(beat; beaten, beat)
I
1. მაგრად რტყმა (ურტყამს), ცემა; ბრახუნი; ʘ ბრახუნი გააქვს; to beat at / on / the door კარზე ბრახუნი; the hail was beating against the windowpanes სეტყვას ფანჯრის მინებზე რაკარუკი გაჰქონდა; waves beat against the shore ტალღები ნაპირს ეხეთქებოდა; the hailstorm had beaten the wheat ხორბალი დაისეტყვა; the eagle beats the air with its wings არწივი ფრთების ქნევით ჰაერს აპობს; to beat a nut tree კაკლის ხის დაბერტყვა (ჭოკით);
2. 1) ცემა (სცემს), გალახვა, მიბეგვა; to beat with a stick ჯოხით მიბეგვა; to beat with a whip მათრახით ცემა, გამათრახება; to beat to death ცემით სიკვდილის პირას მიყვანა; badly beaten მაგრად ნაცემი; to beat black and blue ცემით დალილავება; you ought to be well beaten! მაგარი გასატყეპი ხარ! he was beating his horse mercilessly უმოწყალოდ ურტყამდა მათრახს თავის ცხენს;
2) დანაყვა (˂და˃ნაყავს); დაფქვა; დამტვრევა; to beat to powder, to beat small დანაყვით ფხვნილად ქცევა; to beat to pieces ნაწილებად დამტვრევა;
3. 1) (აგრ. at) შეჯიბრებაში, კონკურსში ვისიმე დამარცხება (˂და˃ამარცხებს); ჯობნა, მორევა; მოგება, გამარჯვება; their team was beaten მათი გუნდი დამარცხდა; he beat his adversary in the last round მან თავისი მოწინააღმდეგე ბოლო რაუნდში დაამარცხა; I can beat you at swimming ცურვაში გაჯობებ; the enemy was beaten and scattered მტერი დამარცხდა და პირი იბრუნა (გაიქცა); to beat smb. on points სპორტ. ქულებით მოგება;
2) პრობლემის, ავადმყოფობის და ა.შ. დაძლევა (˂და˃სძლევს), პრობლემისათვის, ავადმყოფობისათვის და ა.შ. თავის გართმევა; to beat the inflation ინფლაციის დაძლევა;
3) საუბ. საგონებელში ჩაგდება (ჩააგდებს), შეფიქრიანება; this problem can beat even the experts ამ პრობლემას შეუძლია ექსპერტებიც კი ჩიხში მოაქციოს / საგონებელში ჩააგდოს; it beats me არ მესმის, ვერ ვხვდები, ვერ გამიგია;
4) საუბ. ჯობნა (სჯობნის), ʘ აღემატება, უკეთესია, აჭარბებს; as a storyteller Chaucer beats all his contemporaries როგორც მთხრობელი, ჩოსერი ბევრად აღემატება ყველა თავის თანამედროვეს; to beat all ʘ ეს ყველაფერს აღემატება; you can't beat it შენ ამას უკეთ ვერ გააკეთებ;
5) ამერ. საუბ. მოტყუება (˂მო˃ატყუებს), გაცურება; გვერდის ავლა; to beat a statute კანონისთვის გვერდის ავლა; to beat a grocer's bill ბაყლის მოტყუება (ანგარიშის არასწორად გადახდა);
6) (to) გასწრება (˂გა˃ასწრებს, ˂გა˃უსწრებს); ვინმეზე ადრე მისვლა სადმე ან რაიმეს მიღწევა; we beat the train when it was nearing town მატარებელს გავუსწარით, როდესაც ის ქალაქს უახლოვდებოდა;
4. ძგერა (ძგერს), ცემა, პულსირება; his heart was beating გული უცემდა; his heart beat with joy სიხარულით გული აუფანცქალდა; the flag was beating in the wind ქარი დროშას აფრიალებდა; the cans beat in the van ქილები მანქანის ძარაზე ხმაურობდნენ;
5. გაჩხრეკა (˂გა˃ჩხრეკს), ალყის შემორტყმა, ნადირის გამოგდება / მორეკვა; to beat the jungle for monkeys ჯუნგლებში მაიმუნების გამორეკვა; to beat the town for smb. მთელი ქალაქის შემოვლა ვინმეს მოსაძებნად; the posse beat the countryside for the fugitive რაზმმა მთელი მიდამო მოჩხრიკა გაქცეულის მოსაძებნად;
6. (უპირატ. it) ამერ. საუბ. გაქცევა (გაიქცევა), გაპარვა; let's beat it მოდი, აქედან გავიპაროთ; beat to! გასწი / დაიკარგე აქედან!
