4. 1)
ʘ უდრის; twice two is four ორჯერ ორი ოთხია; let x be ten დავუშვათ x უდრის ათს;
2) საუბ. ʘ ღირს; how much is it? რა ღირს ეს? what are these shoes? რა ღირს ეს ფეხსაცმელები?
3) ʘ ნიშნავს, მნიშვნელობა აქვს; it is nothing to me ეს მე ჩირადაც არ მიღირს, ამას ჩემთვის ჩალის ფასი აქვს; what is all that to me? ეს რა ჩემი საქმეა? რა მენაღვლება?
5. ამაღლ. თანხლება (თან ახლავს, თან სდევს); სურვება (იხმ. ძახილის წინადადებებში სურვების აღსანიშნავად); victory be yours! გისურვებთ გამარჯვებას!
II ბ
1. there is არის; there are many English books in our library ჩვენს ბიბლიოთეკაში ბევრი ინგლისური წიგნია; there was once an old man ... იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბერიკაცი ...;
2. to have been 1) წვევა (ეწვევა), ყოფნა, დათვალიერება, ნახვა; has he been to London? ლონდონში ნამყოფია? have you been to that exhibition? დაათვალიერეთ ის გამოფენა? I've been there ა) მე იქ ვყოფილვარ; ბ) საუბ. ≅ ნაცნობი ოინებია;
2) საუბ. შე(მო)ვლა (შე˂მო˃ივლის), გამოვლა, მოსვლა; has anyone been? ვინმეს ხომ არ შემოუვლია? has the post been? ფოსტა ხომ არ მოსულა?
3. to be about to do smth. დაპირება (˂და˃აპირებს), განზრახვა, ʘ განზრახული აქვს; she was about to go to visit her friends იგი მეგობრებთან აპირებდა სტუმრად წასვლას;
4. to be up to smth. განზრახვა (განიზრახავს), გულში ჩადება; რისამე წამოწყება, ატეხა; he is up to no good კარგი არაფერი აქვს გულში ჩადებული;
5. not to be up to (doing) smth. ʘ არ ძალუძს, არ შეუძლია; თავს ვერ ართმევს; I am not up to going to the theatre tonight არ შემიძლია / არ ძალმიძს საღამოს თეატრში წასვლა; he is not up to his job თავს ვერ ართმევს თავის სამუშაოს; he is not up to his father as a scholar როგორც მეცნიერი, ბევრად ჩამოუვარდება მამამისს;
6. to be going to do smth. დაპირება (˂და˃აპირებს; გამოხატავს წინასწარგანზრახულ მოქმედებას, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს); she is going to the theatre tonight ამ საღამოს თეატრში მიდის / აპირებს წასვლას;
7. to be up to smb. ʘ დამოკიდებულია (ვინმეზე); it is up to him to decide მასზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება; it is up to you to choose არჩევანი თქვენზეა;
8. to be for some place გამგზავრება (გაემგზავრება), სადმე წასვლა; are you for Bristol? მიემგზავრებით ბრისტოლში?
III ა
1. როგორც საერთი ზმნა (შედგენილ სახელად შემასმენელში) 1) ყოფნა (არის); he is a teacher ის მასწავლებელია; "Who is that girl?" – "It's my daughter" "ვინ არის ეს გოგო?" – "ეს ჩემი ქალიშვილია"; he is an Englishman ის ინგლისელია; he's from Milan მილანიდანაა; our task is to finish the work in time ჩვენი ამოცანაა, დროულად დავასრულოთ სამუშაო; she is twenty ის ოცი წლისაა; today is the tenth დღეს ათია (რიცხვი); tomorrow is Friday ხვალ პარასკევია; what is it? ა) ეს რა არის? ბ) რა ხდება? unity is strength ძალა ერთობაშია;
2) ამა თუ იმ მდგომარეობაში ყოფნა (არის); რისამე გრძნობა, შეგრძნობა; I am cold [hot] მცივა [მცხელა]; he is glad [nervous, silent, happy] იგი გახარებულია [ნერვიულობს, დუმს, ბედნიერია];
2. to go ზმნის p.p.-თან ერთად 1) წასვლა (მიდის), გამგზავრება; არყოფნა; he is gone ის წავიდა / გაემგზავრა;
2) დაკარგვა (˂და˃იკარგება), გაუჩინარება, გაქრობა; my pencil is gone ფანქარი სადღაც დამეკარგა; my purse is gone საფულე დამეკარგა / მომპარეს;
3. მოძვ. ზმნების to come, to fall, to sit, to run, to get p.p.-თან ერთად: winter was come ზამთარი დადგა; the sun was risen მზე ამოვიდა;
4. მომდევნო ინფინიტივთან ერთად გამოხატავს 1) ვალდებულებას, რომელიც შეპირობებულია წინასწარი შეთანხმებით, მორიგებით ან გეგმით: he is to come at six ის ექვს საათზე უნდა მოვიდეს; he was to come at six ის ექვს საათზე უნდა მოსულიყო; he was to have come at six ის ექვს საათზე უნდა მოსულიყო (მაგრამ არ მოვიდა); the house is to let სახლი ქირავდება; I am to inform you უნდა გაცნობოთ;
2) შესაძლებლობას: not a cloud was to be seen ერთი ღრუბელიც კი არსად ჩანდა; how am I to get through all this work today? როგორ გავართმევ თავს ამ სამუშაოს დღეს?
