გრამ. განუსაზღვრელი ნაწევარი,
არტიკლი (a –
თანხმოვნის წინ, გარდა ყრუ h
-ისა, აგრ. eu
და u
-ს წინ, როცა u
გამოითქმის [ju:]
; an –
ხმოვნის წინ; მაგ. an hour
, მაგრამ a horse; an ulcer
, მაგრამ a unity, a eulogy;
აგრ. a one);
1. იხმ. საგნის ან მოვლენის პირველად დასახელებისას; აღნიშნავს, რომ მოცემული საგანი ამა თუ იმ საგანთა კლასს განეკუთვნება: he is a teacher ის მასწავლებელია; give me a pencil მომეცით ფანქარი; there is a book on the table მაგიდაზე დევს წიგნი; it is a Rubens ეს რუბენსის ტილოა;
2. საგანს ან მოვლენას განზოგადებულ ხასიათს ანიჭებს: a horse is an animal ცხენი ცხოველია; a pencil is used to write with ფანქარს საწერად იყენებენ; ფანქრით წერენ;
3. ერთი; a dozen eggs ერთი დუჟინი კვერცხი; it costs a penny ეს ერთი პენი ღირს; wait a minute მოიცადე ერთი წუთი; he hasnʹt a penny ერთი პენიც არა აქვს, ერთი პენიც / გროშიც არ აბადია;
4. ვიღაც; რაღაც; ვინმე; რამე; a (certain) Mr Smith (ვინმე) მისტერ სმიტი; in a sense / manner / გარკვეული აზრით;
5. 1) საკუთარ სახელს საზოგადო სახელად აქცევს: he thinks he is a Napoleon თავი ნაპოლეონი ჰგონია; he behaves like a Don Juan დონ ჟუანივით იქცევა;
2) საკუთარ სახელს ოჯახის ერთ-ერთი წევრის მნიშვნელობას ანიჭებს: she married a Forsyte იგი ერთ-ერთ ფორსაიტს გაჰყვა ცოლად;
6. (ჩვეულ. all of, many of და მისთ. შემდეგ) ისეთივე, იმგვარივე; იგივე; მსგავსი; all of a size ყველა ერთი ზომისა; birds of a feather ≅ ერთი ყაიდის ხალხი;
7. (კონსტრუქციაში many a) ბევრი, არაერთი; many a book ბევრი წიგნი, არაერთი წიგნი;
8. (ჩვეულ. რიცხვით სახელთან) გამოხატავს მიახლოებითობას: a twenty men ოცამდე, ოციოდე კაცი;
9. გვხვდება შესიტყვებებში: a few days რამდენიმე დღე; a great / good / many books უამრავი წიგნი; a little time ცოტა დრო (იხმ. დადებითი მნიშვნელობით);
10. გვხვდება ემოც.-გამაძლ. კონსტრუქციებში 1) წინ უძღვის such, what: he is such a great talker იგი ისეთი ყბედია; what a day! რა დღეა!
2) წინ უძღვის how, so, as, too + ზედსართავი სახელი: how wonderful a day! რა მშვენიერი დღეა! how marvellous a coincidence! რა საოცარი დამთხვევაა!
11. თანდ. მნიშვნ. -ჯერ; -ში; twice a day დღეში ორჯერ; £40 a year ორმოცი გირვანქა სტერლინგი წელიწადში.