1. ქუდის და ა.შ. დახურვა (˂და˃იხურავს) [იხ. cap¹ I];
2. შალითის გაკეთება (˂გა˃უკეთებს);
3. დაფარვა (˂და˃ფარავს), დაფენა; snow caps the mountain მთის მწვერვალს თოვლის "ქუდი" ფარავს; the mountains were capped with mist მთის მწვერვალები ნისლით იყო დაბურული;
4. დართვა (დაერთვის); დაბოლოება, დაგვირგვინება; to cap the misery, a fast rain began ყველა უბედურებას თავსხმა წვიმაც დაერთო;
5. შეზღუდვა (შეზღუდავს), ლიმიტის დაწესება (ხარჯისთვის, გადასახადისთვის, საპროცენტო განაკვეთისთვის); the government is capping local authorities' spending მთავრობა ლიმიტს უწესებს ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯებს;
6. გადაჭარბება (˂გადა˃აჭარბებს); ჯობნა; this book caps them all ეს წიგნი ყველას სჯობია;
7. არქ. ქუდზე ხელის მიდება (˂მი˃იდებს), ქუდის ოდნავ წამოწევა მისალმების ნიშნად;
8. ქუდის მოხდა (˂მო˃იხდის) მოწიწების ნიშნად;
9. სამეცნიერო ხარისხის მინიჭება (˂მი˃ანიჭებს) შოტლანდიის უნივერსიტეტებში;
10. სპორტ. საუბ. ვისიმე (ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში და ა.შ.) მიწვევა (მიიწვევს), აყვანა; he has been capped more than 30 times for England მას ინგლისის ნაკრებში ოცდაათზე მეტჯერ აქვს ნათამაშები;
11. სპეც. 1) ხუფის ჩამოცმა (ჩამოაცვამს);
2) ფიჭის და ა.შ. ამოგმანვა (ამოგმანავს), ამოლესვა;
12. კბილზე გვირგვინის ჩამოცმა (ჩამოაცვამს); he's had his front tooth capped წინა კბილებზე გვირგვინი გაიკეთა;
◇ to cap an anecdote [a proverb, a quotation] ანეკდოტზე [ანდაზაზე, ციტატაზე] ანეკდოტითვე [ანდაზითვე, ციტატითვე] მიგება (თამაშში, კონკურსში); to cap verses რიგრიგობით ლექსის თქმა (ლექსი უნდა იწყებოდეს იმავე სიტყვით, რომელზედაც თამაშის წინა მონაწილე გაჩერდა); to cap the climax / the globe /, to cap everything, to cap it all ʘ ყოველგვარ ზღვარს სცილდება; this caps it all! ესღა გვაკლდა! ეს უკვე მეტისმეტია!