1. 1) თხოვნით მიმართვა (მიმართავს); რისამე თხოვნა; to apply for aid დახმარებისათვის მიმართვა; you may apply to him for football tickets ფეხბურთის ბილეთებისათვის შეგიძლიათ მას მიმართოთ; to apply to smb. for instructions ინსტრუქციებისათვის ვინმესადმი მიმართვა;
2) განცხადების შეტანა (შეიტანს) ჩვეულ. უმაღლეს სასწავლებელში მიღების, სამსახურის დაწყების და ა.შ. თაობაზე; to apply for a job განცხადების შეტანა სამსახურში მიღების თაობაზე; she applied as a teacher განცხადება შეიტანა მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად;
2. ხმარება (ხმარობს); გამოყენება; to apply political pressure პოლიტიკური ზეწოლის გამოყენება; to apply an epithet ეპითეტის ხმარება;
3. მიდება (˂მი˃ადებს), დადება; წასმა; to apply a match to a candle სანთლის ასანთით ანთება; to apply oneʹs eye to a telescope ტელესკოპისათვის თვალის მიდება; to apply glasscups [leeches] კოტოშების დაყრა [წურბელების დასმა]; to apply a bandage სახვევის დადება; apply cream to your face and neck წაისვით კრემი სახესა და ყელზე; to apply glue to a surface ზედაპირის წებოთი დაფარვა; ზედაპირზე წებოს გადასმა;
4. შეხება (შეეხება); მისადაგება; this applies to all ეს ყველას ეხება; this rule does not always apply ამ წესს ყოველთვის ვერ გამოიყენებ; that argument does not apply in this case ეს არგუმენტი მოცემულ შემთხვევაში არ გამოდგება;
5. გულმოდგინედ / მუყაითად მუშაობა (მუშაობს) რაიმეზე; კონცენტრირება რაიმეზე; თავის გადადება; he applied himself to his new job მონდომებით მუშაობდა ახალ სამსახურში; to apply oneself to mathematics მათემატიკის გულმოდგინედ შესწავლა;
6. მოძვ. რაიმესთან დაკავშირება (˂და˃უკავშირდება); what I have said does not apply to you რაც მე ვთქვი, შენ არ გეხება;
7. მოძვ. სმენის, მხედველობის, გონების და ა.შ. დაძაბვა (˂და˃ძაბავს);
◇ to apply the screw on / upon / ზეგავლენის მოხდენა; დაწოლა; to apply for the Chiltern Hundreds პარლ. შუამდგომლობა პარლამენტის წევრის მოვალეობების მოხსნის თაობაზე (სახელმწიფო სამსახურში გადასვლის მოტივით).