1. ტარება, ზიდვა; the bearing of arms is forbidden იარაღის ტარება აკრძალულია;
2. 1) შობა, წარმოშობა;
2) მსხმოიარობა; მსხმოიარობის უნარი ან სტადია;
3) ნაყოფი; მოსავალი; rich bearings უხვი მოსავალი;
3. 1) მოქცევა, ქცევა, საქციელი, თავის დაჭერა; they loved her for her kindly bearing ის უყვარდათ მისი კეთილმოსურნეობის / კეთილი გულის გამო;
2) წარმოსადეგობა, ტანადობა; proud bearing წარმოსადეგობა, ამაყი შესახედაობა; the bearing of a soldier მხედრული გამართულობა;
4. მოთმინება; თავშეკავება; past bearing, beyond all bearing აუტანლად; there is no bearing him ის აუტანელია;
5. 1) (on) კავშირი; გავლენა; to have a bearing on smth. რაიმეზე გავლენის მოხდენა; რაიმესთან კავშირის ქონა; recent events had no bearing on our decision ბოლოდროინდელ მოვლენებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ჩვენს გადაწყვეტილებაზე;
2) დამოკიდებულება, რისამე მხარე, ასპექტი; მიდგომა; to consider a matter in all its bearings ამა თუ იმ საქმის / საკითხის ყოველმხრივ განხილვა / აწონ-დაწონა; the legal bearings of a case საქმის იურიდიული მხარე;
6. მნიშვნელობა; the precise bearing of the word სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა;
7. 1) ხშ. pl სპეც. მიმართულება, ორიენტაცია; კურსი ან მიმართულება კომპასის მიხედვით; აზიმუტი, პელენგი, რუმბი; radio bearing რადიოპელენგი; magnetic bearing ა) მაგნიტური აზიმუტი / პელენგი; ბ) მაგნიტური ისრის მიმართულება; compass bearing ა) კომპასის აზიმუტი, კომპასის პელენგი; ბ) მიმართულება კომპასის მიხედვით; the bearings of smth. რისამე ადგილმდებარეობა; to get / to find, to take / one's bearing(s) საკუთარი მდგომარეობის განსაზღვრა / გამორკვევა; ორიენტირება (აგრ. გადატ.); to lose one's bearing(s) ორიენტაციის დაკარგვა, გზის დაკარგვა; to be out of bearings დაბნევა, თავგზის აბნევა;
2) ზღვ. გემის ადგილმდებარეობა;
8. ტექ. საკისარი; საკისრის სადები;
9. მშენ. საყრდენი / საყრდენი წერტილი (კოჭისა და ა.შ.);
10. სამთ. განვრცობა (შრისა ან მადნის ფენისა);
11. ჰერალდ. ფიგურა (გერბზე);
⌇ bearing metal ტექ. სასაკისრე შენადნობი, განსაკ. ბაბიტი; bearing box ტექ. ბუქსი; bearing error სპეც. პელენგის შეცდომა;
◇ to bring smb. to his bearings ვინმესთვის თავისი ადგილის მიჩენა; დიდგულობის მოშლევინება.