1. დანიშვნა; assignment to a position თანამდებობაზე დანიშვნა;
2. ასიგნება; გამოყოფა; assignment of sums თანხების ასიგნება; assignment of lands მიწის ნაკვეთების გამოყოფა;
3. 1) მივლინება; one of our reporters is on assignment in China ჩვენი ერთ-ერთი კორესპონდენტი მივლინებით იმყოფება ჩინეთში;
2) საშინაო დავალება; სამუშაო; to do oneʹs assignment გაკვეთილების მომზადება; you will need to complete three written assignments per semester სემესტრში სამი წერითი სამუშაო გექნებათ შესასრულებელი; I had set myself a tough assignment საკუთარ თავს რთული ამოცანა დავუსახე;
4. ვინმესთვის (რაიმეს) მიწერა;
5. ისტ. გადასახლებულთა მიმაგრება კოლონისტებზე უფასოდ მუშაობისთვის (ავსტრალიაში);
6. იურ. 1) ცესია, დათმობა, გადაცემა (უფლებისა და ა.შ.); assignment of a contract კონტრაქტის დათმობა; assignment of copyright საავტორო უფლების გადაცემა;
2) უფლების ან ქონების გადაცემის დოკუმენტი;
⌇ assignment clause ქონების, უფლების გადაცემის პირობები (დაზღვევის პოლისში).