4. გაფუჭება (
˂გა
˃აფუჭებს;
˂გა
˃ფუჭდება), გატეხა; მოშლა; to break a clock [a sewing machine] საათის [საკერავი მანქანის] გაფუჭება / გატეხა; who broke the DVD player? ვინ გააფუჭა დი-ვი-დი პლეიერი? my watch has broken საათი გამიფუჭდა;
5. 1) შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს), შეჩერება, დარღვევა; to break silence დუმილის დარღვევა; to break the peace მყუდროების / სიმშვიდის დარღვევა; to break the habit ჩვევისათვის თავის დანებება; the ropes broke her fall თოკებმა შეაჩერა მისი ვარდნა; he broke my sleep გამაღვიძა; to break one's fast გახსნილება, მარხვის შეწყვეტა; telephone communications with the north have been broken სატელეფონო კავშირი ჩრდილოეთთან შეწყდა; to break the thread of a thought აზრის გაწყვეტა;
2) ურთიერთობის გაწყვეტა (˂გა˃წყვეტს);
3) გაჩერება (˂გა˃ჩერდება), შესვენება (მცირე ხნით, განსაკ. წასახემსებლად); we broke our journey at the village ჩვენ შევისვენეთ სოფელში; let's break for five minutes მოდი, ხუთი წუთით შევისვენოთ;
4) შეწყვეტა (˂შე˃წყდება) ითქმის ხმის შესახებ;
5) ელექტრ. გაწყვეტა (გაწყვეტს) დენისა; განრთვა (წრედისა);
6. (into) 1) შეჭრა (˂შე˃იჭრება), შემტვრევა; to break into a house სახლში შეჭრა;
2) : the store was broken into მაღაზია გაძარცვეს;
7. 1) შესუსტება (˂შე˃ასუსტებს); to break the blow [the fall] დარტყმის [ვარდნის] ძალის შემცირება; the trees round the house break the force of the wind სახლის ირგვლივ მდგარი ხეები ქარისაგან იცავენ მას;
2) შემცირება (˂შე˃მცირდება); შეწყვეტა; his attention broke მისი ყურადღება მოდუნდა;
3) შეცვლა (˂შე˃იცვლება), ჩვეულ. გაუარესება (ითქმის ამინდის შესახებ); the weather broke ამინდი შეიცვალა / გაფუჭდა; the spell of fine weather has broken კარგი ამინდები / კარგი ამინდების პერიოდი დამთავრდა; the frost broke ყინვამ იკლო;
4) ტონის შეცვლა (˂შე˃იცვლება) ითქმის ხმის შესახებ;
5) ხმის დაბოხება (˂და˃უბოხდება) ითქმის ბიჭების შესახებ გარდამავალ ასაკში;
8. გაფანტვა (˂გა˃იფანტება); გავლა; clouds broke ღრუბლები გაიფანტა; darkness broke წყვდიადი გაიფანტა; his gloom broke უგუნებობამ გადაუარა; the enemy broke before them მოწინააღმდეგემ უწესრიგოდ დაიხია უკან;
9. 1) დადგომა (დადგება), დაწყება; the day / dawn / broke გათენდა, ირიჟრაჟა;
2) ამოვარდნა (ამოვარდება), ატყდომა; ten minutes later the storm broke ათი წუთის შემდეგ ქარიშხალი ამოვარდა; his anger broke იგი განრისხდა;
10. 1) გაღარიბება (˂გა˃აღარიბებს), გაკოტრება; the moneylenders soon broke him მევახშეებმა იგი მალე გააკოტრეს; he was completely broke(n) ერთიანად / სულ გაკოტრდა; to break the bank ა) ბანკის გაკოტრება; ბ) ბანქ. ბანკის მოხსნა;
2) გაკოტრება (გაკოტრდება); he will break soon მალე გაკოტრდება;
3) თანამდებობიდან ჩამოქვეითება (˂ჩამო˃აქვეითებს); to break a general გენერლის წოდების ჩამორთმევა;
4) ამერ. ბირჟ. ფასის უეცრად დაცემა (˂და˃ეცემა);
11. გაქცევა (გაიქცევა); to break (out of) prison საპატიმროდან გაქცევა; to break cover თავშესაფრიდან გამოსვლა (ითქმის გარეული ფრინველის შესახებ);
12. აღმოხდომა (აღმოხდება); a cry broke from her lips ყვირილი აღმოხდა ბაგეთაგან;
