1. სამარიტელი, სამარიელი; the Samaritans კრებ. სამარიტელები, სამარიელები [იხ. აგრ. 3];
2. არამეული ენის სამარიული დიალექტი;
3. (the Samaritans) საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს დეპრესიაში მყოფ ან თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ პირებს (ჩვეულ. სატელეფონო ზარების მეშვეობით; დიდ ბრიტანეთში) [იხ. აგრ. 1];
◇ a good Samaritan ა) ბიბლ. მოწყალე სამარიტელი; ბ) კეთილი / გულმოწყალე ადამიანი.