ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

battle¹ I noun
[ʹbætl]
ბეჭდვა

1. ბრძოლა; კვეთება, შებმა; bloody [hot] battle სისხლისმღვრელი [ცხარე / სასტიკი] ბრძოლა; field of battle = battlefield; battle royal ა) გენერალური ბრძოლა; ბ) ხუმრ. ჩხუბი, მუშტი-კრივი, ცემა-ტყეპა; მამლების ჩხუბი და მისთ.; გ) ცხარე კამათი, უთანხმოება; to fight a battle ბრძოლა, ბრძოლის წარმოება; to offer battle ბრძოლის თავს მოხვევა / გამოწვევა; line of battle ფრონტის ხაზი; to give battle ბრძოლის გამართვა; to join battle ბრძოლაში ჩაბმა; to lose [to win] the battle ბრძოლის წაგება, ბრძოლაში დამარცხება [მოგება, ბრძოლაში გამარჯვება]; to commit to battle ბრძოლაში შეყვანა, ბრძოლაში ჩაბმა; to be killed / to die / in battle ბრძოლაში დაღუპვა; ʘ ბრძოლის ველზე დაეცა / დაიღუპა; in the heat of the battle შუა / გაცხარებულ ბრძოლაში; pitched battle ა) სასტიკი / გააფთრებული ბრძოლა; ბ) სამხ. გადამწყვეტი / გენერალური ბრძოლა; to refuse battle ბრძოლაზე უარის თქმა / თავის არიდება; the Battle of Waterloo ვატერლოოს ბრძოლა; the Battle of Britain "ინგლისისათვის ბრძოლა" (II მსოფლიო ომში გერმანიის ფართომასშტაბიანი საჰაერო ომი ინგლისის წინააღმდეგ ჰაერში ბატონობის მოპოვებისათვის; 1940-41 წწ.); the Battles of the Somme ბრძოლა მდ. სომასთან (ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა კაცობრიობის ისტორიაში; გაიმართა 1916 წ. I მსოფლიო ომის დროს);

2. გადატ. რაიმესთვის ბრძოლა; the battle of life არსებობისათვის ბრძოლა; the battle for survival გადარჩენისათვის ბრძოლა; a losing battle გარდაუვალი / უეჭველი მარცხი; to fight one's battle საკუთარი მრწამსის ან ინტერესებისათვის ბრძოლა; ʘ თავს არავის დააჩაგვრინებს, თავის საქმეს თვითონვე მოუვლის; a battle of wits გონებათა ჭიდილი, შეჯიბრება მახვილგონიერებაში; the battle of the books ირონ. სწავლულთა პაექრობა;

3. ისტ. ლაშქარი; შეიარაღებული ძალები;

battle scene ბატალური სცენა; battle formation [patrol, task, alarm, training, report, outposts] საბრძოლო წყობა [მზირნი, ამოცანა, განგაში, მომზადება, პატაკი, დაცვა]; battle area ბრძოლის ველი; საბრძოლო მოქმედებების რაიონი; battle line ფრონტის ხაზი; battle reconnaissance ა) საბრძოლო დაზვერვა; ბ) ამერ. ბრძოლით დაზვერვა; battle losses საბრძოლო დანაკარგები; battle casualty ა) ბრძოლაში დაჭრილი ან მოკლული; ბ) მწყობრიდან გამოყვანილი ქვემეხი / მანქანა; battle casualties საბრძოლო დანაკარგები (მოკლულების, დაჭრილებისა და ტყვეების სახით); battle practice საბრძოლო წვრთნა; battle inoculation ხუმრ. საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში სწავლება; battle fatigue მედ. საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული ფსიქიკური ტრავმა; battle cruiser [fleet, squadron] სახაზო კრეისერი [ფლოტი, ესკადრა]; battle dress სალაშქრო ფორმის ტანსაცმელი; battle map ტაქტიკური რუკა; battle pack საიერიშო აღჭურვილობა;

half the battle წარმატების საწინდარი; რისამე მიღწევის / მოპოვების ყველაზე რთული / მნიშვნელოვანი ნაწილი; to be above the battle განზე დგომა, თავის შორს დაჭერა (შეტაკების / შეხლა-შემოხლის დროს); to fight smb.'s battles for him სხვისი საქმისათვის ბრძოლა, ვისიმე გამოსარჩლება; the battle is to the strong გამარჯვება ძლიერთა ხვედრია.

batting² battle¹ II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0601