1. ეკლ. 1) ეპიფანია, საეკლესიო დღესასწაული (რომელსაც დასავლური ეკლესიები ექვს იანვარს, შობიდან მეთორმეტე დღეს აღნიშნავენ), მიძღვნილი მოგვთა მიერ ყრმა ქრისტეს სანახავად ჩამოსვლისადმი;
2) მაცხოვრის განცხადება; ნათლისღება, ეპიფანია (საეკლესიო დღესასწაული, რომელსაც აღმოსავლური ეკლესიები ექვს იანვარს, ძველი სტილით ცხრამეტ იანვარს, შობიდან მეთორმეტე დღეს აღნიშნავენ);
2. (epiphany) 1) გამოცხადება (ღმერთისა, ღვთაებისა, ზებუნებრივი არსებისა);
2) ინკარნაცია, მიწიერი განსახიერება (ღმერთისა, ღვთაებისა); an epiphany of Vishnu ვიშნუს მიწიერი განსახიერება, ავატარა;
3. (epiphany) 1) ამაღლ. გონების / ინტელექტის გამობრწყინება;
2) რისამე მნიშვნელობის, არსის უეცარი (ხშ. ინტუიციური) წვდომა ან გამოვლენა.