II ა
1. 1) ტაქტის თვლა (თვლის); to beat time ა) ტაქტის თვლა; ბ) რისამე გაკეთება რიტმულად / შეწყობილად / ტაქტის აყოლებით (მარშით სვლა და ა.შ.); he was beating time with his foot ტაქტს ფეხის დარტყმით ითვლიდა; the clock was beating midnight საათმა ღამის 12 ჩამოჰკრა;
2) დოლის დაკვრა (˂და˃უკრავს), დაფდაფის ცემა; დოლის ცემით სიგნალის მიცემა; to beat the drum დოლის დაკვრა / ცემა [შდრ. აგრ. ◇]; to beat a retreat ა) სამხ. ისტ. დოლის / ნაღარის კვრა უკანდახევის ნიშნად; ბ) უკანდასახევი სიგნალის მიცემა; გ) პოზიციის და ა.შ. დათმობა, უკან დახევა; დ) გაქცევა, გაპარვა; to beat a charge ა) სამხ. ისტ. ა) დოლის / ნაღარის კვრა იერიშზე გადასვლის ნიშნად; ბ) იერიშზე გადასვლის სიგნალის მიცემა; to beat an alarm განგაშის ატეხა; to beat a parley ა) სამხ. ისტ. დოლის / ნაღარის კვრა მოლაპარაკებებისათვის მზადყოფნის ნიშნად; ბ) დაზავების შეთავაზება;
3) დაკვრა (˂და˃უკრავს), ცემა (ითქმის დოლის და ა.შ. შესახებ); the drums beat to arms აგუგუნებული დაფდაფები ჯარს საბრძოლოდ უხმობდა;
2. 1) ათქვეფა (ათქვეფს; აითქვიფება) კვერცხისა და ა.შ.; to beat eggs [cream] კვერცხის [ნაღების] ათქვეფა; to beat pillows ბალიშების გაბუება; to beat dough ცომის ზელა; this cream does not beat well ეს ნაღები ცუდად ითქვიფება;
2) მორევა (˂მო˃ურევს), აზელა (თიხისა და ა.შ.); to beat clay თიხის ზელა;
3. 1) (აგრ. up) ბერტყვა (ბერტყავს), გამობერტყვა (ტანსაცმლისა და ა.შ.); to beat carpets [rugs, curtains] ხალიჩების [ფარდაგების, ფარდების] ბერტყვა;
2) დაბეგვა (˂და˃ბეგვავს) ხორცისა და ა.შ.;
3) ტექ. ჭედვა (ჭედავს); თეგვა; to beat flat ტყლეჟა; to beat into leaf ლითონის გაბრტყელება / ტყლეჟა; they shall beat their swords into plough-shares ბიბლ., პოეტ. მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან – ნამგლებს;
4) ლეწვა (ლეწავს) მარცვლეულისა;
5) ძენძვა (ძენძავს) სელისა;
4. გზის გათელვა (გათელავს), დატკეპნა; გზის გაკაფვა / გაყვანა; to beat a walk გზის დატკეპნა; to beat a path გზის გაყვანა; to beat one's way through ʘ გზა გაიკაფა; he beat his way through the crowd მან ხალხში გააღწია;
5. ზღვ., სპორტ. ლავირება (ლავირებს); პირქართან ან უკუდინებასთან ბრძოლა; to beat against the wind პირქართან ლავირება; to beat along the wind ქარის მიმართულებით კურსის აღება;
▭ to beat about 1) კურსის / გეზის / მიმართულების სწრაფი ცვლა (ცვლის) ხელსაყრელი გეზის / მიმართულების საპოვნელად; გემის ქარზურგა ჰალსზე მიბრუნება;
2) მოგზაურობა (მოგზაურობს); ხეტიალი რისამე საძებნელად / საპოვნელად;
to beat back იერიშის მოგერიება (˂მო˃იგერიებს); თავდამსხმელთა უკუგდება; გაგდება; the enemy was beaten back მოწინააღმდეგის იერიში მოგერიებულ იქნა; he beat me back ხელი მკრა, გამაგდო;
to beat down 1) ჩამოგდება (˂ჩამო˃აგდებს); წაქცევა;
2) დაწვენა (˂და˃აწვენს) ითქმის წვიმის შესახებ; დასეტყვა; დატკეპნა; the rain has beaten down the corn [flowers] წვიმამ პური [ყვავილები] დააწვინა; the rain has beaten down the dust წვიმამ მტვერი დატკეპნა;
3) : the sun beat down mercilessly მზე უმოწყალოდ აცხუნებდა;
4) ფასის დაკლებინება (˂და˃აკლებინებს); to beat down a price ფასის დაკლებინება; to beat a man down in a price ʘ მას ფასი დააკლებინა, იგი აიძულა ფასი დაეკლო;
5) დაძლევა (˂და˃სძლევს), ჩახშობა (წინააღმდეგობისა და ა.შ.); to beat down all opposition ყოველგვარი წინააღმდეგობის ჩახშობა;
to beat in 1) ჩამტვრევა (˂ჩა˃ამტვრევს), ჩატეხა; შემტვრევა; to beat the door in კარის ჩამოგდება;
2) = to beat into;
to beat into ჩარჭობა (˂ჩა˃არჭობს), ჩასობა; to beat a nail into the wall ლურსმნის კედელში ჩასობა; to beat smth. into one's head რისამე თავში ჩადება / დაჩემება / აკვიატება; I can't beat it into his head ვერაფრით ვერ შევაგნებინე, ვერ გავაგებინე;