3) განზრახვას, სურვილს (პირობით წინადადებებში); if we are to come in time, we must start at once თუ დროზე გვსურს მისვლა, ახლავე უნდა წავიდეთ / გავემგზავროთ;
III ბ
როგორც მეშველი ზმნა
1. ზმნის pres.p.-თან ერთად აწარმოებს განგრძობითი დროის ფორმებს: he was talking to his son at the moment იმ დროს ვაჟიშვილს ელაპარაკებოდა; he is working ის ახლა მუშაობს;
2. გარდამავალი ზმნების p.p.-თან ერთად აწარმოებს ვნებითი გვარის ფორმებს: they will be punished ისინი დაისჯებიან; such questions are settled by the committee ასეთ საკითხებს კომიტეტი წყვეტს; they are not to be trusted მათი ნდობა არ შეიძლება;
▭ to be at განზრახვა (განიზრახავს), დაპირება, ʘ განზრახული აქვს; what would you be at? რა გაქვთ განზრახული? რას აპირებთ? he is at it again კიდევ არ იშლის თავისას;
to be away არყოფნა (არ იმყოფება), ʘ არ არის, წასულია (შვებულებაში, არდადეგებზე);
to be back დაბრუნება (˂და˃ბრუნდება); she should be back soon წესით, მალე უნდა დაბრუნდეს;
to be down 1) ჩასვლა (ჩავა); ქვევით / დაბლა ყოფნა;
2) გაიაფება (˂გა˃იაფდება), ფასების დაკლება; eggs were down 15 per cent კვერცხი 15 %-ით გაიაფდა;
3) საუბ. ცუდ ხასიათზე ყოფნა (არის); ʘ უქეიფოდაა;
4) (on) ვინმეს წინააღმდეგ განწყობა (განეწყობა), ვინმესთვის ცუდი თვალით ყურება; she thought that the teacher was down on her იგი თვლიდა, რომ მასწავლებელი ცუდი თვალით უყურებდა;
to be for ვისიმე, რისამე მხარეზე / მხარდამჭერად / მომხრედ ყოფნა (არის); who is for going home? ვინ არის შინ წასვლის მომხრე?
to be in 1) შინ ყოფნა (არის), ადგილზე ყოფნა; Jane called at his office but he was not in ჯეინმა სამსახურში გაუარა მას, მაგრამ იგი ადგილზე არ აღმოჩნდა;
2) ხელისუფლების სათავეში ყოფნა (არის); the Liberals were in ხელისუფლების სათავეში ლიბერალები მოვიდნენ;
3) მოსვლა (მოვა); is the train in? მატარებელი მოვიდა? the mail is in ფოსტა მოვიდა; summer is in ზაფხული დადგა;
4) : strawberries are in ხენდრო შემოვიდა, ხენდრო დამწიფდა; football isn't yet in ფეხბურთის სეზონი ჯერ არ დაწყებულა;
to be off 1) წასვლა (წავა), გამგზავრება; the train is off მატარებელი გავიდა;
2) ჩაშლა (˂ჩა˃იშლება), გადადება, ʘ არ შედგა; the trip was off მოგზაურობა გადაიდო / არ შედგა;
3) ʘ თავისუფალია; we were off for the afternoon დღის მეორე ნახევარში ჩვენ თავისუფლები ვიყავით;
4) შეცდომა (˂შე˃ცდება), მოტყუება (მოტყუვდება);
to be on 1) ნთება (ანთია), ʘ იწვის, ჩართულია (ითქმის სინათლის, გაზის შესახებ და მისთ.); all the lights were on ყველა ნათურა ენთო, ყველაფერი გაჩახჩახებული იყო;
2) სპექტაკლის, ფილმის გასვლა (გადის), დემონსტრირება; the new feature film is on now ახალი მხატვრული ფილმი უკვე გადის / გამოვიდა ეკრანებზე; what's on today? რა გადის დღეს (თეატრში, კინოში)?
