1. მჟავე; the acid juice of unripe grapes მკვახე ყურძნის მჟავე წვენი; an acid apple მჟავე ვაშლი; vinegar has an acid taste ძმარს მჟავე გემო აქვს; acid looks მჟავე გამომეტყველება, მოჟამული სახე;
2. გესლიანი, მწვავე; acid remarks გესლიანი შენიშვნები; acid hatred მწვავე სიძულვილი;
3. ქიმ. მჟავა, მჟავური; acid reaction მჟავა რეაქცია; acid medium მჟავა გარემო; acid salt მჟავა მარილი; acid dye მჟავური საღებარი; acid hearth მეტალ. მჟავა ქვედი.