გვხვდება აბსტრაქტულ არსებით სახელებში, რომლებიც ნაწარმოებია არსებითი სახელების ფუძეთაგან და აღნიშნავენ 1)
ამა თუ იმ მდგომარეობას / გრძნობას / რაიმესადმი დამოკიდებულებას: friendship მეგობრობა; hardship გაჭირვება, სიღარიბე, ხელმოკლეობა; ownership მფლობელობა, მესაკუთრეობა;
2) ამა თუ იმ პირის საზოგადოებრივ მდგომარეობას / თანამდებობას: chairmanship თავმჯდომარის თანამდებობა, თავმჯდომარეობა; professorship პროფესორობა, პროფესორის ხარისხი ან თანამდებობა;
3) უნარს, ოსტატობას: seamanship ზღვაოსნობის / ნაოსნობის ხელოვნება; musicianship მუსიკალურობა, მუსიკოსის ოსტატობა.