13. ღივის გამოტანა (გამოიტანს) / სკდომა; the buds are breaking კვირტები სკდება;
14. საუბ. მოხდომა (˂მო˃ხდება); შემთხვევა; anything broken? – nothing much break მოხდა რამე? – ისეთი არაფერი;
15. სპორტ. "ბოქსინგიდან" გამოსვლა (ითქმის მორბენალთა შესახებ);
16. : to break camp ბანაკის აშლა / აყრა;
II ა
1. 1) დარღვევა (დაარღვევს) კანონისა და ა.შ.; გატეხა, არშესრულება (სიტყვისა, დაპირებისა და ა.შ.); to break a law [a contract] კანონის [ხელშეკრულების] დარღვევა; to break the sanctuary თავშესაფრის უფლების დარღვევა; to break the speed limit დასაშვები სიჩქარის გადაჭარბება; to break one's word სიტყვის გატეხა; to break an oath ფიცის გატეხა; to break an appointment შეხვედრის ადგილზე გამოუცხადებლობა; to break a marriage გაყრა; to break faith with smb. ვისიმე მოტყუება, სიტყვის გატეხა;
2) ამოვარდნა (ამოვარდება) რიტმიდან და ა.შ.; to break the rhythm სპორტ. რიტმის დარღვევა; რიტმიდან ამოვარდნა; to break contact იხ. contact I 1; to break step სამხ. მწყობრის არევა; ʘ ფეხი აერია / შეეშალა;
2. 1) დაცალკევება (˂და˃აცალკევებს), დაშლა (თხზულებათა კრებულისა, კოლექციისა და ა.შ.); to break a set ა) კომპლექტის / ნაკრების დაცალკევება; ბ) კომპლექტის / ნაკრების ცალ-ცალკე გაყიდვა; through losing that book you have broken the set იმ წიგნის დაკარგვით თქვენ თხზულებათა კრებულის მთლიანობა დაარღვიეთ;
2) რკ.-გზ. შემადგენლობის დაშლა (დაშლის);
3) რიგების დაშლა (დაშლის); break ranks! სამხ. დაიშალეთ!
4) საუბ. ფულის დახურდავება (˂და˃ახურდავებს);
3. (აგრ. down) გატეხა (გატეხს), დაძლევა (წინააღმდეგობისა, ნებისა და ა.შ.); to break opposition ოპოზიციის დამარცხება / დაძლევა; they couldn't break his will ვერ მოდრიკეს, ქედი ვერ მოახრევინეს; to break the spirit of the army არმიის სულისკვეთების გატეხა / დათრგუნვა; to break a strike გაფიცვის ჩაშლა;
4. ცნობება (აცნობებს), უწყება, შეტყობინება; he broke the news of her husband's death to her მან ქალს ქმრის სიკვდილის ამბავი აცნობა; to break a secret საიდუმლოს გამომჟღავნება; he broke his purpose to me მან გამიმხილა თავისი გეგმები; to break one's mind to smb. ვინმესთვის გულის გადაშლა;
5. 1) გაფხვიერება (˂გა˃აფხვიერებს), გაფაშრება (ნიადაგისა, გრუნტისა); to break the ground, to break fresh / new / ground ა) მიწის ხვნა (ხნავს), ყამირის გატეხა; ბ) სამხ. სანგრის თხრის დაწყება (იწყებს); გ) ახალი საქმის წამოწყება; პირველი ნაბიჯების გადადგმა (რამეში);
2) გზის გაყვანა (გაიყვანს);
6. (აგრ. in) 1) ცხენის გახედნა (˂გა˃ხედნის); წვრთნა;
2) დისციპლინას მიჩვევა (˂მი˃აჩვევს); she tried to break (in) the child ცდილობდა ბავშვისთვის წესრიგის სიყვარული ჩაენერგა;
7. კანის გაჭრა (˂გა˃ჭრის; ˂გა˃იჭრის), გადაყვლეფა, გადატყავება;
8. ზედაპირზე გამოჩენა (˂გამო˃ჩნდება); to break surface ზედაპირზე გამოჩენა (წყალქვეშა ნავისა); to break the water წყლიდან ამოხტომა (თევზისა);
9. : to break loose / free / ა) გამოთავისუფლება (გამოთავისუფლდება); გარეთ გამოსვლა; გამოჩენა, გამოვლენა; his fury broke loose მისმა რისხვამ იფეთქა; her hair had broken loose თმა გასწეწოდა; ბ) აშვება (აიშვებს), აწყვეტა, რაიმესგან თავის დაღწევა; გაქცევა;
