1. 1) იერიშის / შტურმის მიტანა (მიიტანს); to assault a city [a fortress] იერიშის მიტანა ქალაქზე [ციხესიმაგრეზე];
2) ვინმეზე თავდასხმა (თავს დაესხმის); he has been charged with assaulting a police officer იგი პოლიციელზე თავდასხმაში დაადანაშაულეს; four women have been sexually assaulted in the area recently ამ უბანში ახლახან ოთხ ქალს დაესხნენ თავს გაუპატიურების მიზნით;
2. წიგნ. გაყრუება (˂გა˃აყრუებს); the cries assaulted his ears იგი ყვირილმა გააყრუა;
3. მძაფრად / უხეშად გამოსვლა (გამოვა) რაიმეს წინააღმდეგ; გაკრიტიკება, თავდასხმა; to assault smb.ʹs reputation ვინმეს რეპუტაციის შებღალვა;
3. იურ. 1) ფიზიკური ძალადობით დამუქრება (˂და˃ემუქრება);
2) ევფ. გაუპატიურება (˂გა˃აუპატიურებს), ნამუსის ახდა.