1. 1) სასწორი; quick / Roman / balance ბეზმენი, ცალსასწორი; assay balance სასინჯი სასწორი;
2) მოძვ. სასწორის თეფში; a pair of balance იშვ. სასწორის თეფშები; to tip (ან turn) the balance სასწორის ცალ მხარეზე გადაწონა, (აგრ. გადატ.) გადამწყვეტი მნიშვნელობის ქონა;
2. 1) წონასწორობა, წონასწორობის მდგომარეობა; თანაფარდობა; ბალანსი; stable balance მდგრადი წონასწორობა (აგრ. სპორტ.); balance of power პოლიტ. ძალთა თანაფარდობა; პოლიტიკური წონასწორობა (სახელმწიფოთა შორის); tourism has upset the balance of nature on the island ტურიზმმა დაარღვია კუნძულზე არსებული ეკოლოგიური ბალანსი; to maintain a strict balance of forces ძალთა თანაფარდობის მკაცრად შენარჩუნება; to keep / to hold, to preserve / one's balance წონასწორობის დაცვა / შენარჩუნება; to lose one's balance წონასწორობის დაკარგვა; the unexpected blow threw him off his balance უეცარმა დარტყმამ ის წააქცია; to make out the balance გაწონასწორება, წონასწორობის მგომარეობაში მოყვანა;
2) სულიერი წონასწორობა / სიმშვიდე; ზომიერება; სიდინჯე; to be off one's balance სულიერი სიმშვიდის დაკარგვა; to disturb the balance of one's mind სულიერი სიმშვიდის დაკარგვა;
3) პროპორციულობა, ჰარმონიული შეხამება, ჰარმონია; the balance of colours ფერთა ჰარმონია;
4) სპეც. ბალანსი; heat [energy, neutron] balance ფიზ. სითბოს [ენერგეტიკული, ნეიტრონული] ბალანსი;
3. გადამწყვეტი ფაქტორი; გადამწყვეტი გავლენა ან მნიშვნელობა; to hold the balance კონტროლის განხორციელება, მართვა; the balance of advantage lies with him მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს; the balance of our fortune rests with him ჩვენი ბედი მის ხელთაა;
4. 1) საპირწონე, კომპენსატორი; საწონი;
2) ბალანსირი (ჯამბაზის ჭოკი);
5. ქანქარა, ბალანსირი, ბალანსი (საათის მექანიზმში);
6. 1) ფინ. ბალანსი; სალდო; ნაშთი; balance of payments საგადამხდელო ბალანსი; trade balance, balance of trade სავაჭრო ბალანსი; merchandise trade balance საქონლით ვაჭრობის სავაჭრო ბალანსი; favourable [unfavourable] balance ხელსაყრელი / აქტიური [არახელსაყრელი / პასიური] ბალანსი / სალდო; negative [positive] balance უარყოფითი [დადებითი] ნაშთი (საბარათე ანგარიშზე); პასიური [აქტიური] ბალანსი / სალდო (სავაჭრო, საგადასახადო და სხვა); minimum balance მინიმალური ნაშთი / ბალანსი; account balance, balance of / on / an account ანგარიშის ნაშთი, ანგარიშზე არსებული ნაშთი; cash balance იხ. cash¹ I ⌇; balances with foreign banks საზღვარგარეთის ბანკებში ანგარიშის ნაშთი; უცხოური ავუარები; balance in hand ნაღდი ფული სალაროში; the balance in hand amounted to seventy dollars სალაროში 70 დოლარი იყო დარჩენილი; on balance ბალანსის გამოყვანის შემდეგ [შდრ. აგრ. ◇]; to strike the balance ა) ბალანსის გამოყვანა; ბ) გადატ. შეჯამება; to bring accounts to a balance კრებსითი ბალანსის შედგენა;
2) საუბ. დარჩენილი, ნარჩენი, ბოლო; he spent the balance of his life in travel თავის სიცოცხლის ბოლო წლები მოგზაურობაში გაატარა; he gave the balance of his dinner to the dog სადილის ნარჩენები თავის ძაღლს გადაუგდო;
7. (B.) სასწორი (თანავარსკვლავედი და ზოდიაქოს ნიშანი; აგრ. Libra [იხ. libra 2]);
8. სპორტ. 1) : long arm balance ორძელი;
2) დგომი; one hand balance ცალ ხელზე დგომი;
⌇ balance reports ბანკ. ნაშთის ამონაწერი; balance plough ს.-მ. ბალანსირული გუთანი;
◇ on / upon / balance ა) საღად განსჯის შედეგად, ვითარების საფუძვლიანი აწონ-დაწონის შემდეგ; მთლიანობაში, საერთო ჯამში; ბ) საბოლოოდ, საბოლოო ანგარიშით [შდრ. აგრ. 6 1)]; to be / to hang, to swing, to tremble / in the balance ა) გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა; ʘ მომავალი, შედეგები გაურკვეველია; the future is in the balance მომავალი გაურკვეველია; ბ) კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნა; ʘ ბეწვზე კიდია; გ) მერყეობა, ყოყმანი; to weigh in the balance აწონ-დაწონა; შეფასება, განსჯა, საღად მსჯელობა; to turn the balance სასწორის გადახრა; a moth will turn the balance უმნიშვნელო რამეს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს.