I
1. გამოჩენა (˂გამო˃ჩნდება); to appear simultaneously ერთდროულად გამოჩენა; to appear on the horizon ჰორიზონტზე გამოჩენა; a ship appeared far away შორს ხომალდი გამოჩნდა; the town appeared below ჩვენს ქვემოთ ქალაქი გადაიშალა; the enemy appeared on the frontier მტერი საზღვარზე გამოჩნდა; he promised to be home at four oʹclock but did not appear until six დაგვპირდა ოთხ საათზე მოვალ შინო და ექვსამდე არ მობრძანებულა;
2. 1) საზოგადოებაში გამოჩენა (˂გამო˃ჩნდება), მიღებებზე / თავყრილობებზე სიარული; to appear in society საზოგადოებაში გამოსვლა; to appear at social gatherings თავყრილობებზე სიარული, თავყრილობებზე გამოჩენა;
2) გამოსვლა (გამოვა) ითქმის მსახიობის, ლექტორის, მუსიკოსის და ა.შ. შესახებ; როლის შესრულება (ფილმში); to appear as / in the character of / Hamlet ჰამლეტის როლის შესრულება; to appear in every big concert hall in Europe ევროპის ყველა დიდ საკონცერტო დარბაზში გამოსვლა;
3) გამოსვლა (გამოვა), გამოცემა, გამოქვეყნება; the book appeared last month წიგნი გასულ თვეს გამოვიდა;
4) სასამართლოს წინაშე წარდგომა (წარდგება); სასამართლოში გამოცხადება; სასამართლოში სიტყვით გამოსვლა; he will have to appear before the committee to explain his behaviour იგი კომიტეტის წინაშე უნდა წარდგეს და ახსნას თავისი საქციელი; to appear before a judge [a tribunal] მოსამართლის [ტრიბუნალის] წინაშე წარდგომა; to appear for the defendant სასამართლო პროცესის დროს ბრალდებულის დამცველად გამოსვლა; to appear for prosecution სასამართლო პროცესში ბრალმდებლის / პროკურორის ფუნქციის შესრულება;
3. შთაბეჭდილების მოხდენა (˂მო˃ახდენს); he appears as helpless as a child ბავშვივით უმწეო ჩანს; he appears to be well but really he is rather ill ჯანმრთელად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ სერიოზულადაა ავად; the work appears to be interesting ეს სამუშაო საინტერესო ჩანს; strange as it may appear რამდენად უცნაურადაც შეიძლება მოგეჩვენოთ; it appears to me that you are all mistaken ჩემი აზრით, თქვენ ყველანი ცდებით; you appear to know everything როგორც ჩანს, ყველაფერი გცოდნიათ; he is guilty, it appears როგორც ჩანს დამნაშავეა; it appears (to be) a true story ეს ნამდვილი ამბავი გამოდგა;
4. : it appears that ცხადია რომ, ნათელია რომ; აქედან გამომდინარეობს, რომ; it appears from what you say თქვენი ნათქვამიდან გამომდინარეობს;
5. შეხვედრა (˂შე˃ხვდება), არსებობა; the idea appears in many old books ბევრ ძველ წიგნში ვხვდებით ამ აზრს;
6. ʘ ნათლად / გარკვევითაა გადმოცემული / დაწერილი (ითქმის ოფიციალური დოკუმენტის შესახებ);
III ა
როგორც საერთი ზმნა შედგენილ სახელად შემასმენელში: he appears sad დაღვრემილი ჩანს; he appears ill ავადმყოფური შესახედაობა აქვს; the house appeared deserted სახლი მიტოვებული ჩანდა.