3) სასამართლო პროცესის მოსმენა (˂მო˃ისმენენ); the case will be on again ამ საქმეს განმეორებით მოისმენენ;
4) კომისიის და მისთ. წევრობა (წევრია) / მონაწილეობა; he is on the committee იგი კომისიის წევრია / შემადგენლობაში შედის;
to be out 1) შინ არ ყოფნა (არ არის), ადგილზე არ ყოფნა;
2) სინათლის, გაზის და ა.შ. ჩაქრობა (˂ჩა˃ქრება), გამორთვა; the fire is out ცეცხლი ჩაქრა;
3) გახსნა (˂გა˃იხსნება), აღმოჩენა; გამოაშკარავება, გამომჟღავნება; the secret is out საიდუმლო გამჟღავნდა;
4) დაპირება (˂და˃აპირებს), განზრახვა, ʘ განზრახული აქვს;
to be over დამთავრება (˂და˃მთავრდება), დასრულება, დაბოლოება; the meeting was over კრება დამთავრდა;
to be through დამთავრება (˂და˃მთავრდება), დასრულება, დაბოლოება; he won't be through today until six o'clock დღეს ექვს საათამდე ვერ დაამთავრებს სამუშაოს / ვერ განთავისუფლდება; I am through with it! მორჩა! გათავდა!
to be up 1) ადგომა (ადგება), გა(მო)ღვიძება; she isn't up yet იგი ჯერ არ ამდგარა;
2) ფხიზლობა (ფხიზლობს), ʘ ფეხზეა; I was up till three last night წუხელ სამ საათამდე არ დავწოლილვარ;
3) გაძვირება (˂გა˃ძვირდება), ფასების მომატება; the shares are up აქციების ფასმა მოიმატა;
4) შეწყდომა (˂შე˃წყდება), დამთავრება; the game is up ა) თამაში დასრულდა; ბ) მარცხი მოუვიდა, ბედმა უმტყუნა, საქმე წააგო; the time is up დრო ამოიწურა;
◇ be as it may საუბ. როგორც არ უნდა იყოს; რაც იქნება, იყოს; let it be! თავი დაანებე! დაეხსენი! დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის! so be it აგრე იყოს; how are you?როგორა ხართ? როგორ ბრძანდებით? I am quite well კარგად ვარ; he is all ears სმენადაა ქცეული; he was all eyes გაფაციცებით უყურებდა რაღაცას, თვალებად იყო ქცეული; he was all attention სმენად იქცა; to be at one with smb. ერთსულოვნად მოქმედება; to be in with smb. ≅ კარგად იცნობს, ახლობელი / შინაური კაცია; to be in for it საუბ. ხათაბალაში გაბმა; to be in smb. ʘ ახასიათებს, სჩვევია; it is not in him to do such a thing ის ასეთ რამეს არ ჩაიდენს, მას არ სჩვევია ასეთი რამეების კეთება; to be down and out ა) ʘ ძალღონეგამოლეულია, არაქათგამოცლილია, დაუძლურებულია; ბ) უსახსროდ დარჩენა, გაკოტრება, გაღატაკება; to be on the beach ა) გაკოტრება, დიდ გასაჭირში ჩავარდნა, მშრალზე დარჩენა; ბ) უმუშევრობა (უმუშევარია) ითქმის მეზღვაურის შესახებ; to be up and about მორჩენა, გამოჯანმრთელება, ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანსაღება / გამოკეთება / მომჯობინება; to have been about ყოველდღიურ საქმიანობაში დიდი გამოცდილების ქონა; you never know where you are with him არასოდეს არ იცი, რას უნდა ელოდე მისგან / როგორ უნდა მოიქცე მასთან; to be oneself თავის ბუნებრივად / თავისუფლად დაჭერა; be yourself! be your age! ნუ სულელობ! you've been and gone and done it! სლ. ეს რა ჩაიდინე?! ეს რა სისულელეები ჩაგიდენია! ეს რა გიქნია! I'll be! ამერ. სლ. ახალი ამბავი! აი, ბატონო! დედა-დედა! ღმერთო ჩემო! (გაოცების / განცვიფრების გამომხატველი შეძახილები).