედრა; we were caught in the rain წვიმამ მოგვისწრო, წვიმაში მოვყევით; we were caught in a snow-storm ქარბუქში მოვყევით; he was caught in the turmoil იგი ჩათრეულ იქნა ამ ორომტრიალში;
4) შეპყრობა (შეიპყრობს), დაჭერა, დაპატიმრება; the policeman caught the thief პოლიციელმა ქურდი შეიპყრო;
5) შემჩნევა (˂შე˃ამჩნევს), პოვნა; to catch a likeness მსგავსების დაჭერა და გადმოცემა (პორტრეტში);
6) მოხელთება (მოიხელთებს), შერჩევა, სარგებლობა; to catch an opportunity შემთხვევით სარგებლობა; he caught the moment დრო იხელთა, დრო შეურჩია;
7) აზრის მიხვედრა (მიხვდება); გაგება; I don't catch your meaning ვერ გამიგია რისი თქმა გსურთ;
2. დაწევა (დაეწევა), წამოწევა (˂წა˃მოეწევა); he caught the horse near the winning-post ცხენს საფინიშო ძელთან დაეწია;
3. 1) წამოდება (წამოსდებს), გამოდება; დაწეწკვა; მოყოლება; გაჩხერა; to catch one's finger in the door თითის კარებში მოყოლა / მოწეწკვა; the boat was caught in the reeds ნავი ლელიანში გაიჩხირა;
2) წამოდება (წამოედება), მოდება, გამოდება, her dress was caught on a nail მისი კაბა ლურსმანს წამოედო;
4. ჩაჭერა (ჩაიჭერს); გაცურება; გამოჭერა;
5. მოხვედრა (მოხვდება, მოახვედრებს); დარტყმა; the blow caught him in the abdomen დარტყმა მუცელში მოხვდა; I caught him one in the eye მდაბ. თვალი ჩავულურჯე;
II ა
1. ავად გახდომა (˂გა˃ხდება), ავადმყოფობის გადადება / შეყრა; he caught scarlet fever ქუნთრუშა შეეყარა; to catch a chill / a cold / გაციება; to catch one's death of cold გაციების შედეგად სიკვდილი;
2. ცნობების, შეტყობინების და ა.შ. ხელში ჩაგდება (˂ჩა˃იგდებს);
3. მატარებელზე, თვითმფრინავზე და ა.შ. მისწრება (მიასწრებს); he caught the train მატარებელს მიუსწრო;
4. სიტყვის, ბგერის და ა.შ. დაჭერა (˂და˃იჭერს), გაგონება; to catch a melody მელოდიის დაჭერა; I didn't quite catch what you said ვერ გავიგონე, რა თქვით;
5. თვალის მოკვრა (მოჰკრავს); to catch sight / a glimpse, a glance / of smth. თვალის მოკვრა;
6. მიზიდვა (˂მი˃იზიდავს); მიპყრობა (ყურადღებისა და ა.შ.); bright colours catch a baby's eye მყვირალა ფერები ბავშვის თვალს იზიდავს; the fact caught her attention ამ ფაქტმა მისი ყურადღება მიიპყრო;
7. ჩაკეტვა (˂ჩა˃კეტავს) ითქმის საკეტის / ურდულის შესახებ; the lock won't catch საკეტი გაფუჭებულია;
8. (აგრ. over) დიალ. მოყინვა (მოყინავს); ყინულით დაფარვა; the river caught მდინარე მოიყინა;
9. = to catch up 5);
▭ to catch at 1) ჩაბღაუჭება (ჩაებღაუჭება); ჩაჭიდება რაიმეზე; 2) გახარება (გაუხარდება, გაიხარებს);
3) შარის მოდება; ჩაციება; he catches at everything ყველაფერს კუდს გამოაბამს ხოლმე;
to catch away წათრევა (წაათრევს), წაღება;
to catch off ამერ. სლ. დაძინება (დაიძინებს);
to catch on 1) ჩაბღაუჭება (ჩაებღაუჭება);
2) საუბ. გაგება (გაიგებს); მიხვედრა; ჩაწვდომა;
3) საუბ. ფეხის მოკიდება (მოიკიდებს), დანერგვა; მოწონება; the play caught on პიესა მოეწონა მაყურებელს;
to catch out მოძებნა (მოძებნის), აღმოჩენა; I'll catch him out one of these days მე მას ამ დღეებში მოვძებნი;
to catch up 1) ხელის წავლება (წაავლებს), ტაცება; he caught up his hat and rushed out მან ქუდს ხელი დაავლო და გარეთ გავარდა;
2) ატაცება (აიტაცებს) ახალი სიტყვისა, ლოზუნგისა და ა.შ.; გადმოღება;
3) დაწევა (დაეწევა, წამოეწევა); to catch up and surpass დაწევა და გასწრება; to catch up with smb. ვინმეს დაწევა;
4) ანაზღაურება (აინაზღაურებს), ამოგება; we have caught up on sleep ჩვენ მოვახერხეთ გამოძინება;
5) ორატორისათვის სიტყვის შეწყვეტინება (შეაწყვეტინებს); კითხვებითა და წამოძახილებით დაბნევა (გამომსვლელისა);
6) დროშის და ა.შ. აღმართვა (აღმართავს);
7) ჩაციება (ჩააცივდება), შარის მოდება; don't catch up every remark I make ნუ მიკირკიტებთ ყოველ სიტყვაში;
◇ to catch it მაგრად დატუქსვა, შეხურება; I caught it მაგრად მომხვდა; you will catch it! ნახავ, რაც მოგივა! გიჩვენებ სეირს! to catch one's foot წაბორძიკება; ფეხის წამოკვრა; to catch the trick / of doing smth. / რისამე კეთებაში გაწაფვა, დაოსტატება, გავარჯიშება; catch me doing that! ცოცხალი თავით ამის გამკეთებელი არა ვარ! catch me ever telling him anything again რაც გინდა ის მითხარი, თუ მას ოდესმე რამე მოვუყვე; to catch the Speaker's eye პარლ. თემთა პალატაში დეპუტატისთვის სიტყვის / გამოსვლის უფლების მიცემა (სპიკერის მიერ); to catch fire ა) ცეცხლის მოკიდება; ბ) ანთება (ენთუზიაზმით და ა.შ.); to catch hold of smth. რამეზე ჩაბღაუჭება; to catch one's breath ა) სუნთქვის შეკავება; ბ) სულის მოთქმა, ამოსუნთქვა; catch as catch can ა) ნებისმიერი გზით, ნებისმიერი საშუალებით; ბ) უწესრიგოდ, უგეგმოდ; არეულ-დარეულად; on a catch-as-catch-can basis სპეც. განსაზღვრული რიგითობის გარეშე; you don't catch old birds with chaff ანდ. ≅ დაგეშილი ჩიტი ბადეში არ მოხვდებაო; გამოცდილი კაცი ადვილად არ მოტყუვდებაო; a drowning man will catch at a straw ანდ. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო.