1. 1) ანგარიში; bank account საბანკო ანგარიში, ანგარიში ბანკში; current / ამერ. checking / account მიმდინარე ანგარიში; auxiliary account დამხმარე / დამატებითი ანგარიში; joint account ბუღ. საერთო ანგარიში, ნაერთი ანგარიში (ბანკში); on smb.ʹs account ა) ვინმეს ხარჯზე; ბ) ვინმეს ანგარიშზე (ბანკში); for account of smb. კომერც. ვინმეს ხარჯზე; on account ბირჟ. კუთვნილი თანხის ანგარიშში; to open [to close] an account with ანგარიშის გახსნა [დახურვა] (ბანკში, მაღაზიაში და ა.შ.); to have money in the account ანგარიშზე თანხის ქონა; to be in account with ვინმესთან ანგარიშის ქონა; კავშირში ყოფნა, საქმეების ქონა (ფირმასთან და ა.შ.); to pay / to settle / an account ანგარიშის მიხედვით გადახდა, ანგარიშის გასწორება; to settle / to square / accounts with smb. ვინმესთვის ანგარიშის გასწორება (აგრ. გადატ.); to pass / to carry, to place / to account ანგარიშში შეტანა / ჩაწერა;
2) ანგარიშსწორება; გაანგარიშება, გამოთვლა; profit and loss account ბუღ. მოგება-ზარალის ანგარიში; expense account ხარჯების ანგარიში (რომელსაც კომპანია, ორგანიზაცია თანამშრომელს უნაზღაურებს ანგარიშის წარდგენის შემდეგ); money of account კომერც. ანგარიშსწორების ფულადი ერთეული; for the account ბირჟ. უახლოეს სალიკვიდაციო პერიოდში ანგარიშსწორებით; to keep account of smth. რისამე ანგარიშის წარმოება; to take an account of smth. რისამე დათვლა / სიის შედგენა / ინვენტარიზაციის ჩატარება;
3) ჩვეულ. pl ანგარიშწარმოება; ანგარიშგება; აღრიცხვა; to keep accounts საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;
2. 1) მოხსენება; ანგარიში; to give / to render, to send in / an account ანგარიშის წარდგენა, ანგარიშის ჩაბარება; an accurate account of smth. დაწვრილებითი მოხსენება / ანგარიში რისამე შესახებ; newspaper account საგაზეთო ანგარიში; to call / to bring / to account ანგარიშის / ახსნა-განმარტების მოთხოვნა; to give an account of smth. ანგარიშის ჩაბარება რისამე შესახებ; რისამე აღწერა; რისამე ახსნა-განმარტება; to give an account of oneʹs absence არყოფნის / გაცდენის / დაუსწრებლობის მიზეზის ახსნა;
2) აღწერა, მოთხრობა; to trust smb.ʹs account ვინმეს მონათხრობის / ნაამბობის სარწმუნოდ მიღება; he gave the Judge a full account of what he saw მან მოსამართლეს დეტალურად უამბო, რაც დაინახა;
3. აზრი, შეფასება; according to all accounts, by all accounts საერთო აზრით; not to hold of much account ʘ მაინცდამაინც კარგი წარმოდგენისა / აზრისა არ არის, დიდად არ აფასებს;
4. მიზეზი, საფუძველი; on this account ამ მიზეზით, ამის გამო, ამიტომ; on what account? რის საფუძველზე? not on any account, on no account არავითარ შემთხვევაში; on account of გამო, მიზეზით, გულისთვის; on smb.ʹs account ვინმეს გულისთვის; on the public account საზოგადოებრივ ინტერესებში;
5. მნიშვნელობა, დიდი მნიშვნელობა; of good / much, high / account მნიშვნელოვანი, ღირებული; ავტორიტეტის მქონე; of no account, of small account უმნიშვნელო; to make little account of smb., smth. ვისიმე, რისამე არაფრად ჩაგდება; he is of small account here მას აქ ანგარიშს არ უწევენ / არაფრად აგდებენ;
6. სარგებლობა, ხეირი, გამორჩენა, სარფა; to find oneʹs account in smth. რაიმესგან გამორჩენა, რისამე გამოყენება საკუთარი ინტერესებისათვის; to lay (oneʹs) account for / on, with / smth. რაიმესგან გამორჩენის / ხეირის ნახვის იმედის ქონა; to turn smth. to (good) account რისამე თავის სასარგებლოდ გამოყენება, რაიმესგან გამორჩენა / ხეირის ნახვა;
7. სპეც. შემკვეთი, დამკვეთი, სარეკლამო სააგენტოს კლიენტი; advertising account რეკლამის დამკვეთი; they got the tooth paste account მათ კბილის პასტის რეკლამირება დაავალეს;
8. კომპ. მომხმარებლის ანგარიში (მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებელს სისტემაში – სახელი, პაროლი, წვდომის დონე და სხვა; აგრ. user account);
⌇ account disposal ფინ. ანგარიშის განკარგვა; account opening ფინ. ანგარიშის გახსნა; the accounts department ბუღალტერია;
◇ the great account რელიგ. განკითხვის დღე; to take into account მხედველობაში მიღება; to be called to oneʹs account, to go to oneʹs account ამერ. to hand in oneʹs accounts სიკვდილი; ʘ ცხოვრებასთან ანგარიში გაასწორა; he cast up accounts ხუმრ. გული აერია, აღებინა; on oneʹs own account თავისით, დამოუკიდებლად, თავისი ჭკუით; to give a good account of oneself თავის გამოჩენა; ʘ თავი არ შეირცხვინა.