10. : to break open გატეხა (˂გა˃ტეხს); ძალით შემტვრევა; to break open a lock [a safe] კლიტის / საკეტის [სეიფის] გატეხა; to break open a door კარის შემტვრევა; to break open a letter წერილის გახსნა;
11. : to break forth ა) გამოვარდნა (˂გამო˃ვარდება); the soldiers broke forth from an ambush ჯარისკაცები საფარიდან გამოცვივდნენ; ბ) გზის გაკვალვა (˂გა˃იკვალავს) ითქმის ნაკადულის შესახებ; გ) ტირადის, სიტყვის წარმოთქმა (წარმოთქვამს); წამოძახება; to break forth into explanations ახსნა-განმარტების დაწყება; shouts of joy broke forth from the crowd ბრბოდან მხიარული შეძახილები გაისმა; დ) გაჩაღება (˂გა˃ჩაღდება), ატყდომა, დაწყება (ომისა), აფეთქება (ეპიდემიისა და ა.შ.);
12. აქნა (აქნის), ნაწილებად დაჭრა (ფრინველისა, ნანადირევისა);
13. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმება (˂გა˃აუქმებს) / ანულირება (ანდერძისა და ა.შ.);
14. სამთ. ჩამოცლა (ჩამოცლის) ქანისა;
15. წეწვა (წეწავს), პენტვა, ჩეჩა (ქერელისა, სელისა);
II ბ
to break into smth. 1) უცებ / ანაზდად რისამე დაწყება (˂და˃იწყებს); he broke into a loud laughter ხმამაღალი სიცილი აუტყდა; she broke into tears ცრემლები წასკდა; her face broke into a radiant smile ღიმილით სახე გაუბრწყინდა / გაიბადრა; to break into a run გაქცევა;
2) : to break into column სამხ. კოლონად დაწყობა (<და>ეწყობა) / მოწყობა;
▭ to break away 1) გაქცევა (გაიქცევა) ციხიდან და ა.შ.;
2) გამოყოფა (გამოეყოფა), გასვლა (პოლიტიკური პარტიიდან და ა.შ.);
3) ჩამოშორება (ჩამოშორდება); განცალკევება; he broke away from all his old friends იგი ყველა ძველ ამხანაგს ჩამოშორდა;
4) რაიმესთვის თავის დანებება (˂და˃ანებებს); to break away from bad habits ცუდი ჩვევების მიტოვება; to break away from one's old life ძველი ცხოვრების წესის მოშლა;
5) : break away! დაიშალეთ!
6) : break away! ბრეიკი! (კრივი);
to break down 1) დამტვრევა (˂და˃ამტვრევს), შემტვრევა; to break down the door კარის შემტვრევა;
2) გაფუჭება (˂გა˃ფუჭდება), მწყობრიდან გამოსვლა (ითქმის მანქანის, აპარატურის და ა.შ. შესახებ);
3) წინააღმდეგობის, ნების და ა.შ. დაძლევა (˂და˃ძლევს), გატეხა [იხ. აგრ. II ა 3];
4) შერყევა (შეირყევა), გაფუჭება (ითქმის ჯანმრთელობის შესახებ); his health broke down ჯანმრთელობა შეერყა;
5) ჩაშლა (˂ჩა˃იშლება); all our plans broke down ყველა გეგმა ჩაგვეფუშა; the negotiations broke down მოლაპარაკება ჩაიშალა; he broke down in the middle of his speech შუა მოხსენების დროს სიტყვა გაუწყდა / ენა დაება;
6) თავის ვერშეკავება (ვერ შეიკავებს), ტირილის ატეხა; she suddenly broke down and cried თავი ვერ შეიკავა და ატირდა;
7) დაყოფა (˂და˃ყოფს), დანაწილება (კლასებად, კატეგორიებად და ა.შ.);
8) ქიმ. გახსნა (გაიხსნება) წყალში; განშრევება (ემულსიისა);
to break in 1) ბინის, მანქანის გატეხა (˂გა˃ტეხს); სადმე შეჭრა, შევარდნა (ჩვეულ. გაძარცვის მიზნით);
2) შემტვრევა (შეამტვრევს); to break in a door კარის შემტვრევა;
3) სამხ. შეჭრა (შეიჭრება);
4) (ჩვეულ. on, upon) ჩარევა (ჩაერევა), სიტყვის შეწყვეტინება; to break in upon smb.'s privacy ვისიმე სიმყუდროვის დარღვევა;
