1. უნაყოფო, მწირი, გამოფიტული (ითქმის ნიადაგის შესახებ); barren land / soil / მწირი / უნაყოფო ნიადაგი;
2. 1) მოძვ., წიგნ. უშვილო, ბერწი; barren woman უშვილო ქალი; barren marriage უშვილო ოჯახი; the dog was barren of pups ძაღლი ლეკვებს არ ყრიდა;
2) ბერწი (ითქმის საქონლის შესახებ);
3) ბიოლ. უნაყოფო; უთესლო; სტერილური; the barren trees ხეები, რომლებიც ნაყოფს არ ისხამენ;
3. (of) ღარიბი (რითიმე); რაიმეს მოკლებული; barren of imagination [of creative spirit] წარმოსახვის უნარს [შემოქმედებით სულს] მოკლებული; barren of interest უინტერესო, მოსაწყენი; though she was beautiful she was completely barren of charm თუმც ლამაზი იყო, მომხიბლაობა სულ არ ჰქონდა; hearts barren of kindness უგულოები, შეუბრალებელნი;
4. 1) ცარიელი, უშინაარსო; barren scheme ფუჭი / უნაყოფო წამოწყება; barren praise უსაფუძვლო ქება-დიდება; barren life უაზროდ გატარებული ცხოვრება; barren style მშრალი / ღარიბი ენა (
ლიტ. ნაწარმოებისა);
2) მოსაწყენი; გულცივი, გულგრილი (ითქმის ადამიანის შესახებ); barren spectators გულგრილი მაყურებლები; his is a barren mind შეზღუდული გონების კაცია;
5. სამთ. არაპროდუქტიული, სასარგებლო წიაღისეულს რომ არ შეიცავს; ცარიელი (ითქმის ქანების შესახებ); barren rock ფუჭი ქანი; barren sand არაპროდუქტიული ქვიშა; barren well არაპროდუქტიული ჭაბურღილი;
◇ barren fig tree ა) ბიბლ. უნაყოფო ლეღვის ხე; ბ) უშვილო ქალი; გ) არარაობა (ითქმის ადამიანის შესახებ).