1. უკნიდან, უკან; he stood back in the crowd ის ხალხში უკან იდგა; she stepped back to let me pass ჩემს გასატარებლად რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია; keep / stand / back! არ მომიახლოვდე(თ)! იქით / განზე გადექი(თ)! the police kept the crowd back პოლიციელები ხალხს აკავებდნენ; back there! უკან! შეჩერდი! I knew him back home მას ვიცნობდი, როდესაც სამშობლოში ვცხოვრობდი;
2. 1) უკანვე, უკან, თავის ადგილზე; to get [to take, to send, to bring] back უკანვე / უკან მიღება [აღება, გაგზავნა, მიტანა]; put the pencil back on the desk ფანქარი უკანვე საწერ მაგიდაზე დადე(თ); to come back დაბრუნება; to run back მორბენა; to fly back ჩამოფრენა; when will they be back როდის დაბრუნდებიან? go back home სახლში / შინ დაბრუნდი(თ); to look back ა) უკან მიხედვა, წარსულისათვის თვალის გადავლება; ბ) წარსულზე სინანულის განცდა; ჩადენილის / გაკეთებულის მონანიება; back and forth წინ და უკან; there and back იქით-აქეთ;
2) ისევ, ხელახლა; the liquid turned back into gas სითხე ისევ აირად გადაიქცა;
3) ტექ. საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით;
3. 1) გარკვეული ხნის წინ, წინათ; a few years back რამდენიმე წლის წინათ; an hour or so back დაახლოებით ერთი საათის წინ;
2) დაგვიანებით, ჩამორჩენით; he was three days back in his work ის სამი დღით ჩამორჩა თავის სამუშაოს;
4. მიუთითებს საპასუხო მოქმედებას: to pay back ა) ვალის დაბრუნება; ბ) გადახდა (
რისამე); to answer back შეპასუხება, სიტყვის შებრუნება (
განსაკ. შენიშვნაზე); to talk back უხეშად / მკვახედ მიგება; to love back სიყვარულითვე პასუხი;
5. შესიტყვებებში: back from გვერდზე, მოშორებით; back from the road გზიდან მოშორებით; back of ამერ. საუბ. 1) რაიმეს უკან, უკნიდან; the garden back of the house სახლის უკან მდებარე ბაღი; he rode back of the cart საზიდრის უკან მოდიოდა ცხენით;
2) გადატ. რაც რისამე უკან / მიღმა დგას ან იმალება; various motives were back of this reversal of policy პოლიტიკის შეცვლის მიღმა მრავალი მოტივი იმალებოდა; each speaker told what the organization back of him wanted თითოეული ორატორი ლაპარაკობდა, თუ რა სურდა მის მიერ წარმოდგენილ ორგანიზაციას.