1. 1) ჯაგრისით გაწმენდა (˂გა˃წმენდს); to brush clothes ტანსაცმლის წმენდა; to brush one's teeth კბილების გახეხვა;
2) დავარცხნა (˂და˃ვარცხნის); brush your hair თმა დაივარცხნე; hair brushed back უკან გადავარცხნილი თმა;
2. მსუბუქად / ნაზად შეხება (შეეხება);
3. იშვ. ფუნჯით ხატვა (ხატავს); ფუნჯით საღებავის დადება;
4. 1) = to brush off 1);
2) = to brush away 1);
5. ფეხის გადაყვლეფა (გადაიყვლეფს) ითქმის ცხენის შესახებ;
6. ბუჩქნარის / ჯაგნარის გაკაფვა (გაკაფავს);
7. ფეიქრ. დახაოიანება (˂და˃ახაოიანებს);
▭ to brush aside უგულებელყოფა (უგულებელყოფს), იგნორირება, ყურადღების არმიქცევა; to brush aside difficulties ʘ სიძნელეებს ყურადღებას არ აქცევს / არ უშინდება, სიძნელეებს არაფრად აგდებს;
to brush away 1) მოცილება (˂მო˃იცილებს), მოშორება; to brush away dirt ჭუჭყის მოშორება / ჩამოწმენდა; to brush away flies ბუზების მოგერიება; to brush away tears ფარულად ცრემლების მოწმენდა;
2) = to brush aside;
to brush down ჯაგრისის თმაზე გადასმა (გადაისვამს);
to brush off 1) რისამე მოცილება (˂მო˃იცილებს), მოშორება (აგრ. გადატ.); to brush the snow off თოვლის ჩამობერტყვა / ჩამოფერთხვა; to brush the whole matter off საქმის თავიდან აცდენა / მოშორება;
2) : to brush off one's coat ჯაგრისით პალტოს გაწმენდა;
3) გაპარვა (˂გა˃იპარება), გაქცევა; გაძურწვა, მოკურცხვლა; brush off! გაიქეცი! მოუსვი!
4) საუბ. ვინმეს თავიდან მოცილება (˂მო˃იცილებს); რამისგან თავის დაღწევა; ხმის გაკმენდინება / ჩაგდებინება (ვინმესთვის); I brushed him off თავიდან მოვიცილე;
to brush over რისამე წასმა (წაუსვამს); დაზელა; to brush smb. over with brandy ვინმეს არყით დაზელა;
to brush out 1) გულმოდგინედ გაწმენდა (გაწმენდს); to brush out a room ოთახის დაგვა;
2) სურათზე საღებავის გადასმა (გადაუსვამს) ამა თუ იმ დეტალის დასაფარავად;
to brush up 1) ჯაგრისით გაწმენდა (გაწმენდს); to brush up the crumbs ჯაგრისით ნამცეცების გადაწმენდა;
2) ზემოთ ავარცხნა (ავარცხნის); she brushed her hair up ა) თმა აივარცხნა; ბ) თმა სახიდან გადაიწია;
3) განახლება (˂გან˃აახლებს), წესრიგში მოყვანა; the house needs to be brushed up საჭიროა სახლის წესრიგში მოყვანა;
4) თავის მოწესრიგება (მოიწესრიგებს);
5) ცოდნის აღდგენა (აღიდგენს) / გაუმჯობესება; მეხსიერებაში აღდგენა; to brush up on one's English ინგლისური ენის აღდგენა; to brush up one's acquaintance with smb. ნაცნობობის აღდგენა / განახლება ვინმესთან;
6) საუბ. ვისიმე დახვეწა (˂და˃ხვეწს); ვინმესთვის კარგი მანერების გამომუშავება.