ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

about I adverb
[əʹbaʊt]
ბეჭდვა

1. 1) ყველგან, ირგვლივ, გარშემო; he was nowhere about ის არსად ჩანდა; donʹt leave papers lying about ნუ მიმოფანტავთ ქაღალდებს; there is about a good deal of influenza at present ამჟამად გრიპი ძალზე მოდებულია; there is a rumour about ხმა / ჭორი დადის, ამბობენ;

2) მახლობლად, შორიახლოს, იქვე; several schoolboys were standing about იქვე / შორიახლოს რამდენიმე სკოლის მოსწავლე იდგა;

2. გამოხატავს მოძრაობას 1) სხვადასხვა მიმართულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ოთახში, ქალაქში, ქვეყანაში) წინ და უკან, აქეთ-იქით; to stroll about სეირნობა; they moved the furniture about მათ ავეჯს ადგილი შეუცვალეს;

2) საპირისპირო მიმართულებით უკან, უკანვე; after swimming a mile he turned about and swam back to the shore ერთი მილი რომ გაცურა, ისევ ნაპირისკენ გამობრუნდა;

3. დაახლოებით, მიახლოებით; თითქმის; it costs about €5 დაახლოებით ხუთი ევრო ღირს; about thirty miles ოცდაათ მილამდე; it is about three oʹclock დაახლოებით სამი საათია; he is about as tall as I am იგი თითქმის ჩემსიმაღლეა; it is about time you learned the rule დროა, რომ ეს წესი ისწავლოთ; thatʹs about right თითქმის სწორია; just about enough საუბ. სავსებით საკმარისია;

abound about II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0301