1. 1) დატყვევება (˂და˃ატყვევებს), ტყვედ აყვანა; they captured over 1000 of the enemy soldiers მათ მოწინააღმდეგის ათასზე მეტი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ;
2) დამნაშავის დაჭერა (˂და˃იჭერს), შეპყრობა; the chimpanzee was captured and taken back to the zoo შიმპანზე დაიჭირეს / შეიპყრეს და ისევ ზოოპარკში დააბრუნეს;
3) დაპყრობა (˂და˃იპყრობს), ძალით აღება; ხელში ჩაგდება; to capture a city ქალაქის აღება, ქალაქზე კონტროლის დამყარება; they captured an enemy ammunition dump მათ მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალათა საწყობი ჩაიგდეს ხელთ; our company has captured 75% of the market ჩვენს კომპანიას ბაზრის 75% აქვს დაკავებული;
2. პრიზის და ა.შ. მოპოვება (მოიპოვებს);
3. ყურადღების და ა.შ. მიპყრობა (˂მი˃იპყრობს); დაპყრობა; he captured all hearts ყველას გული დაიპყრო; the story captured our interest ამ ამბავმა დაგვაინტერესა; this advertisement will capture attention ეს რეკლამა ყურადღებას მიიპყრობს;
4. ასახვა (ასახავს), აღბეჭდვა; გადმოცემა (
განცდისა, ატმოსფეროსი და სხვა – წიგნში, ნახატში, კინოფილმში, ფირზე); the film succeeds in capturing the mood of the 1970s ფილმში კარგად არის ასახული / "დაჭერილი" 1970-
იანი წლების განწყობა; the accident was captured on video ავარია ვიდეოკამერამ დააფიქსირა;
5. ფიზ. ნაწილაკის წატაცება (წაიტაცებს);
6. კომპ. გამოსახულების და ა.შ. გადაღება, დაფიქსირება [იხ. აგრ. capture I 5];
7. გეოლ. მდინარის მიტაცება (˂მი˃იტაცებს) [იხ. აგრ. capture I 6].