1. 1) ქამარი; სარტყელი; ღვედი; თასმა; to fasten a belt ქამრის შეკვრა;
2) იარაღის სატარებელი სამხარიღლიე, ყაწიმი;
2) კორსეტი; ბანდაჟი;
2. 1) ზონა, რაიონი; სარტყელი; the green belt around London მწვანე ზონა ლონდონის გარშემო; ice belt ნაპირის ყინული, ნაპირის გასწვრივ წარმოქმნილი ყინული; commuter belt გარეუბნები, რომელთა მცხოვრებნიც ქალაქში სამუშაო ადგილამდე ყოველდღე მატარებლით მგზავრობენ; shelter belt მინდორსაცავი ტყის ზოლი; a forest belt ტყის ზონა; belt of fire სამხ. ცეცხლის ზოლი; belt of wire სამხ. მავთულხლართების ზოლი;
2) მეტყ. შპალერი; belt of trees შპალერად ჩამწკრივებული ხეები;
3. სამხ. სავაზნე ლენტი (ტყვიამფრქვევისა); to fire a belt ლენტის გათავება, ყველა ვაზნის დახარჯვა;
4. ზღვ. მოძვ. ჯავშნის სარტყელი (
გემის წყალხაზის გასწვრივ; აგრ. armour belt);
5. ტექ. 1) ამძრავი ღვედი; the car needs a new fan belt ამ მანქანას ვენტილატორის ახალი ღვედი სჭირდება; driving belt ამძრავი ღვედი;
2) ტრანსპორტიორის, კონვეიერის ლენტი;
6. გეოგრ. ვიწრო სრუტე;
7. 1) : the belts of Jupiter ასტრ. იუპიტერის რგოლები;
2) = belt line;
8. არქიტ. წარბი;
9. სლ. ალკოჰოლიანი სასმლის ჭიქა;
10. სლ. ელდა, თავზარი; to get a belt out of smth. ≅ რაღაცით თავზარდაცემულია;
⌇ belt planting ს.-მ. ზოლებრივი ნათესი; belt road სამხ. ფრონტის პარალელური გზა; გარდიგარდმო გზა; belt transmission ტექ. ღვედური გადაცემა;
◇ below the belt უსამართლო, უმართებულო და გესლიანი (ითქმის შენიშვნის შესახებ); to hit / to strike, to tackle / below the belt ა) წელს ქვემოთ დარტყმა (აკრძალული დარტყმის მიყენება კრივში); ბ) უპატიოსნოდ / ვერაგულად მოქცევა; under one's belt ა) კუჭში; to have a few Scotches under one's belt რამდენიმე ჭიქა ვისკის გადაკვრა; ბ) წარსულში; he has three classical roles under his belt მას სამი კლასიკური როლი აქვს ნათამაშები; to have smth. under one's belt საუბ. ʘ უკვე მიღწეული / მოპოვებული აქვს (ითქმის წარმატების / გამარჯვების შესახებ); to lay under one's belt საუბ. გაძღომა; to have the champion's belt ჩემპიონობა (კრივში).