1. სივრცითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) რაიმესთან ახლოს ყოფნას -თან; ახლოს, გვერდით; by the fire [road, window] ცეცხლთან [გზასთან, ფანჯარასთან]; by the sea ზღვასთან, ზღვის ნაპირზე; by the side of the road გზის პირას; to sit by smb. / by smb.'s side / ვინმეს გვერდით ჯდომა; to stand by smb. ა) ვინმეს გვერდით დგომა; ბ) ვინმეს მხარდაჭერა (მხარს უჭერს); ვინმეს დახმარება;
2) მოძრაობას ვინმეს ან რაიმეს გვერდით ან გასწვრივ გვერდით; გასწვრივ; to walk by smb., smth. რაიმეს, ვინმეს გვერდით ჩავლა; to pass by smb.'s window ვინმეს ფანჯრის წინ ჩავლა; the train flashed by us მატარებელმა ჩაგვიქროლა; a path by the river ბილიკი მდინარის გაყოლებით;
3) მოძრაობას / მგზავრობას რაიმე პუნქტის გავლით: to travel by London ლონდონის გავლით მგზავრობა; to come by the door [by the side entrance] კარებიდან [გვერდითი შესასვლელიდან] შემოსვლა;
2. დროითი მნიშვნელობით მიუთითებს რაიმე ვადასთან მიახლოებას ან რაიმე ვადით შემოფარგვლას -თვის; by two o'clock ორი საათისთვის; by the end of the year წლის ბოლოსათვის; by then იმ დროისათვის; he ought to be here by now უკვე აქ უნდა იყოს; by the time that ... იმ დროისთვის, როდესაც ...;
3. (ხშ. ვნებით გვარში მდგარი ზმნის შემდეგ) მიუთითებს 1) გამკეთებელს, შემსრულებელს მიერ (ზმნის არარსებობის შემთხვევაში გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვით); the play was written by Shakespeare ეს პიესა შექსპირის მიერ იყო დაწერილი; a novel by Dickens დიკენსის რომანი; a painting by Van Gogh ვან გოგის ნახატი; a speech by the Foreign Secretary საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვა; the city was destroyed by fire ქალაქი ხანძარმა გაანადგურა; the house was struck by lightning სახლს მეხი დაეცა;
2) საშუალებას საშუალებით; by gas გაზით; engines driven by electricity ელექტროენერგიით მომუშავე ძრავები; roads linked by a bridge ხიდით შეერთებული გზები; absorption of moisture by activated carbon გააქტიურებული ნახშირით ტენის / სინესტის შთანთქმა; may I pay by check ჩეკით გადახდა თუ შემიძლია? we broaden our outlook by learning languages ენების შესწავლით თვალსაწიერს ვიფართოებთ; to get one's living by teaching მასწავლებლობით თავის რჩენა; he began the work by collecting material მუშაობა მასალის შეგროვებით დაიწყო;
4. მიუთითებს 1)
გადაადგილების, გადაგზავნისა და მისთ. საშუალებას -ით; by air თვითმფრინავით; by bus ავტობუსით; by rail რკინიგზით; by water წყლით; by post ფოსტით; by airmail ავიაფოსტით;
2) მოქმედების ხასიათს, პირობებს ან თანმხლებ გარემოებებს: by degrees თანდათანობით; by turns მორიგეობით, მონაცვლეობით; რიგრიგობით; drop by drop წვეთწვეთობით; one by one, man by man თითო-თითოდ, ერთიმეორის მიყოლებით; day by day ა) ყოველდღე, ბ) დღითი დღე; step by step ნაბიჯ-ნაბიჯ; two by two, by twos ორ-ორად; by threes სამ-სამად; by good luck, by fortune საბედნიეროდ; by chance შემთხვევით; by mistake, by (an) error შეცდომით;
5. : to take [to seize] smb. by the hand ვინმესთვის ხელის ჩაკიდება [ჩავლება];
6. მიუთითებს პირს, რომლის სასარგებლოდაც ხდება მოქმედება მიმართ; to do one's duty by smb. მოვალეობის შესრულება ვინმეს მიმართ; to act / to deal, to do / well by smb. ვინმესთვის სიკეთის ქმნა;
