1. 1) ზარი; ზანზალაკი; ეჟვანი, ჟღარუნა; Tom bell დიდი ზარი;
2) ჩვეულ. pl ზარების რეკვა; the continuous peal of temple bells ტაძრის ზარების განუწყვეტელი რეკვა; passing bell სამგლოვიარო ზარები (აგრ. გადატ.);
3) ზარის და ა.შ. რეკვის ხმა;
2. ზარი (ელექტრონული მოწყობილობა); ზარის ხმა / წკარუნი; ring the bell to see if they're in ზარი დარეკე, ვნახოთ, თუ შინ არიან; to answer the bell კარის გაღება ზარის ხმაზე; there's the bell! the bell's ringing! ზარია! an alarm bell სასიგნალო ზარი;
3. ზღვ. 1) რინდა, გემის ზარი (რომელიც ყოველ ნახევარ საათში რეკავს; აგრ. ship's bell);
2) რინდა, ზარის ჩამოკვრა / რეკვა ყოველ ნახევარ საათში (მიუთითებს დროს); a ring of eight bell ზარის რვა ჩამოკვრა (შუადღის ან შუაღამის 12სთ, დღის ან დილის 4სთ, საღამოს ან დილის 8სთ) [იხ. აგრ. 3)];
3) ნახევარი საათი (დროის ინტერვალი ზარის ორ ჩამოკვრას შორის; მიუთითებს ვახტის ნახევარი საათის გასვლას); a ring of eight bell ოთხი საათი (ვახტის დასრულება) [იხ. აგრ. 2)];
4. pl მუს. კარიონი, კარილიონი;
5. ჩვეულ. pl კურანტები; a chime of bells კურანტების რეკვა;
6. 1) ზარისებრი / ზარის ფორმის რამ;
2) ტექ. ბრძმედის კონუსი;
7. ბოტ. ყვავილის ჯამი;
8. არქიტ. კორინთული სვეტის კაპიტელი;
9. გეოლ. ჩამოწოლილი ქანი;
10. სპორტ. შტანგა, ორბირთულა;
11. pl ფართოტოტებიანი / კლოშიანი შარვალი;
⌇ bell clapper ზარის ენა; bell rope ზღვ. რინდა ბულინი (ზარის ენაზე გამობმული თოკი); bell skirt კლოშიანი ქვედატანი; bell mouth ცილინდრის მილძაბრა; bell housing ავტ. მქნევარას კარტერი; bell sands გეოლ. მჟღერი ქვიშები;
◇ to bear the bell ა) პირველობის მოპოვება; პირველი პრიზის მიღება; ბ) პირველობა; წინამძღოლობა; to carry away the bell პირველი პრიზის მიღება; to lose the bell შეჯიბრებაში დამარცხება; with bells on ემოც.-გამაძლ., განსაკ. სალანძღავი სიტყვის შემდეგ: a fool with bells on ნაღდი სულელი; to crack the bell ჩაფლავება; საქმის ჩაშლა; to give smb. a bell საუბ. ტელეფონით დარეკვა / დაკავშირება; to ring the bell დაკმაყოფილება; წარმატების ქონა, მოწონება; the book rings the bell with teenagers ეს წიგნი მოწონებით სარგებლობს ახალგაზრდობაში; to ring the bells გამარჯვების ზეიმი; that / it / rings a / the / bell საუბ. ʘ აგონებს; ეცნობა; his name rang no bell in my mind მისი სახელი არაფერს მეუბნებოდა; ვერაფერს ვიხსენებდი მასთან დაკავშირებით; to ring one's own bell თავის ქება; to hang the bell about the cat's neck = to bell the cat [იხ. bell¹ II ◇]; to curse by bell, book and candle ა) ისტ. ეკლესიისგან განკვეთა; ბ) ხუმრ. საბოლოოდ უარყოფა; ზურგის შექცევა; saved by the bell ა) მხოლოდ გონგით გადარჩენილი (ითქმის ნოკაუტს გადარჩენილი მოკრივის შესახებ); ბ) სასწაულით გადარჩენილი; უკანასკნელ წუთს გადარჩენილი.