ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

bring verb
[brɪŋ]
ბეჭდვა
(brought)

I

1. 1) მოტანა (მოაქვს, მოიტანს); bring me a cup [some water], please! თუ შეიძლება, ფინჯანი [წყალი] მომიტანეთ!

2) მოყვანა (მოჰყავს, მოიყვანს); bring your friend with you next time you come შემდეგში რომ მოხვალთ, თქვენი მეგობარიც თან წამოიყვანეთ; what brings you here today? დღეს აქ რამ მოგიყვანათ?

3) ჩამოტანა (ჩამოიტანს); ჩამოყვანა; მიტანა, მიყვანა; what answer have you brought us? რა პასუხი მოგვიტანეთ? he brought his wife a handsome present from town მან ცოლს მშვენიერი საჩუქარი ჩამოუტანა ქალაქიდან; to bring to market გასაყიდად ბაზარში გამოტანა; a shriek brought him to the door ყვირილის გაგონებაზე კარებს მივარდა; to bring a criminal to justice იურ. დამნაშავის სამართალში მიცემა, დამნაშავის მართლმსაჯულებისათვის გადაცემა;

2. გამოწვევა (˂გა˃მოიწვევს); this sad news brought tears to her eyes ამ სამწუხარო ამბავმა მას ცრემლები მოჰგვარა; the words brought a blush to her cheeks ამ სიტყვებმა ლოყები აუფაკლა; the sight of her brought a smile to his face ქალის დანახვამ ღიმილი მოჰგვარა; spring brings warm weather გაზაფხულს თბილი ამინდები მოაქვს;

3. (to) ამა თუ იმ მდგომარეობამდე მიყვანა (მიიყვანს), დაყვანა; to bring the score to ... სპორტ. ანგარიშის გაზრდა ...; to bring water to the boil წყლის დუღილამდე მიყვანა; he will bring it to profit მომგებიანს გახდის; to bring to ruin ა) გაკოტრება (˂გა˃აკოტრებს), გაკოტრებამდე მიყვანა; ბ) დაღუპვა; to bring smb. to disgrace ვისიმე შერცხვენა / თავის მოჭრა, სახელის გატეხა; to bring to an end / to a close / ბოლომდე მიყვანა, დასრულება, დამთავრება;

brine spring bringdown

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0156