to beat off თავდამსხმელთა მოგერიება (მოიგერიებს) აგრ. to beat back;
to beat on = to beat upon;
to beat out 1) ჩაქრობა (˂ჩა˃აქრობს); the dry grass caught fire but we soon beat it out გამხმარ ბალახს ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ ჩვენ მალე ჩავაქრეთ;
2) საუბ. გა(მო)რკვევა (გა˂მო˃არკვევს), გაგება; to beat out the meaning of smth. რისამე მნიშვნელობის გამორკვევა / გაგება; let's beat the matter out მოდი გავარკვიოთ რაშია საქმე;
3) გამოჭედვა (˂გამო˃ჭედავს);
4) (out of) ამოგდება (ამოიგდებს), ამოღება; he cannot beat it out of his head არ შეუძლია ამოიგდოს ეს თავიდან;
5) : to beat out of reason ა) გადარწმუნება (გადაარწმუნებს); აზრის შეცვლევინება; ბ) თავგზის აბნევა (აუბნევს); to beat out of countenance დაბნევა (˂და˃აბნევს), შეცბუნება;
6) (of) გამოტყუება (გამოსტყუებს), დატყუება, დაცინცვლა; მოტყუებით წართმევა; he beat her out of a hundred dollars მან ქალს ასი დოლარი დასცინცლა;
to beat smb. to smth. ვინმესთვის რაიმეს დასწრება (˂და˃ასწრებს);
to beat up 1) = II ა 2 1);
2) მხეცურად ცემა (სცემს); დასახიჩრება;
3) შეკრება (˂შე˃კრებს); დაქირავება; to beat up (for) soldiers ჯარის შეკრება;
4) = II ა 5;
5) : to beat up to the guns მონად. ნადირის გამორეკვა (გამორეკავს) ჩასაფრებული მონადირეებისაკენ;
6) აღელვება (ააღელვებს), აგზნება;
7) გაჩხრეკა (˂გა˃ჩხრეკს), გადაჩხრეკა, გადაქოთება;
to beat upon იშვ. დაჟინება (დაიჟინებს);
◇ to beat up and down ა) ʘ აქეთ-იქით აწყდება; ბ) მერყეობა; to beat the streets ქვაფენილის ტკეპნა, ≅ უსაქმოდ ხეტიალი / ყიალი, შარახვეტიობა; to beat one's head against a wall ʘ კედელს თავს ახლის, ტყუილუბრალოდ / ამაოდ ირჯება; to beat the (big) drum ≅ ვისიმე, რისამე რეკლამირება, რისამე გაბერვა, გაზვიადება [შდრ. აგრ. II ა 1 2)]; to beat one's breast / chest / ≅ საკუთარი თავის რეკლამირება, ტრაბახი; beat one's brains / head / (out) with / about, on / smth. თავის მტვრევა რამეზე; to beat the air / wind / ≅ წყლის ნაყვა; უსარგებლო საქმის კეთება; to beat up the quarters (of) ვინმესთან დაუპატიჟებლად შევარდნა; ყველას ფეხზე დაყენება (მოულოდნელი ვიზიტით); to beat the hoof ფეხით სიარული; to beat one's gums / chops / ამერ. სლ. ენის ფხანა; ლაქლაქი; ყბედობა; to beat hollow / to a frazzle, all to pieces / ა) საბოლოოდ განადგურება / დამარცხება; ბ) ცემით სიკვდილის პირას მიყვანა; to beat the living daylights out of smb. ამერ. სლ. ცემით ვინმეს სიკვდილის პირას მიყვანა; he beats it up a lot სლ. თავაშვებულ ცხოვრებას ეწევა; to beat smb. to it ვისიმე ჯობნა რამეში; ვინმეს გასწრება; to beat the rap თავის არიდება (შურისძიებისათვის, კანონისათვის); can you beat it? ამაზე რას იტყვი? შეგიძლია ასეთი რამ წარმოიდგინო? you won't easily beat it შენ ამაზე უკეთესად ვერ გააკეთებ / უკეთესად არ გამოგივა; it beats the band / creation, cockfighting, the Dutch, my grandfather, the devil, hell / ეს ყველაფერს აღემატება, ეს დაუჯერებელია / განსაცვიფრებელია; enough flowers were sent to beat the band ≅ ყვავილებით აავსეს; it rained to beat the band ≅ კოკისპირულად წვიმდა; to beat smb.'s time ამერ. სლ. ვინმესთვის საცოლის / საქმროს წართმევა; to beat one's way ამერ. სლ. უბილეთოდ მგზავრობა; to beat about / ამერ. around / the bush საკითხის გარშემო ტრიალი, შორიდან შემოვლა, მიკიბულ-მოკიბულად ლაპარაკი; stop beating about the bush პირდაპირ თქვი, მიკიბულ-მოკიბულად ნუ ლაპარაკობ; to beat the record რეკორდის მოხსნა; one beats the bush while another catches the birds ≅ სხვისი ხელით ნარის გლეჯა.