1. 1) დაჯერება (˂და˃იჯერებს, ˂და˃უჯერებს); ʘ სჯერა; believe me მერწმუნეთ; I believe you მჯერა თქვენი; to believe a rumour ჭორის დაჯერება; I believe what he says მჯერა მისი ნათქვამისა; that is very hard to believe ეს ძალიან ძნელი დასაჯერებელია; I made him believe it მე დავარწმუნე ის ამაში; you'd better believe it საუბ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ; we soon believe what we desire რაც გვინდა, იმას ადვილად ვიჯერებთ;
2) ნდობა (ენდობა); I believe him implicitly სავსებით ვენდობი მას; a man who deserves to be believed ადამიანი, რომელიც სრულ ნდობას იმსახურებს; we believed him on his word სიტყვაზე ვენდეთ;
2. აგრ. რელიგ. ʘ სწამს, სჯერა; the point of religion is believing რელიგია იმას ნიშნავს, რომ უნდა გწამდეს;
3. ფიქრი (ფიქრობს); მიჩნევა; ვარაუდი; it is believed (that) ფიქრობენ / მიაჩნიათ, რომ; I believe (that) you are right [wrong] ვფიქრობ, რომ თქვენ მართალი ბრძანდებით [ცდებით]; the detective believes that the murderer is the victim's wife დეტექტივი ვარაუდობს, რომ მკვლელი მოკლულის ცოლია; "Will they arrive tomorrow?" – "I believe so" "ისინი ხვალ ჩამოვლენ?" – "მე მგონი, კი"; the plan is believed to be realistic გეგმა რეალურად მიაჩნიათ; I believe him to be alive ჩემი აზრით, ის ცოცხალია; დარწმუნებული ვარ, რომ ის ცოცხალია; he is believed to be in Paris ფიქრობენ, რომ ის პარიზშია; the woman is believed to be in her mid-thirties ვარაუდობენ, რომ ქალი ოცდათხუთმეტიოდე წლის უნდა იყოს; we believe him to be the man for the job ჩვენი ვარაუდით, ეს კაცი ამ საქმისათვის გამოდგება; he believes himself to be unfairly treated მას მიაჩნია, რომ უსამართლოდ ექცევიან;
4. : to believe meanly of smb., smth.
მოძვ. ვინმეზე, რამეზე ცუდი წარმოდგენის / აზრის ქონა (აქვს);
▭ to believe in 1) (იშვ. on) ʘ სწამს, სჯერა; do you believe in God [spiritualism]? გწამთ ღმერთი [სპირიტიზმი]? he believes in ghosts მას სჯერა, რომ არსებობენ მოჩვენებები; მას მოჩვენებების სჯერა;
2) ვისიმე, რისამე დაჯერება (სჯერა), ნდობა; დიდი მნიშვნელობის მიცემა; I believe in human nature მჯერა ადამიანისა; I believe in early rising მჯერა, რომ ადრე ადგომა სასარგებლოა; I believe in you მჯერა თქვენი; დიდ იმედებს ვამყარებ თქვენზე; he did not believe in women მას ქალების არაფერი სწამდა; we need a leader we can believe in ისეთი ლიდერი გვჭირდება, ვისი ნდობაც შეგვეძლება;
3) რისამე სამართლიანად / მართებულად მიჩნევა (მიაჩნია); I don't believe in punishing children ბავშვების დასჯა მართებულად არ მიმაჩნია; we believe in punishing the guilty and acquitting the innocent but it's not what happens ჩვენ სამართლიანად მიგვაჩნია დამნაშავეთა დასჯა და უდანაშაულოთა გამართლება, მაგრამ ეს ასე არ ხდება ხოლმე;
◇ to make believe (that) ა) თავის მოჩვენება; ბ) რისამე წარმოდგენა (განსაკ. ბავშვთა თამაშობებში); let's make believe (that) we're pirates მოდით, ვითამაშოთ ყაჩაღობანა; believe it or not საუბ. გინდ დაიჯერე, გინდ არა; not to believe one's eyes / ears / ʘ საკუთარ თვალებს / ყურებს არ უჯერებს.