7. მიუთითებს რაიმესთან შესატყვისობას ან მიმართებას -ით; მიხედვით; by law [by birth, by name, by nature, by trade] კანონით [დაბადებით, სახელით, ბუნებით, პროფესიით]; by the stipulations of the treaty ხელშეკრულების პირობების თანახმად; by smb.'s request ვინმეს თხოვნით; by your permission / leave / თქვენი ნებართვით; by your consent თქვენი თანხმობით; twenty degrees by F. ოცი გრადუსი ფარენჰაიტის მიხედვით; by all accounts ცნობების თანახმად; to judge by smb.'s appearance [face, smile] ვინმეს შეფასება / ვინმეს შესახებ წარმოდგენის შექმნა გარეგნობის [სახის, ღიმილის] მიხედვით; I know him by sight მინახავს, სახეზე / სახით ვცნობ; to call a child by the name of smb. ბავშვისთვის სახელის დარქმევა ვინმეს პატივსაცემად; he goes by the name of John იგი ჯონის სახელითაა ცნობილი; მას იცნობენ, როგორც ჯონს;
8. მიუთითებს 1) წონის / სიგრძის / მოცულობის საზომ ერთეულს, რომლის მიხედვითაც იყიდება რაიმე -ობით; by the piece ცალობით; by (the) dozen(s) დუჟინობით; to sell by the pound / by pounds / გირვანქობით გაყიდვა;
2) დაქირავების ვადას ან ანაზღაურების სახეობას: to pay [engage] by month [by the day] გადახდა [დაქირავება] (ყოველ)თვიურად [დღიურად];
9. მიუთითებს მიზეზს / წყაროს -ით; -გან; to die by starvation / by hunger / შიმშილით სიკვდილი; to die by sword ʘ მახვილით მოკლეს; to have a child by smb. ვინმესგან ბავშვის ყოლა; to know by experience გამოცდილებით ცოდნა;
10. მიუთითებს 1) რაოდენობრივ მიმართებას -ით; older by two years ორი წლით უფროსი; taller by a foot ერთი ფუტით მაღალი; to lessen by a third მესამედით შემცირება; interest rates have been increased by 0.25% საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ით გაიზარდა; by far, by much ბევრად; he is better by far ბევრად უკეთაა;
2) მამრავლს ან გამყოფს -ზე; ten (multiplied) by two ათი გამრავლებული ორზე, ორჯერ ათი; ten divided by two ათი გაყოფილი ორზე; a hall twenty feet by ten დარბაზი, რომლის ფართობია ოცი ფუტი ათზე;
11. გვხვდება მისამართებსა და დასახლებულ პუნქტთა სახელებში: X by Dover X-ს დუვრის საფოსტო განყოფილებაში;
12. 1) მიუთითებს კომპასის ისრის გადახრას ან მოძრაობას ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ და ა.შ.: North by East ზღვ. ჩრდილო-აღმოსავლეთით; the island lies North by East from here ზღვ. ეს კუნძული აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს;
2) : by the right! სამხ. მარჯვნისაკენ! by the numbers! სამხ. ქვედანაყოფებად!
13. შესიტყვებებში: by dint of მეშვეობით, დახმარებით; he succeeded by dint of perseverance შეუპოვრობით თავისას მიაღწია; by means of მეშვეობით; he achieved success by means of hard work წარმატებას თავაუღებელი მუშაობით მიაღწია; by virtue of რაიმეს წყალობით; მეშვეობით; საფუძველზე; by virtue of the treaty ხელშეკრულების საფუძველზე; by way of გავლით; we'll come back by way of mountains უკან მთებით / მთების გადავლით დავბრუნდებით; by the way, by the bye სხვათა შორის; by day დღისით; by night ღამით; by land and by sea ხმელეთსა და ზღვაზე; (all) by oneself ა) მარტო, მარტოდმარტო; ბ) (სულ) მარტომ, სხვის დაუხმარებლად, დამოუკიდებლად; he did it (all) by himself თვითონ გააკეთა (ყველაფერი); to have / to keep / smth. by one რაიმეს თან ქონა (აქვს); he has no money [papers] by him თან არა აქვს ფული [საბუთები]; შესიტყვებები, როგორიცაა by God, by Jingo, by golly და მისთ. იხ. სათანადო სიტყვა-სტატიებში.