1. გვხვდება ზმნების ფუძეთაგან ნაწარმოებ არსებით სახელებში და აღნიშნავს 1) მოქმედებას ან მდგომარეობას: amazement განცვიფრება, გაკვირვება; argument დისკუსია, კამათი; commencement დასაწყისი; management მართვა, ხელმძღვანელობა;
2) მოქმედების კონკრეტულ შედეგს: judgement სასამართლო გადაწყვეტილება / განაჩენი; pavement ტროტუარი, პანელი; statement განცხადება, მტკიცება; settlement დასახლება; მოწესრიგება;
2. ხანდახან გვხვდება მეტყველების სხვა ნაწილებისგან ნაწარმოებ არსებით სახელებში: merriment მხიარულება, გართობა; oddments ნარჩენები; ნაჭრები, ნატეხები და ა.შ.