5) დისციპლინას მიჩვევა (˂მი˃აჩვევს); მოთოკვა [იხ. აგრ. II ა 6 2)];
6) გახედნა (˂გა˃ხედნის) [იხ. აგრ. II ა 6 1)];
7) ტარებით (განსაკ. ახალი ფეხსაცმლის) გაგანიერება (˂გა˃აგანიერებს), გაწევა;
to break into 1) = to break in 1);
2) უეცრად დაწყება (˂და˃იწყება), წამოწყება; ატყდომა; the crowd broke into a cheer ხალხმა ტაშის კვრა ატეხა; he broke into a run when he saw the police პოლიციის დანახვაზე ადგილიდან მოწყდა / გავარდა;
to break off 1) მოტეხა (მოტეხს), მომტვრევა; she broke off a piece of chocolate შოკოლადი მოტეხა;
2) მოტყდომა (˂მო˃ტყდება), მოწყდომა;
3) გაწყვეტა (გაწყვეტს), უეცრად შეწყვეტა (საუბრისა, ურთიერთობისა და ა.შ.); to break (it) off with smb. ნაცნობობის ერთბაშად გაწყვეტა ვინმესთან; to break off in a speech სიტყვის მოულოდნელად შეწყვეტა; Britain threatened to break off diplomatic relations ბრიტანეთი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრებოდა; to break off a habit ერთხელ და სამუდამოდ გადაჩვევა; the engagement is broken off ნიშნობა ჩაიშალა; to break off combat / action / სამხ. ბრძოლიდან გამოსვლა;
to break out 1) შემტვრევა (შეამტვრევს); to break out a pane ფანჯრის შემტვრევა;
2) ციხიდან, ბანაკიდან და ა.შ. გაქცევა (გაიქცევა); to break out of barracks სამხ. ყაზარმის დატოვება დათხოვნის ბარათის გარეშე;
3) ატყდომა (ატყდება) ომისა; აფეთქება (ეპიდემიისა); აბრიალება (ცეცხლისა) და ა.შ.; a strike broke out in the docks დოკებს გაფიცვა მოედო;
4) დაწყება (დაიწყებს); he broke out laughing სიცილი აუტყდა, ახარხარდა; he broke out in (with) bitter speech იგი მკაცრი სიტყვით გამოვიდა;
5) გამოყრა (˂გამო˃აყრის) სახეზე;
6) (in, into) დაფარვა (˂და˃ეფარება, ˂და˃იფარება) გამონაყარით; he broke out in / into / pimples სახე დაუმუწუკდა; after the meal, my face broke out in a rash საჭმლის მიღების შემდეგ სახეზე გამომაყარა; to break out in(to) a (cold) sweat ʘ (ცივმა) ოფლმა დაასხა;
to break through გარღვევა (˂გა˃არღვევს); to break through the enemy line მოწინააღმდეგის ფრონტის ხაზის გარღვევა, მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა; the sun broke through (the clouds) მზემ ღრუბლებიდან გამოანათა; to break through the lee ზღვ. ქარპირა მხრიდან შემოვლა;
to break up 1) განადგურება (˂გა˃ანადგურებს); to break up an attack მოწინააღმდეგის შეტევის ჩაშლა;
2) დამსხვრევა (˂და˃იმსხვრევა), დამტვრევა; the ship broke up on the rock გემი კლდეს შეენარცხა და დაიმსხვრა;
3) (აგრ. with) ურთიერთობის გაწყვეტა (˂გა˃წყვეტს), დაშორება; he's just broken up with his girlfriend ახლახან დაშორდა თავის მეგობარ გოგონას;
4) დაშლა (˂და˃შლის); დათხოვნა; let's break up our party მოდით, დავიშალოთ;
5) დაშლა (˂და˃იშლება), დაფანტვა; the gathering broke up at midnight შეხვედრა შუაღამისას დაიშალა; the crowd broke up ხალხი დაიშალა;
6) არდადეგებზე დაკეტვა (˂და˃კეტავს); დათხოვნა; school will break up next week მეცადინეობა სკოლაში მომავალ კვირას შეწყდება; the boys will break up next month ბიჭებს მომავალ თვეში დაითხოვენ; when do you break up for Christmas? როდის გითხოვენ საშობაოდ?
