1. 1) ჩვეულ. pl შეიარაღება, საბრძოლო საშუალება, განსაკ. მძიმე იარაღი / ტექნიკა; bloated armaments გადაჭარბებული შეიარაღება; conventional armaments ჩვეულებრივი შეიარაღება; nuclear armaments ბირთვული შეიარაღება;
2) შეიარაღება, შეიარაღების გაზრდა; enormous outlay for / expenditure on / armaments უზარმაზარი ხარჯები შეიარაღებაზე; rush of armaments გამალებული შეიარაღება;
3) მძიმეწონიანი საზღვაო ქვემეხები;
2. ხშ. pl შეიარაღებული ძალები;
⌇ armament artificer სამხ. მოძვ. საარტილერიო ტექნიკოსი; armament(s) drive / race / გამალებული შეიარაღება, შეიარაღების გამალებული ზრდა; armaments factory სამხედრო ქარხანა, სამხედრო ტექნიკის, იარაღის და ა.შ. მწარმოებელი ქარხანა.