1. (for, of, about) ვინმეზე, რამეზე ზრუნვა (ზრუნავს); ვინმეს, რაიმეს მოვლა, ვინმესთვის, რაიმესთვის მიხედვა, ყურადღების მიქცევა; she really cares about her employees იგი ნამდვილად ზრუნავს თავის ხელქვეითებზე / თანამშრომლებზე; who cared for you while you were ill? ვინ გივლიდა, სანამ ავად იყავი? the children are well cared for ბავშვებს კარგად უვლიან; if you want your shoes to last, you should care for them properly თუ გინდა, ფეხსაცმელმა დიდხანს გაგიძლოს, სათანადოდ უნდა მოუარო;
2. (about) რაიმეზე წუხილი (წუხს), ღელვა; ʘ რაიმე ადარდებს; he failed at the examination, but I don't think he cares very much ჩაიჭრა გამოცდაზე, მაგრამ, არა მგონია ეს მას დიდად აღელვებდეს; she's never cared very much about her appearance თავის გარეგნობაზე ფიქრით თავი დიდად არასოდეს შეუწუხებია; I don't care what people say ჩემთვის სულერთია / სულ არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობს ხალხი; you don't seem to care much თქვენ ეს, როგორც ჩანს, ნაკლებად გაღელვებთ; who cares? what do I care? as if I cared! რაში მაინტერესებს? რაში მენაღვლება? ჩემთვის სულერთია! "I wonder who'll win the election?" – "Who cares?!" "ნეტავ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში?" – "ვის რაში აინტერესებს?!"
3. ნდომა (უნდა), სურვილი, წადილი; I don't care to be seen here არ მინდა, რომ აქ დამინახონ; would you care (for) ... ხომ არ გსურთ? ხომ არ ინებებთ? would you care to read this article? ხომ არ წაიკითხავდით ამ სტატიას? would you care for a tea? ჩაის ხომ არ დალევთ? ჩაის დალევა ხომ არ გსურთ? would you care to go for a walk? ფეხით ხომ არ გაისეირნებდით? I don't care to go, I do not care about going მე არ მსურს წასვლა; I know nothing and care less არაფერი ვიცი და არც მინდა ვიცოდე;
▭ to care for ვინმეს, რაიმეს მოწონება (მოსწონს), ვინმეს, რაიმეს სიყვარული; რაიმეთი დაინტერესება; რაიმესკენ სწრაფვა; to care for music მუსიკის სიყვარული; he really cared for her მას ნამდვილად უყვარდა ეს ქალი; she doesn't care for olives ზეთისხილი არ უყვარს; I don't care for gardening მებაღეობა არ მიზიდავს; I don't care for that movie very much ეს კინო დიდად არ მომწონს; he doesn't care for his wife to work მას არ სურს, რომ მისმა ცოლმა იმუშაოს; to care for riches სიმდიდრისაკენ სწრაფვა;
◇ not to care a bean / a brass farthing, a button, a cent, a curse, a damn, a fig, a hang, a hoot, a rap, two straws / ≅ ჩირადაც არ მიღირს; ამას ჩემთვის ჩალის ფასი აქვს; სულაც არ მაინტერესებს; I don't care a fig ≅ ეს მე სულაც არ მადარდებს; who cares (a rap)? ვის რაში სჭირდება ეს? I don't care if I do არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, უარს არ ვიტყოდი (დალევაზე); couldn't care less საუბ. ʘ სულ არ აინტერესებს, არ ენაღვლება; მისთვის სულერთია; I couldn't care less what he thinks სულ არ მაინტერესებს / ჩემთვის სულერთია, რას ფიქრობს იგი; the I-couldn't-care-less attitude უდარდელი / აგდებული დამოკიდებულება; for all I / you, they, etc / care საუბ. რაიმე სულ არ მენაღვლება / არ გენაღვლება / არ ენაღვლებათ და ა.შ.; to be past caring საუბ. ʘ აღარ ენაღვლება, აღარ ადარდებს; მოჰბეზრდა (ვინმე ან რაიმე); I might be dead for all you care ცოცხალი ვარ თუ მკვდარი, თქვენთვის ეს აბსოლუტურად სულერთია.