7) დაბარვა (˂და˃ბარავს), გათოხნა;
8) მდინარეში ყინულის დაძვრა (˂და˃იძვრება), მდინარის გახსნა; the ice broke up ყინული დაიძრა;
9) შეცვლა (˂შე˃იცვლება) ითქმის ამინდის შესახებ; the weather breaks up ამინდი იცვლება; 10) საუბ. დასუსტება (˂და˃სუსტდება); he is breaking up ძალა ელევა, სუსტდება;
11) საუბ. გუნების გაფუჭება (˂გა˃უფუჭებს), წყენინება; he was (all) broken up by the news ამ ამბავმა იგი მეტად დააღონა;
12) ქიმ. დისპერსირების მოხდენა (˂მო˃ახდენს);
13) ფიზ. გახლეჩა (˂გა˃ხლეჩს);
to break upon 1) გამოჩენა (გამოჩნდება); a new landscape broke upon us თვალწინ ახალი პეიზაჟი გადაგვეშალა;
2) გაელვება (გაიელვებს); აზრის უეცრად მოსვლა; the truth broke upon me ჩემთვის უეცრად ყველაფერი ნათელი გახდა;
to break with კავშირის გაწყვეტა (˂გა˃წყვეტს), თავის დანებება; to break with tradition ტრადიციის მიტოვება; to break with the past წარსულისათვის ხაზის გადასმა; to break with a firm ფირმასთან კავშირის გაწყვეტა;
◇ to break even კომერც. ამა თუ იმ საქმის ნულოვანი მოგებით / მოგების ან ზარალის გარეშე დამთავრება; გაწეული ხარჯების დაფარვა; it is the first time in five years we broke even პირველად ხუთი წლის განმავლობაში ეს წელიწადი ზარალის გარეშე დავხურეთ; to break the habit ჩვევისათვის თავის დანებება; to break the neck (of smth.) ა) (რისამე) წინააღმდეგობის დაძლევა / გატეხა; ბ) (რისამე) ყველაზე რთული ნაწილის დაძლევა; (რაიმესთვის) კისრის მოგრეხა; გ) (უმძიმესი მდგომარეობის) გადატანა, დაძლევა; to break one's neck ა) კისრის მოტეხა; დამარცხება, დაღუპვა; ბ) თავ-პირის მტვრევით სირბილი; გ) თავდაუზოგავად მუშაობა / შრომა; ʘ ყოველ ღონეს ხმარობს, თავს არ იზოგავს; ≅ წელებზე ფეხს იდგამს; to break the record არსებული რეკორდის მოხსნა, ახალი რეკორდის დამყარება; to break a jest გახუმრება; to break a lance with smb. ა) ტურნირში ვინმესთან შებმა / შერკინება; ბ) ვინმესთან გაცხარებით კამათი; to break shins მდაბ. ფულის სესხება (ვინმესგან); to break ship გემზე არგამოცხადება შვებულების ვადის გასვლის შემდეგ; to break the slate ამერ. საკუთარი კანდიდატურის მოხსნა (არჩევნებზე); to break bulk ა) ჩამოტვირთვის დაწყება, ჩამოცლა; შეფუთულის, შეკრულის გახსნა; ბ) ტვირთის დახარისხება დანიშნულების ადგილის მიხედვით; to break into pictures კინ. ეკრანიზება; to break the bridge სპორტ. "ხიდის" მდგომარეობიდან ბეჭებზე დაწვენა (ჭიდაობა); it breaks no squares დიდად საზიანო არ არის; ბევრს არაფერს აფუჭებს; დიდი მნიშვნელობა არა აქვს; it will break no bones ზიანს არავის მოუტანს, ვნებას არავის მიაყენებს; no bones are broken ცუდი არაფერი მომხდარა; to break one's head over smth. რაიმეზე თავის მტვრევა / ტვინის ჭყლეტა; to break Priscian's head გრამატიკული წესების დარღვევა; to break the ice ყინულის დაძვრა, პირველი ნაბიჯის გადადგმა; to break bread (with smb.) იხ. bread I ◇; break it up! სლ. მორჩი ჩხუბს! break it down! ავსტრალ. გეყოფა / შეწყვიტე ამაზე ლაპარაკი! to break stones მძიმე სამუშაოს შესრულება; მძიმე შრომით ლუკმაპურის ფულის მოპოვება; to break china უწესრიგობის / არეულ-დარეულობის გამოწვევა; to break a butterfly / a fly / on wheel ≅ ანდ. ბეღურას ზარბაზანს არ ესვრიანო; to break the back (of) ა) მუშაობით გადატვირთვა / წელის მოწყვეტა / არაქათის გამოლევა; ბ) = to break the neck (of smth.); to break one's back გაკოტრება, მარცხის განცდა; to break the camel's back ≅ მოთმინების ფიალის ავსება; who breaks pays ანდ. ვინც გატეხა, იმან ზღოს; ≅ ძაღლი ვინც მოკლა, იმან გადაათრიოსო.