I
1. 1) სხეული; ტანი; the human body ადამიანის სხეული; to strengthen one's body სხეულის / ორგანიზმის გაკაჟება; we wear clothes to keep our bodies warm ტანსაცმელს სხეულის გასათბობად ვატარებთ; he received one wound in the left leg and another in the body ერთი ჭრილობა მარცხენა ფეხზე მიიღო, მეორე კი – ტანზე; absent in body, present in soul ʘ ფიზიკურად სხვაგანაა, მაგრამ მთელი სულითა და გულით ჩვენთან არის;
2) ცხენის ტანი / კორპუსი; he was a body behind დოღში მთელი კორპუსით ჩამორჩებოდა;
3) ჭურჭლის ტანი;
2. გვამი; ლეში; the police have found a body პოლიციამ გვამი აღმოაჩინა; several bodies were washed ashore წყალმა რამდენიმე გვამი ნაპირზე გამორიყა;
3. საუბ. ადამიანი; she is a dear old body საყვარელი მოხუცია (ქალი); decent body წესიერი ადამიანი;
4. (of) 1)
რისამე მთავარი / ძირითადი ნაწილი; the body of the tree ხის ღერო / ტანი; the main body
სამხ. მთავარი ძალები; the body of the book is about his childhood წიგნის მთავარი ნაწილი მის ბავშვობაზეა; body of the hall
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობაში დელეგატებისათვის გამოყოფილი დარბაზის ნაწილი; body of the race
სპორტ. მთავარი სარბენი დისტანცია;
2) არქიტ. ეკლესიის მთავარი ნავი;
3) კორპუსი (წიგნისა);
5. 1) საგანი;
2) სპეც. სხეული, ნივთიერება; solid [liquid, gaseous] bodies მყარი [თხევადი, აირადი] სხეულები; heavenly bodies ციური სხეულები; black body ფიზ. აბსოლუტურად შავი სხეული; body of flame ალის ენა;
6. 1) კონსისტენცია (სითხისა და ა.შ.); body of oil ზეთის სისქე;
2) საღებავის ღებვისუნარიანობა;
3) სიმაგრე (ღვინისა); the wine has no body სუსტი ღვინოა;
7. 1) ტექ. კორპუსი, კარკასი, ჩონჩხი; სადგარი (მექანიზმის, ხელსაწყოს და ა.შ. ძირითადი ნაწილი);
2) კორპუსი (გემისა, თვითმფრინავისა); the body of a ship / a boat / გემის კორპუსი;
3) ძარა (ავტომანქანისა);
8. თოფის ლულის კოლოფი;
9. ჭურვის მასრა;
10. : body of a dress კაბის ლიფი;
11. პოლიგრ. ლიტერის ასოს ფეხი;
12. მოძვ. სახდელი, გამოსახდელი ქვაბი; რეტორტა;
13. წიგნ. სხეული; stars and planets are heavenly bodies მზე და პლანეტები ციური სხეულებია; a foreign body უცხო სხეული;
II
1. 1) ხალხის ჯგუფი; a body of electors ამომრჩევლები; large bodies of unemployed men უმუშევართა დიდი ჯგუფები;
2) ორგანო; საზოგადოება; ასოციაცია; ლიგა; (the) body politic სახელმწიფო; advisory body საკონსულტაციო ორგანო; diplomatic body დიპლომატიური კორპუსი; governing body ადმინისტრაციული / მმართველი საბჭო; legislative [executive] body საკანონმდებლო [აღმასრულებელი] ხელისუფლება; საკანონმდებლო [აღმასრულებელი] ორგანო; learned body მეცნიერები; the school's governing body სკოლის გამგეობა; standing body მუდმივი ორგანო; subsidiary body დამხმარე ორგანო;
3) იურიდიული პირი; სამართლის სუბიექტი;
4) სამხედრო ნაწილი / შენაერთი; a body of cavalry ცხენოსანთა ჯარის ნაწილი; body of troops სამხედრო რაზმი; სამხედრო შენაერთი;
2. 1) საგანთა დაჯგუფება; ერთობლიობა, კომპლექსი; he had a great body of facts to prove his statements ბევრი ფაქტი ჰქონდა ხელთ თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად;
2) კრებული (კანონებისა და ა.შ.);
3. (of) რისამე დიდი რაოდენობა, სიმრავლე; კრებული; a vast body of evidence დიდი რაოდენობით სამხილი; body of cold air ცივი ჰაერის მასა; body of water წყლის მასა, წყლის ზედაპირი;
⌇ body carriage ტანადობა, ტანდეგობა, აღნაგობა; body temperature სხეულის ტემპერატურა; body weight სხეულის წონა;
◇ heir of the body იურ. დამავალი შტოს მემკვიდრე; he earns scarcely enough to keep body and soul together მისი შემოსავალი საარსებოდ ძლივს ჰყოფნის; in a body მთლიანი შემადგენლობით, ყველა ერთად.