ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

arm² I noun
[ɑ:m]
ბეჭდვა

1. ჩვეულ. pl 1) იარაღი; საბრძოლო საშუალება; stand of arms მოძვ. ჯარისკაცის სრული შეიარაღება (მუშკეტი, ხიშტი და პატრონტაში); arms of precision ზუსტი ბრძოლის იარაღი; სნაიპერული იარაღი; in arms იარაღასხმული, შეიარაღებული; იარაღით ხელში [შდრ. აგრ. 4]; to be up in arms ა) ʘ კბილებამდე შეიარაღებულია, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია; ბ) ʘ აჯანყდნენ, ხელში იარაღი აიღეს; under arms იარაღქვეშ; იარაღასხმული, შეიარაღებული; to have 50 000 men under arms ʘ იარაღქვეშ ორმოცდაათი ათასი კაცი ჰყავს; ორმოცდაათათასიანი შეიარაღებული ჯარი ჰყავს; to be under arms ʘ იარაღქვეშ არის / დგას; ჯარში მსახურობს; to call to arms ჯარში გაწვევა, მობილიზაციის გამოცხადება; to carry arms იარაღის ტარება; to bear arms ა) იარაღის ტარება; ბ) ჯარში მსახურობა; გ) შეიარაღებაში ქონა [იხ. აგრ. 5]; to bear / to take (up) / arms against, to rise in arms (against) იარაღის ხელში აღება, იარაღის აღმართვა, ომის ან შეიარაღებული აჯანყების დაწყება (ვისიმე / რისამე წინააღმდეგ); to lay down / to ground, to throw down / (oneʹs) arms იარაღის დაყრა, დანებება; to appeal / to resort / to arms სადავო საკითხის გადასაჭრელად იარაღს მიმართვა, იარაღის გამოყენება; to arms! იარაღი აისხით! საბრძოლველად მოემზადეთ! (კომანდა);

2) იურ. საგანი, რომელიც გამოიყენება როგორც იარაღი;

2. pl პოეტ. აბჯარი, საჭურველი;

3. სამხ. ჯარების გვარეობა (აგრ. arm of service); all arms of the fighting forces საბრძოლო ჯარების ყველა გვარეობა; the air arm სამხედრო-საჰაერო ძალების გვარეობა; ავიაციის გვარეობა;

arm¹ II arm² II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0268