1. ენტ. ფუტკარი (Apis mellifera); female / queen / bee დედა ფუტკარი; working bee მუშა ფუტკარი; keeping of bees მეფუტკრეობა;
2. ამერ. 1) მეზობლების დახმარება; ერთობლივი მუშაობა; spinning [husking, quilting] bee მეზობლების დახმარება დართვაში [სიმინდისათვის ფუჩეჩის გაცლაში, საბნის დალიანდაგებაში];
2) კიცხვ. გროვად / ჯგროდ მოქმედება; hanging [lynching] bee ბრბო, რომელიც ჩამოხრჩობაში [ლინჩის წესით გასამართლებაში] იღებს მონაწილეობას;
3) კონკურსი; spelling bee სასკოლო კონკურსი მართლწერაში;
⌇ a bee sting ფუტკრის ნესტარი; bee escape ს.-მ. ფუტკრის ნაყარის გასვლა (სკიდან); bee pasture [plants] თაფლოვანი მიდამო [ყვავილები]; bee veil ფუტკრებისაგან დასაცავი საფარი ან ბადე; bee venom ფუტკრის შხამი, აპიტოქსინი; bees transferring ფუტკრების გადაყვანა (ახალ სკაში);
◇ busy as a bee ფუტკარივით მოფუსფუსე / შრომისმოყვარე; გამრჯე, მუყაითი; to have a bee in one's bonnet (about smth.) საუბ. (რისამე) აჩემება, აკვიატება; გაუთავებლად (ერთ რამეზე) ფიქრი ან ლაპარაკი; the bee's knees საუბ. დიდი ვინმე; she thinks she's the bee's knees თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს; to have bees in the head ʘ ფანტაზიორია, ახირებულია, უცნაურია; შეირყა; to put the bee on smb. ამერ. სლ. ვინმესთვის ფულის თხოვნა სესხად; რისამე გამოთხოვა.